ქართული სამჭედლო • Georgian blacksmiths

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქართული სამჭედლო • Georgian blacksmiths

ქართული სამჭედლო • Georgian blacksmiths ქართული სამჭედლო

ხმლების, ხანჯლების, დანების და სხვადასხვა ცივი იარაღის დამზადება.

ქართულ სამჭედლოში დანები იჭედება წინასწარი შეკვეთით, ყველა ნაკეთობა არის ექსკლუზიური და ყოველი დეტალი მზადდება დამკვეთის სურვილის მიხედვით.

ნაჭედი ცივი იარაღის ფასები იწყება 150 დოლარიდან და აღწევს 5000 დოლარს (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში).

ნაკეთობის ფასი დამოკიდებულია გომოყენებულ მასალაზე, შესრულების სირთულეზე (ორნამენტი, გრავი

რება, შემკობა), ნაკეთობის (პირის) ზომაზე და ა.შ.

ქართული სამჭედლოს ოსტატები არიან ძმები:

გიგა და ვალერ გორგიაშვილები

გიგა - დაიბადა 1982 წლის 20 თებერვალს. 2003 წელს დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის.
ვალერი - დაიბადა 1984 წლის 13 იანვარს. 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ძმებმა გორგიაშვილებმა 2001 წელს დაიწყეს სამჭედლო საქმის შესწავლა კახაბერ ზარნაძესთან.

2007 წლიდან ქართულ სამჭედლოს უძღვება გიგა გორგიაშვილი ძმასთან ვალერისთან ერთად.

სანადირო დანა ნაჭედი შხ 15 პირის სიგრძე 18 სანტიმეტრი ტარი ირმის რქა ვენგეს ჩანართებით.
06/09/2024

სანადირო დანა ნაჭედი შხ 15 პირის სიგრძე 18 სანტიმეტრი ტარი ირმის რქა ვენგეს ჩანართებით.

28/02/2024
16/02/2024
28/01/2024

🔰 ფშაველი მისრიაშვილების საგვარეული განთქმული ყოფილა მჭედლებით, რომლებიც სპეციალურ საიარაღო ფოლადს ამზადებდნენ.
🔰 გადმოცემების მიხედვით, გვარის დამაარსებელი მისრეთიდან (ეგვიპტიდან) მოუყვანია თამარ მეფეს, რაც ასე მომხდარა: ქართველთა ლაშქარი ერთ-ერთი შორეული ლაშქრობის დროს შესვენებისთვის დაბანაკებულა. ბანაკში მოსულა უცხო კაცი, რომელიც იძახდა, რომ ხმალი ჰქონდა გასაყიდი, ვინაიდან ამ კაცს ხმლები არც ხელში ჭერია, არც წელზე ჰქონია დაკიდებული და არც რაიმე ხელჩანთა ეპყრა ხელთ, ჯარს ის მასხრად აუგდია, თუმცა მოულოდნელად უცხო კაცს ჯიბიდან რგოლივით დახვეული ხმალი ამოუღია, რომელიც თასმით იყო შეკრული, თასმა შეუხსნია, ხმალი გაშლილა და გასწორებულა. ხელოვანისა და მისი დრეკადი ხმლის შესახებ ინფორმცია სარდლობამდეც მისულა და ის თამარ მეფისთვის წარუდგენიათ, რომელსაც ამ კაცისთვის სახელად ,,მისრია“ დაურქმევია და საქართველოში გადმოუსახლებია. ამის შემდეგ მჭედელ მისრიას შთამომავლები მისრიაშვილებად იწოდებოდნენ და მათი საგვარეული თამარ მეფის ხატს (ფშავში სალოცავი) იყვნენ დაქვემდებარებული, სხვა სალოცავებს მათზე არავითარი უფლება არ ჰქონდათ, ისინი „მოწმინდარობდნენ“, მხოლოდ თამარ მეფის სალოცავს ემსახურებოდნენ.
🔰 მისრიაშვილები, როგორც ხატის მჭედლები, სხვადასხვა იარაღსა და ჯვრის თას-განძს ამზადებდნენ, ამავე დროს მისრიაშვილების მასწავლებელი აუცილებლად მისრიაშვილი უნდა ყოფილიყო, მათ აკრძალული ჰქონდათ სხვა გვარის მჭედლისაგან ხელობის სწავლა. ამავე დროს მისრიაშვილების საგვარეულოს რომელი წარმომადგენელი უნდა გამხდარიყო ხოლმე მჭედელი, ამას ხატი ,,უბრძანებდა“ ქადაგის პირით.

"ნავახა"საერთო სიგრძე 27სმ პირი ნაჭედი ბულატიზირებული შხ 15  ტარი თხის რქა ვერცხლის დეტალებით. დამზადდა დაკვეტით.
29/12/2023

"ნავახა"საერთო სიგრძე 27სმ პირი ნაჭედი ბულატიზირებული შხ 15 ტარი თხის რქა ვერცხლის დეტალებით. დამზადდა დაკვეტით.

