La Dolce Vita

La Dolce Vita “ტკბილი ცხოვრება“ თქვენს სამზარეულოში! 🥐 ყოველდღიური იდეები, ნაცადი რეცეპტები და გემრიელი ტრადიციები ❤️სადილებიდან დესერტებამდე. ❤️🍝🍰

ერთი ნაჭერი აბსოლუტური ბედნიერება... შეუდარებელი „იდეალი“, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს!" 🥰❤️👌პოსტის  ავტორი  ,ჯგუფის სა...
26/10/2026

ერთი ნაჭერი აბსოლუტური ბედნიერება... შეუდარებელი „იდეალი“, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს!" 🥰❤️👌
პოსტის ავტორი ,ჯგუფის საუკეთესო მოყვარული კულინარი და ადმინისტრატორი #ლალიმესხია 🥰😘❤

🍁🍁🍁იდეალი🍁🍁🍁
(ძველი კულინარიული წიგნიდან)
ძალიან მიყვარს და ვაცხობ ხშირად)

მასალა:
კვერცხი- 8 ცალი,
შაქარი-2 ჩ.ჭ.
თაფლი- 5 ს.კ.
ნიგოზი- 1,5 ჩ. ჭ
ფქვილი- 3 ჭიქა (200 გრ.)
🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁

8 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ გულები და ვთქვიფოთ გათეთრებამდე. დავუმატოთ 5 ს. კ. თაფლი, დაკეპილი ნიგოზი, 1 ჩ. კ. სოდა გახსნილი 1 ს.კ. ძმარში და ისევ კარგად გავთქვიფოთ.
შემდეგ ნიჩბის საშუალებით შევურიოთ ფქვილი.
მომზადებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად
და ცალ ცალკე გამოვაცხოთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე ჰაერღუმელში.
🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁
კრემი:

300 გრ. კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შევათქვიფოთ ერთი კოლოფი, მოხარშული შესქელებული რძე, ერთი ჭიქა წვრილად დაკეპილი ან დაფქული ნიგოზი, ვანილი. კონიაკი.
🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁

1. ⁠ #იდეალი⁠
2. ⁠ #კულინარია⁠
3. ⁠ #სახლისნამცხვარი⁠
4. ⁠ #გემრიელი⁠
5. ⁠ #ლალიმესხია

კერძი გამოირჩევა ფერების მრავალფეროვნებითა და მიმზიდველობით❤️ფხალის ასორტი მომზადებულია სამი ძირითადი ბოსტნეულით კომბოსტ...
24/10/2026

კერძი გამოირჩევა ფერების მრავალფეროვნებითა და მიმზიდველობით❤️
ფხალის ასორტი მომზადებულია სამი ძირითადი ბოსტნეულით კომბოსტო, ჭარხალი და სტაფილო,რომლებიც შეკმაზულია ნიგვზით და ქართული სუნელებით 🥰❤️
კერძს შესანიშნავად ახლავს ტრადიციული, ცხელი, ოქროსფრად შემწვარი მჭადები, რომლებიც იდეალურად ეხამება ნიგვზიანი ფხალის მძაფრ და არომატულ გემოს.
ეს არის უგემრიელესი ქართული სადილი, რომელიც ნებისმიერ სუფრას ამშვენებს !🥰❤️
პოსტს გვიზიარებს ,ჯგუფის ადმინისტრატორი #ნუკრიფურცხვანიძე 🥰❤️😘👌

რუბრიკაში ,,ქართული ტრადიციული კერძები " მე წარმოგიდგენთ ბოსტნეულის ასორტს ნიგოზში ცხელ მჭადებთან ერთად ,უგემრიელესია👌👌👌.

🔖🔖 კომბოსტო მოვხარშე, გავწურე და დავჭერი წმინდათ .

🔖🔖ჯაგრისით გარეცხილი ჭარხალი მოვხარშე , გავფცქვენი , გავხეხე , გახეხილი გავწურე .

🔖🔖სტაფილო მოვხარშე , გავხეხე, გავწურე.

🔖🔖 4 თავი ხახვი დავჭერი წმინდათ, დავასხი ადუღებული წყალი , 15 წუთის შემდეგ წყალი გადავუწურე , ხახვი გავწურე და ხელით დავამუშავე.

