22/06/2026
ჩვენი ხელნარჯვე კულინარის #თამუნადანელიას 🥰❤️😘მორიგი გემრიელობა ,რომელიც კითხვას არ გიტოვებს 🥰❤️გეუბნება ,მხოლოდ მოამზადეთ და მიირთვით ❤️🥰
ტორტი "კარალევსკი" სამეფო
(პატარა ცვილებებით)
ბისკვიტისთვის
6 კვერვხის ცილა და მწიკვი მარილი გავთქვიფოთ გამყარებამდე, დავუმატოთ 6სკ შაქარი, გულები, ნიჩბით შევურიოთ 7სკ ფქვილი, 1სკ ხსნადი ყავა წმინდა, ვანილი, 1ჩკ გამაფხვიერებელი. ნაზად ამოვურიოთ სანამ ყავა კარგად არ გაიხსნება. გამოვაცხოთ 22*35სმ კალკადაფენ ფორმაში, ღუმელში 170გრადუსზე ზედა-ქვედა წვის რეჟიმით მზაობამდე.
ბეზესთვის
120გრ ცილას (5კვერცხის) დავუმატოთ მწიკვი მარილი გავთქვიფოთ გამყარებამდე და ნელ ნელა დავუმატოთ 240გრ წმინდა შაქარი, 1/4ჩკ ლიმონმჟავა. შაქრის კრისტალები რომ ჩადნება და აპრიალდება მზადაა. ვამატებთ 1სკ სიმინდის სახამებელს ნიჩბით ან მიქსერითვე მხოლოდ უნდა შეერიოს . დავსვათ საცხობ ქაღალდზე. 22*35სმ ზომის ფენა და ფორმით გუმბათები. ვაცხობთ ზედა ქვედა წვაზე 100გრადუსზე . 2სთ და 20წთ დასჭირდა მზაობამდე. ცხობისას ორჯერ გავაღე კარი რომ ორთქლი გამოვიდეს. შეგიძლიათ ჩაურთოთ კონვექციის რეჟიმიც.
კლასიკური კრემი ამ ნამცხვრისთვის-
5 კვერცხის გული და 5სკ შაქარი გავთქვიფოთ გათეთრებამდე. დავუმატოთ 1ქილა თეთრი შესქელებული რძე, იგივე ქილით ნახევარ ქილაზე მეტი (3/4 )წყალი .
1სკ ხსნადი ყავა. მოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე მორევით. პირველივე ბუშტი წამოვა თუარა გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. გავთქვიფოთ 350გრ კარაქი, ვანილი და დავუმატოთ კოვზობით ცივი ფაფა.
მე გამოვიყენე კრემი
200გრ კარაქი, ვანილი, 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე, 150გრ თეთრი შესქელებული რძე 1ჩკ ხსნადი ყავა.
დასანამად
1სკ ყავა, 2სკ შაქარი, 150მლ მდუღარე წყალი. გავაკეთოთ ყავა, გავაციოთ. დავუმატოთ 3სკ კონიაკი და ვანილი.
200 გრ მოხალული, დაჭრილი ნიგიზი.
აწყობა
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი, დავადოთ ბეზეს ფენა, კრემი, ნიგოზი, დანამული ბისკვიტი. მთლიანად შემოვლესოთ კრემით. ზემოდან მოვაყაროთ ნიგოზი, მოვალაგოთ ბეზეს გუმბათები, მოვაცრათ კაკაოს ფხვნილი.