20/05/2026
პატარა ტარტები
მოხარშული კრემით და მარწყვით
ფხვიერი ბაზისთვის:
კვერცხის გულები -4 ცალი (0კატეგორია)
კარაქი- 170გრ.
შაქარი- 100გრ.
ვანილი- 1შეკვრა
არაჟანი- 1სავსე ს.კ.
მწიკვი მარილი
გამაფხვიერებელი- 10გრ.
ფქვილი- 380გრ. (დაახლოებით)
ფქვილს დავამატოთ გამაფხვიერებელი, მარილი, ვანილი და გავაფხვიეროთ კარაქით.
ცალკე ჭურჭელში გავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავამატოთ არაჟანიც.
ფქვილიან მასაში გავაკეთოთ ჩაღრმავება, გადავიტანოთ კვერცხიანი მასა და მოვზილოთ რბილი ცომი. დიდხანს ნუ მოზელთ, როგორც კი შეიკვრება, გადაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით ან საყინულეში 30წუთით.
დასვენებული ცომი დავყოთ ბურთებად და ჩავაკრათ ფორმებში.
ვაცხობთ 190 გრადუსზე, გახურებულ ღუმელში შეოქროსფერებამდე. ღუმელში მოთავსებამდე ცომი დაჩხვლიტეთ.
კრემის რეცეპტი:
ჰაეროვანი, მოხარშული კ რ ე მ ი
ინგრედიენტები:
კვერცხის გული 2 ცალი (0კატეგორია)
შაქარი- 280გრ.
გაცრილი უ/ხ ფქვილი ზუსტად 150გრ.
ვანილი- 1 შეკვრა ან ვანილის პასტა- 1სავსე ჩ.კ.
რძე- 1ლიტრი
კარაქი- 250გრ.
მომზადება
რძე ჩავასხათ ქვაბში და შევაცხელოთ. მასში გავხსნათ 200გრამი შაქარი.
დარჩენილი შაქრით, კვერცხის გულებით და ვანილით გავაკეთოთ ფუმფულა გოგლი-მოგლი. დავამატოთ ცოტა შემთბარი რძე და ფქვილი, მასა ძალიან კარგად გავხსნათ ხელის სათქვეფელით. შემდეგ წვრილი ნაკადით დავამატოთ რძის დარჩენილ ნაწილს, მოვურიოთ კარგად, ერთიანი მასის მიღებამდე და შემოვდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.
მუდმივი მორევით მიგვყავს ადუღებამდე, პირველი ბუშტების გამოჩენისთანავე გამოვრთოთ და ცხელშივე ჩავადნოთ 50გრ. კარაქი.
ცხელი მასა გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, თავზე გადავაკრათ გრინი კრემთან კონტაქტში და გავაციოთ ბოლომდე.
ცალკე ჭურჭელში, დაახლოებით 10წუთის განმავლობაში , გათეთრებამდე გავთქვიფოთ 200გრ კარაქი. მოხარშული კრემიც, რამდენიმე წამის განმავლობაში გავთქვიფოთ მიქსერით და შემდეგ თითო კოვზობით, აუჩქარებლად შევურიოთ კარაქს.(რა თქმა უნდა მიქსერის დახმარებით)
ჰაეროვანი და უგემრიელესი, პრიალა კრემიც მზადაა!
გააფორმეთ მარწყვით