🔖🔖დავფქვი 400 გრ. ნიგოზი, დავუმატე ხმელი ქინძი, უცხო სუნელი , დანაყილი ნიორი , მარილი, წიწაკა . წმინდათ დაჭრილი მწვანე ქინძი, ბროწეულის მარცვლები , და გაწურული ხახვი, ავურიე ყველა ეს კარგად , დავუმატე ღვინის ძმარი და მოხარშული ბოსტნეული ცალ-ცალკე შევკმაზე ამ ნიგვზიანი მასით.

🔖🔖მჭადის ფქვილს დავუმატე ცოტა მარილი და მოვზილე საშუალო სისქის ცომი, ნახევარი საათი გავაჩერე , შემდეგ კი შევწვი ზეთიან ცხელ ტაფაზე .

🔖🔖ჩემი გემრიელი სადილიც მზადაა .

მოამზადეთ და მიირთვით 💖

#ქართულისამზარეულო
#ტრადიციულიკერძები
#ფხალი
#მჭადი
#გემრიელი

დესერტის ვიზუალურ მხარეს ხშირად სწორედ კრემის დიზაინი განსაზღვრავს. ❤️🥰ამიტომ, ლამაზი, დახვეწილი და სტაბილური კრემის მის...
23/10/2026

დესერტის ვიზუალურ მხარეს ხშირად სწორედ კრემის დიზაინი განსაზღვრავს. ❤️🥰
ამიტომ, ლამაზი, დახვეწილი და სტაბილური კრემის მისაღებად ,აუცილებელია ინგრედიენტების ზუსტი თანაფარდობა და მომზადების სწორი ტექნიკა🥰

დღეს გაგიზიარებთ საკონდიტრო საქმეში, ერთ-ერთ გამორჩეულ კრემს — მოხარშულ კრემ-ბეზეს, რომელიც იდეალურია ტორტებისა და სხვა დესერტების გასაფორმებლად. 🥰

სწორი ტექნიკა, ხარისხიანი ინგრედიენტები და ცოტა სიყვარული ,ეს არის ლამაზი შედეგის საიდუმლო! ❤️

🍰 მოხარშული კრემ-ბეზე ❤️

ინგრედიენტები

* 3 ცალი კვერცხის ცილა (ოთახის ტემპერატურის)
* 180 გ შაქარი
* 1 პაკეტი ვანილი ან ვანილინი
* ¼ ჩაის კოვზზე ოდნავ მეტი ლიმონმჟავა (მე პირადად ცოტა მეტს ვამატებ)

მომზადების წესი

1. მშრალ, სუფთა და ცხიმისგან თავისუფალ თასში მოათავსეთ კვერცხის ცილა და შაქარი
2. თასი მოათავსეთ ადუღებული წყლის თავზე ისე, რომ მისი ძირი წყალს არ ეხებოდეს. მასა მსუბუქად ურიეთ, ვიდრე შაქარი მთლიანად არ გაიხსნება.
3. აიღეთ მასის მცირე რაოდენობა ორ თითს შორის და ფრთხილად შეამოწმეთ, იგრძნობა თუ არა შაქრის კრისტალები. მასა უნდა იყოს გლუვი, შაქრის კრისტალების გარეშე.თქვიფეთ 10-15 წთ
4. მასა ორთქლის აბაზანიდან გადმოდგით და მიქსერით კვლავ თქვიფეთ .დაამატეთ ვანილი ან ვანილინი , ლიმონმჟავა .ბეზე ,თითქმის თქვეფაში უნდა გაცივდეს , გახდება პრიალა, მკვრივი და ფორმის შემნახველი.
5. ბეზე მზად არის, როდესაც მიქსერის სათქვეფზე მყარი წვეტები წარმოიქმნება და მასა ფორმას კარგად ინარჩუნებს(ნახეთ ფოტო )

ფერისა და არომატის დამატება

1. ფერის მისაცემად გამოიყენეთ გელისებრი საღებავი. უფრო ინტენსიური ფერის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ,საკონდიტრო გელის და ფხვნილის მიქსი .
2. არომატი დაამატეთ თქვენი სურვილისამებრ. ამ შემთხვევაში მე პირადად ვანილინი გამოვიყენე.

