07/03/2026
რა შეიძლება გააკეთო მხოლოდ 10 კვადრატული მეტრ სარდაფში?
ამ ვიდეოში გიზიარებთ ჩვენს პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტს. სარდაფი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა უკვე ბოლო ეტაპზეა და სავარაუდოდ მარტის ბოლოსთვის მთლიანად მზად იქნება.
ამ სარდაფის ისტორია საკმაოდ ძველია — ის ჩვენს ოჯახს დაახლოებით ასი წელია ეკუთვნის. წლების განმავლობაში აქ უბრალოდ სხვადასხვა ნივთი, ძველი ავეჯი და ნაგავი იყო დაგროვილი.
გასულ წელს გადავწყვიტეთ მიგვეხედა მისთვის.
სარდაფი სრულად გავასუფთავეთ, გამოვიტანეთ წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგავი, გავწმინდეთ, გავაპრიალეთ იატაკი დავაგეთ და კედლები გავათეთრეთ. გარკვეულ ეტაპამდე მივიყვანეთ რემონტი და შემდეგ დროებით დავაკონსერვეთ.
თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ეს სივრცე უბრალოდ საწყობად გამოგვეყენებინა.
მაგრამ როდესაც სარდაფი ასე სუფთა და მოწესრიგებული ვნახეთ, მივხვდით, რომ ამ სივრცეს ბევრად მეტი პოტენციალი ჰქონდა.
ამიტომ გადავწყვიტეთ უფრო შორს წავსულიყავით და ეს პატარა სივრცე პატარა საცხოვრებელ აპარტამენტად გვექცია,რომელიც ვფიქრობ მშვენივრად გაქირავდება Airbnb და Booking.com პლატფორმებზე ტურისტებისთვის,რადგან ლოკაცია გვიწყობს ხელს - სოლოლაკში ტურუსტულ ეპიცენტრშია.
დღეს უკვე იქ დღის შუქი თავისუფლად შემოდის, რადგან ნახევარ-სარდაფია და დამონტაჟებულია დიდი შუშის ვიტრაჟული კარი, რომელიც სივრცეს სინათლეს და ჰაერს აძლევს.
ძალიან მალე გაჩვენებთ საბოლოო შედეგსაც — რა შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ 10 კვადრატული მეტრისგან.
თუ გაინტერესებთ, როგორი იყო ეს სარდაფი თავიდან, შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე ნახოთ “Before” ვერსიაც — განსხვავება ნამდვილად გაგაოცებთ.