21/05/2026
3 წლის წინ უბრალოდ მეგობრებისთვის ვქსოვდი რაღაცებს. 🤍
მათი რეაქციები იმდენ ბედნიერებას მანიჭებდა, მაშინ პირველად ვიფიქრე —
„ეს უბრალოდ ჰობი აღარ არის.“
სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მეშინოდა დაწყების.
არ ვიცოდი როგორ უნდა მემართა გვერდი, როგორ უნდა მელაპარაკა მომხმარებლებთან, როგორ უნდა მეპოვა ჩემი ადგილი ამ სივრცეში.
მეშინოდა ჩემი ნამუშევრების გამოჩენის… სოციალურ ქსელებში ჩემი სახის გამოჩენის, უცნობი ადამიანების რეაქციების ჩემს მიმართ.
მაგრამ ერთ დღეს უბრალოდ გავბედე
და შევქმენი ეს გვერდი.
პირველი ფოტოები საერთოდ არაესთეტიური იყო.
ყველაფერი ქაოსურად გამოიყურებოდა.
არ მქონდა გამოცდილება, იდეები, გეგმა.
მქონდა მხოლოდ სურვილი.
მახსოვს ჩემი პირველი გაყიდვა — ჩანთა, რომელიც თავად მივუტანე მომხმარებელს.
სახლში რომ ვბრუნდებოდი, მთელი გზა კითხვებზე ვფიქრობდი.
მოეწონა? კმაყოფილი დარჩა?
როცა მისი უკუკავშირი მივიღე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ის ცუდი ფიქრებიც გაქრა.
იყო მომენტები, როცა დანებება მინდოდა, ვფიქრობდი რომ გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. შემდეგ ვიაზრებდი რომ ამდენი შრომის ერთ წამში დავიწყება ჩემთვის ძალიან რთული იყო, ვდგებოდი ვეძებდი ახალ იდეებს და თავიდან ვიწყებდი განვითარებას.
დღეს Moirai Knits 3 წლის გახდა.
და ყველაზე მეტად ვამაყობ ჩემი თავით, რომელმაც ერთხელ უბრალოდ ქსოვის სწავლა გადაწყვიტა. 🤍
მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, თბილი სიტყვებისთვის და სიყვარულისთვის.
ეს გზა თქვენთან ერთად ბევრად განსაკუთრებულია.
ეს მხოლოდ დასაწყისია ✨. #ბლოგისმონეტიზაციაჩელენჯი