💡 მნიშვნელოვანი რჩევები

1. თასი და მიქსერის სათქვეფები უნდა იყოს სრულიად სუფთა, მშრალი და ცხიმისგან თავისუფალი.
2. კვერცხის ცილას არ უნდა შეერიოს კვერცხის გული, რადგან ამან შეიძლება ბეზეს კარგად ათქვეფაში ხელი შეუშალოს.
3. თასი არ უნდა ეხებოდეს წყალს — მასა მხოლოდ წყლის ორთქლზე უნდა გაცხელდეს.
4. თქვეფა დაიწყეთ მას შემდეგ, რაც შაქარი მთლიანად გაიხსნება. არ გეგონოთ გაუხსნელი შაქრი ,რომ არ იმოქმედებს ბეზეზე ,ის ყოველთვის იგრძნობა და ტექსტურასაც გაგიფუჭებთ
5. ბეზე მზად არის მაშინ, როდესაც გახდება მკვრივი, პრიალა და ფორმის შემნარჩუნებელი

#მოხარშულიკრემბეზე #საკონდიტრო #დესერტებისდიზაინი #ტორტისგაფორმებ

ეძებთ რაიმეს ჩაისთვის, რაც სწრაფად მზადდება და განსაკუთრებული არომატი აქვს? მაშინ ეს მანდარინის კექსები ზუსტად თქვენთვის...
22/10/2026

ეძებთ რაიმეს ჩაისთვის, რაც სწრაფად მზადდება და განსაკუთრებული არომატი აქვს? მაშინ ეს მანდარინის კექსები ზუსტად თქვენთვისაა! კანიანად დაბლენდერებული მანდარინი ცომს განსაკუთრებულ არომატს მატებს. მადლობა #ნათიაკაჭარავას ამ შესანიშნავი რეცეპტისთვის!😘🥰❤️

🍊 მანდარინის კექსი

მარტივი, არომატული და ძალიან გემრიელი !
რეცეპტს გვთავაზობს ,ჯგუგიდ საუკეთესო ,მოყვარული კულინარი #ნათიაკაჭარავა 🥰❤️
📝 საჭირო მასალა:
• 1 ცალი მანდარინი (კანიანად, დაბლენდერებული)
• 3 ცალი კვერცხი
• 150 გრ ზეთი
• 1 ჭიქა შაქარი (150 გრ)
• 350 გრ ფქვილი (გაცრილი)
• 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
• მწიკვი მარილი
• ვანილი გემოვნებით

👩‍🍳 როგორ მოვამზადოთ:
1. მანდარინი დაჭერით და დააბლენდერეთ კანიანად 🍊
2. დაუმატეთ: კვერცხი, მარილი, ვანილი, ზეთი და შაქარი. კარგად აურიეთ.
3. მიღებული მასა გადმოიტანეთ ჯამში.
4. ჩაცერეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი
5. გადაიტანეთ ცხიმწასმულ პატარა ფორმებში.
6. გამოაცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.

⁠ #მანდარინი⁠
⁠ #მანდარინისკექსი⁠
⁠ #კექსი⁠
⁠ #მაფინები⁠
⁠ #დესერტი

კლასიკური „ჩიტის რძის“ მსგავსად ის ძალიან ნაზია, თუმცა არაჟნის კრემი მას სასიამოვნო სიჟავეს მატებს. ეს ნიშნავს, რომ დესე...
21/10/2026

კლასიკური „ჩიტის რძის“ მსგავსად ის ძალიან ნაზია, თუმცა არაჟნის კრემი მას სასიამოვნო სიჟავეს მატებს. ეს ნიშნავს, რომ დესერტი არ არის ზედმეტად შაქრიანი ან მოსაბეზრებელი ,სიტკბო და სიმჟავე იდეალურად აბალანსებს ერთმანეთს🥰❤️
პოსტს გვიზიარებს ,ჯგუფის სუპერ მოყვარული კულინარი #ეკაძამაშვილი 🥰❤️

"ჩიტის რძე არაჟნის კრემით".

🍰 კვერცხი 5 ცალი.
🍰 შაქარი 300 გრ.
🍰 თაფლი 3ს.კ.
🍰 კარაქი 50 გრ.
🍰 სოდა 1/2 ჩ.კ.
🍰 ლიმონის წვენი 1ს.კ.
🍰 ვანილი.
🍰 რძე ან წყალი 50 გრ.
🍰 ფქვილი 1კგ.
კ რ ე მ ი ს თ ვ ი ს:
🍰 არაჟანი 800 გრ. 20%- იანი
🍰 , , მალაკო" მოუხარშავი (პოლიეთილენის ბოთლებში რომ არის სქელი) 200 გრ.
🍰 კარაქი 200 გრ.
🍰 ვანილი.
მ ი ნ ა ნ ქ ა რ ი:
🍰 კაკაო 50 გრ. მუქი.
🍰 შაქარი 4ს.კ.
🍰 რძე ან წყალი 4ს.კ.
🍰 კარაქი 20 გრ.