02/12/2023

✅ იცოდით, რომ არსებობდა სპეციალური საიარაღო ფოლადი, რომელიც შუა საუკუნეებში ოქროს ფასად იყიდებოდა ? დიახ, ეს არის ჯავარდენი (ინგლისურად ვუცი, რუსულად ბულატი), რომლის ფესვები სავარაუდოდ ინდოეთიდან უნდა იღებდეს სათავეს. ეს იყო შუა საუკუნეების აღმოსავლეთის მაღალი ტექნოლოგია, რომელიც დასავლეთმა გვიან გაიცნო. საქართველოში კი მას ადრიდანვე იცნობდნენ და აფასებდნენ. ძველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში მას ტერმინით ,,ბასრი“ აღნიშნავდნენ, ასევე გავრცელებული იყო ტერმინი ,,ფოლადი“, ხოლო გვიანი შუა საუკუნეებიდან სპარსული ,,ჯავარდენი“ შემოვიდა ხმარებაში. მე-19 საუკუნის პირველ ნახევრის წყაროების მიხედვით, ქართულ ენაში დამოწმებულია არამხოლოდ ზოგადი ტერმინი ,,ჯავარდენი“, არამედ ამ სპეციფიური ფოლადის სხვადასხვა სახეობების აღმნიშვნელი ისეთი ტერმინები, რომლებიც მთელს აღმოსავლეთში იყო გავრცელებული, რაც იმის დასტურია, რომ ქართველი მჭედლები და მეტალურგები იცნობდნენ იმ პერიოდის ცივილიზაციების მიღწევებსაც და თავადაც შეჰქონდათ წვლილი.
✅ ფოტოზე გამოსახულია თბილისელი დიდოსტატის ყარამან ელიარაშვილის მიერ ჯავარდენის ფოლადისაგან გაჭედილი ხმლის ფრაგმენტი.
✅ ქართულ ენაში ჯავარდენის აღმნიშვნელი ტერმინების შესახებ, ვრცლად იხილეთ ბმული🔰 :
https://www.academia.edu/99438118/%D0%90%D0%BD%D0%B0%D0%BB%D0%B8%D0%B7_%D0%B3%D1%80%D1%83%D0%B7%D0%B8%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D1%82%D1%80%D0%B0%D0%B4%D0%B8%D1%86%D0%B8%D0%BE%D0%BD%D0%BD%D0%BE%D0%B9_%D1%82%D0%B5%D1%80%D0%BC%D0%B8%D0%BD%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%B3%D0%B8%D0%B8_%D0%BE%D0%B1%D0%BE%D0%B7%D0%BD%D0%B0%D1%87%D0%B0%D1%8E%D1%89%D0%B5%D0%B9_%D0%B1%D1%83%D0%BB%D0%B0%D1%82_%D0%B8_%D0%B4%D0%B0%D0%BC%D0%B0%D1%81%D1%81%D0%BA%D1%83%D1%8E_%D1%81%D1%82%D0%B0%D0%BB%D1%8C

დამზადდა შეკვეთითპირი: ბულატიზებული შხ15ტარი: კამეჩის რქა ვადაჯვარი: იაპონური ტექნიკით შესრულებული "მოკუმეგანე" (ფერადი ...
09/10/2023

დამზადდა შეკვეთით
პირი: ბულატიზებული შხ15
ტარი: კამეჩის რქა
ვადაჯვარი: იაპონური ტექნიკით შესრულებული "მოკუმეგანე" (ფერადი მეტალების დამასკო)
ქარქაში: ცაცხვის ხეს გადაკრული აქვს ნატურალური ტყავი, მას ამშვენებს მოკუმეგანეს დეტალები.

აჭარული დანის ჩვნებური ვერსია დამზადდა დაკვეთით. პირი ბულატიზებული შხ 15 ტარი კამეჩის რქა დეტალები ვერცხლი!ზარნიში შეასრ...
06/10/2023

აჭარული დანის ჩვნებური ვერსია დამზადდა დაკვეთით.
პირი ბულატიზებული შხ 15 ტარი კამეჩის რქა დეტალები ვერცხლი!
ზარნიში შეასრულა დავით ჯანგავძემ

დამზადდა შეკვეთით სიგრძე 22სმ მასალა დ2 ტარი ქართული კაკალი.
04/08/2023

დამზადდა შეკვეთით სიგრძე 22სმ მასალა დ2 ტარი ქართული კაკალი.

დამზადებულია შეკვეთით პირის ზომა 17სმ მასალა ნაჭედი წხ15 ტარი მაღალი ხარისხის კაკალი დეტალები თიტბერი.
04/08/2023

დამზადებულია შეკვეთით პირის ზომა 17სმ მასალა ნაჭედი წხ15 ტარი მაღალი ხარისხის კაკალი დეტალები თიტბერი.

2 ცალი დამასკო 2 შხ 15 ნაჭედი!
28/07/2023

2 ცალი დამასკო 2 შხ 15 ნაჭედი!

ნავახა გაკეთებულია დაკვეთით საერთო სიგრძე 35სმ პირის სიგრძე 17 სმ მასალა პირი ბულატიზირებული ნაჭედი შხ 15 ტარი კამეჩის რ...
27/07/2023

ნავახა გაკეთებულია დაკვეთით საერთო სიგრძე 35სმ პირის სიგრძე 17 სმ მასალა პირი ბულატიზირებული ნაჭედი შხ 15 ტარი კამეჩის რქა ვერცხლი და ოქრო.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 13:00 - 00:00
Tuesday 13:00 - 00:00
Wednesday 13:00 - 00:00
Thursday 13:00 - 00:00
Friday 13:00 - 00:00
Saturday 13:00 - 00:00
Sunday 13:00 - 00:00

Telephone

995599452508

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართული სამჭედლო • Georgian blacksmiths posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ქართული სამჭედლო • Georgian blacksmiths:

Share