02/04/2026
#პასკა
#კლასიკური
10 კვერცხი(0კატეგორია)
1 ლ რძე (ცხიმიანი)
1.300 კგ შაქარი
3 კგ ფქვილი(უმაღლესი ხარისხი)
500 გრ ნაღების კარაქი
500 გრ ქიშმიში(50 კონიაკი)
4 ს.კ საფუარი
100 მლ ზეთი
400 გრ არაჟანი
1 ს.კ ციტრუსის ზეთი ან 1 ლიმონის ცედრა
2 ჩ.კ ილი
2 ჩ.კ ჯაოზი
მიხაკი და დარიჩინი გემოვნებით თუ გიყვართ
1ჩ.კ მარილი
3 შეკვრა ვანილი
ცხვება 150 -160 გრ ქვედა წვა.ბოლოს ჩავრთავ ზედა წვას
გირჩევთ ერთად არ გამოაცხოთ დიდი და პატარა პასკები.პატარები ერთად და დიდები ერთად
❗️კონსერვის ქილებში ძირს ვაფენ პერგამენტის ქაღალდს,ვიდეოს ატვირთვა დამავიწყდა
❗️ცხობის დროს უნდა იყოს სითბო ოთახში და ცომის ამოსვლის დროსაც
✅️ 500 გრ რძეში ჩაყარეთ 700 გრ შაქარი,გააცხელეთ რძე და თან ურიეთ,რომ გადნეს შაქარი,ცხელსივე ჩაყარეთ კარაქი და ესეც გაალღვეთ,გადადეთ გვერზე.
✅️ ხაშისთვის 500 მლ რძე გაათბეთ(,არ გააცხელოთ).დაამატეთ 4 სავსე ს.კ საფუარი,2 ს.კ ფქვილი,1 ჩ.კ შაქარი.აურიეთ და დადგით ასაფუებლად.(15 -20 ).
✅️ კვერცხი,600 გრ შაქარი,1 ჩ.კ მარილი და 5 შეკვრა ვანილი ათქვიფეთ კარგად,დაამატეთ აფუებული ხაში.გადაურიეთ და ეს მასა დაასხით 3 კგ ფქვილს,შემდეგ ამ ყველაფერს დაასხით უკვე თბილი კარაქიანი მასა(მასა უნდა იყოს ტბილი,არც ცივი.თუ გაცივდა ოდნავ შეათბეთ გაზზე).მოზილეთ ცომი,დაამატეთ არაჟანი,100 მლ ზეთი,1 ს კ ციტრუსის ზეთი ან ლიმონის ცედრა,სანელებლები და მოზილეთ ცომი ,მინიმუმ 20 წუთი, შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილზე.
✅️ ამოსული ცომი გადაზილეთ დაამატეთ ქიშმიში და ჩადეფ ფორმებში მესამედი.აცადეთ კიდევ ამოსვლა ცომს