კვერცხი და შაქარი ავთქვიფე კარგად მიქსერით, დავამატე კარაქი, თაფლი, სოდა+ლიმონის წვენი, ვანილი, რძე და დავდგი ორთქლზე, ვშუშე კარგად, რომ გადმოვდგი, ცოტა გავანელე და შევაზილე ფქვილი. ცომი ნაზი უნდა იყოს. გავყავი 5 ნაწილად და გამოვაცხე 150 გრადუსზე, 10 წუთი ყოფნის, ფირფიტა არ უნდა შეიბრაწოს. ჟარონა ცივი და ფქვილმოყრილი უნდა იყოს. ჟარონა რომელშიც მე გამოვაცხე არის 32/32 სიდიდის.
კ რ ე მ ი: ოთახის ტემპერატურის კარაქი გავთქვიფე მიქსერით, ჩავამატე , , მალაკო" , ვანილი და არაჟანი, არაჟნის ჩამატების მერე ბევრი თქვეფა აღარ უნდა.
მ ი ნ ა ნ ქ ა რ ი: კაკაო, შაქარი, რძე და კარაქი მოვათავსე პატარა ქვაბში, დავდგი დაბალ ცეცხლზე, ერთი რომ წამოდუღდა გადმოვდგი.
ფირფიტები დავკრემე , ზემოდა კი მოვასხი მინანქარი.
უგემრიელესია არაჟნის კრემით, გემრიელად მიირთვით❤.

#ჩიტისძე #ტორტი #სახლშიმომზადებული #ტკბილიცხოვრება #გემრიელი

თუ ამ მარტივ, მაგრამ მკაცრ ინსტრუქციებს მიჰყვებით, ლელასავით იდეალურ, ხრაშუნა და ფერად შედეგს მარტივად მიიღებთ! 🥰რეცეპტს...
19/10/2026

თუ ამ მარტივ, მაგრამ მკაცრ ინსტრუქციებს მიჰყვებით, ლელასავით იდეალურ, ხრაშუნა და ფერად შედეგს მარტივად მიიღებთ! 🥰

რეცეპტს გვთავაზობს ,საბერძნეთში მყოფი ემიგრანტი ,ჩვენი ჯგუფის უსაყვარლესი კონდიტერი #ლელაბექაური 🥰😘❤
მაშ ასე ,ვაკოპირებ რეცეპტს 👇👇👇

ახალი და უცხო არაფერია,მაგრამ მწერენ,უნდათ რეცეპტი,ხრაშუნა ბეზე-ვერ გეტყვით კვერცხის რაოდენობით და ამათუიმ ჭიქით,აქ მთავარია წონა!!! ანუ სუფთა მშრალ ჯამში ჩავუშვებთ 150 გრამ ცილას,არ უნდა შეყვეს კვერცხის გული არავითარ შემთხვევაში!!! დავამატებთ ორმაგ შაქარს-300 გრამს.რამდენი გრამიცაა ცილა ორი იმდენი უნდა შაქარი.დავდგავთ წყლის ორთქლზე.მდუღარე წყალი ცილის ჯამს ძირზე არ უნდა ეხებოდეს.მსუბუქად ვთქვიფოთ ჩანგლით ან კოვზით,მასა უნდა ვამოძრაოთ რომ არ მოიხარშოს ცილა.გაცხელდება და გადნება შაქარი,მოვსინჯოთ თითების ერთმანეთთან გასმით არ უნდა მოგვედოს შაქარი თითებში,უნდა იყოს მხოლოდ ცხელი ცილა.გადმოვიღოთ სხვა მშრალ ჯამში,დავამატოთ დანის წვერით ლიმონმჟავა ან ლიმონის წვენი ორი ჩაის კოვზი და ვანილი,ავთქვიფოთ სრულ გასქელებამდე და გაცივდება კიდც ამასობაში.მიქსერის ჩხირმა ასეთი წვერი უნდა გაიკეთოს.დადებთ საცხობ ფირფიტაზე საკონდიტრო ტომრით.ფერები რაც მოგწონთ წაუსვით ჩხირით სიგრძეზე ტომარას და ჩადეთ ბეზე.გამოვა ასეთი ფერადი.გააშრეთ ზედაქვედა წვით 80 გრადუსზე,შუა თაროზე.მე კარს არ ვუხსნი საცხობს.დაჭირდა2 საათი.გისურვებთ წარმატებას გოგოებო!თქვენი ლელაკო📷📷📷

#ლელაბექაური #ბეზე #ხრაშუნაბეზე #საკონდიტრო #ემიგრანტებისრეცეპტები

რატომ ღირს ამ ფუმფულა და არომატული შოკოლადის ნამცხვრის მომზადება? არსებობს ,რამდენიმე შესანიშნავი მიზეზი:ცილების ცალკე ა...
18/10/2026

რატომ ღირს ამ ფუმფულა და არომატული შოკოლადის ნამცხვრის მომზადება? არსებობს ,რამდენიმე შესანიშნავი მიზეზი:

ცილების ცალკე ათქვეფითა (ბეზე) და მაწონში გააქტიურებული სოდით მიღებული ჰაეროვანი და ფუმფულა სტრუქტურა.
მდიდარი შოკოლადის არომატი, რომელიც კაკაოსა და მინანქრის წყალობით სრულყოფილად იკვეთება.

რეცეპტი არ არის რთული, შედეგი კი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა🥰
პოსტს გვთავაზობს ,ჯგუფის სუპერ მოყვარული კულინარი #ინგაჩიქოვანი 🥰❤️👌

ჩემო ფუსფუსებოო მოგესალმებით ,მოვედი და თან მოგიტანეთ სწრაფი ,ფუმფულა შოკოლადის ნამცხვარი.

შოკოლადის ნამცხვარი .😍

ფორმის სიდიდე 22/32 ზე
‼ ყველა ინგრედიენტისთვის ვიყენებთ 250 მილილიტრიან ჭიქას.‼

4 კვერცხი
მწიკვი მარილი
ვანილი
2 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ზეთი
2 ჭიქა მაწონი
3 ჭიქა ფქვილი (-3 ს.კ. რადგან კაკაოს ვამატებთ)
3 ს.კ. კაკაო
2 ჩ.კ. სოდა
1 ს.კ. ძმარი

ცილა და გული განვაცალკეოთ ,ცილას + მწიკვი მარილი და ამოვიყვანოთ მყარი ბეზე , დავამატოთ ნელნელა შაქარი ,შემდეგ კვერცხის გულები ,გავაერთიანოთ მასა და + ზეთი + მაწონი სოდა/ ძმრით გააქტიურებული ,ბოლოს დავაცრათ 3 ჭ. ფქვილი( გაითვალისწინეთ 1 ჭიქა 250 მლ.იტევს დაახლოებით 160 გ. ფქვილს ❤ )და კაკაო ,გავთქვიფოთ მასა 3 წთ. გამოვაცხოთ ქაღალდიან ფორმაზე 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა ქვედა წვაზე მზაობამდე ,შეამოწმეთ ხის ჩხირით.

მინანქარი .
6 ს.კ. შაქარი
5 ს.კ.ს.კ. კაკაო
5-6ს.კ. რძე ან წყალი
ვანილი
50 გ. კარაქი .
შაქარი ,კაკაო ,წყალი დავდგათ დაბალ ცეცხლზე ,ვურიოთ გამუდმებით ,შაქარი რომ გადნება ,გადმოვდგათ + ვანილი ,კარაქი.,გავაგრილოთ და მოვასხათ ნამცხვარს .
მოამზადეთ და გამიხსენეთ გენაცვალეთოოო😍😍😍😍

#შოკოლადინამცხვარი
#ფუმფულანამცხვარი
#მარტივირეცეპტები
#შოკოლადიმინანქარი
#გემრიელი

ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ და ახლა შემოგვიერთდით ეს მათთვის ,ჩვენი საუკეთესო  მოყვარული კულინარის და ადმინისტრატორის  #...
15/10/2026

ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ და ახლა შემოგვიერთდით ეს მათთვის ,ჩვენი საუკეთესო მოყვარული კულინარის და ადმინისტრატორის #ნინოწულეისკირი -ს დედის რეცეპტებიდან 💋❤😘

🥰🥰დღეს მოგიტანეთ უგემრიელესი ტრუბოჩკები ,რომელსაც ვაცხობ ძველებურ ვაფელნიცაში🥰🥰რეცეპტიც და საცხობიც დედასია და ყველაზე მეტად ამის გამოცხობა მიყვარს,თან ჩემებსაც ძალიან მოსწონთ პირში დნება ისეთია🥰🥰

ტრუბოჩკები

10კვერცხი
2ჭიქა შაქარი
150გრ კარაქი
3ჭიქა პ/ფქვილი
ჭიქა გამოყენებულია ძველებური 200გრამიანი
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა კარგად,დაუმატოთ შაქარი,კვერცხის გულები,შემდეგ გამღვალი და გაგრილებული კარაქი,ბოლოს ჩავაცრად ფქვილი ვაქციოთ ერთიან მასად და დავაყოვნოთ 15-20წთ,ვაცხობ ძველებურ ვაფელნიცაში,ვახურებ კარგად,ვუსვამ სალფეთქით ზეთს და ვსვამ თითო სუფრის კოვზს,დავახურავ და ძალიან მალე ცხვება,წუთში უკვე გადახვეულიც მაქვს,იქვე ცხლად უნდა მივცეთ ფორმა,თორემ ეგრევე მაგრდება, გამოდის საკმაოდ ბევრი,გააჩნია რა ზომისას გააკეთებთ,მე ასეთი დიდები 56 ცალი გამომივიდა🤗🤗
კრემი ნებისმიერი შეგიძლიათ გაუკეთოთ და მეც სხვადასხვანაირს ვუკეთებ,ყველანაირად უგემრიელესია🥰🥰ამჟამად ასე მოვამზადე:
3კვერცხი ცილიან გულიანად ავთქვიფე,დაუმატე 2,5 ჭიქა შაქარი,გავაკეთე კარგი გოგლიმოგლი,ჩავაცერი 8ს/კ პურისფქვილი,მიქსერით კარგად ვაქციე ერთიან მასად,დაუმატე ნახევარი ლიტრი რძე,ნახევარი ლიტრი კი ცეცხლზე მედგა და როცა ადუღდა ჩავუშვი ეს მასა,განუწყვეტლივ ვურევდი,დავაშუშე ფქვილის სუნის გაქრობამდე,გავაცივე ოთახის ტემპერატურაზე, ცალკე ამოვიყვანე 500გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი და თითო კოვზობით შევათქვიფე ფაფა,ბოლოს 3-4 ცალი ვანილი🥰

#დესერტი #ტკბილეული #ვაფლი #ყავა #ტკბილიცხოვრება

🍂☕️ შემოდგომის გრილი დილა, ცხელი ჩაი და დაბრაწული, ნახევრად ფენოვანი ხაჭაპური… 🥰🧀❤️ დილა ამაზე უკეთესად როგორ უნდა დაიწყ...
14/10/2026

🍂☕️ შემოდგომის გრილი დილა, ცხელი ჩაი და დაბრაწული, ნახევრად ფენოვანი ხაჭაპური… 🥰🧀❤️ დილა ამაზე უკეთესად როგორ უნდა დაიწყო?! 😍

⛪️❤️სვეტიცხოვლობას გილოცავთ ყველას! გფარავდეთ დღევანდელი დღის ძალა, თქვენს ოჯახებში ყოფილიყოს მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიყვარული და ბარაქა! 🙏❤️

ტკბილი და ბედნიერი დილა ყველას! 🥰🍁
პოსტს გვიზიარებს ,ჯგუფის სუპერ ,მოყვარული კულინარი #ნათიამჭედლიშვილი 🥰❤️

1 კილო ფქვილი
600 გრ.თბილი წყალი.
1 სკ.მარილი
1სკ.საფუარი
1 სკ.მცენარეული ზეთი
1 ცალი.ფენოვანი ცომის მარგარინი.ნებისმიერი.

ამ მასით მოვზილოთ ცომი და დავდოთ ასაფუებად.
მზა ცომი ამოვიღოთ გუნდად.და გავშალოთ ფქვილმოყრილ დაფაზე .
მარგარინი კი გავყოთ სამ ტოლ ნაწილად.
გაშლილ ცომს მოვუსვათ გადავკეცოთ კონვერტისებურად და მოვათავსოთ მაცივარში ,15 წთ
ასე გავიმეოროთ ,3 ჯერ.
ბოლოს ეს ცომი დავასვენოთ მაცივარში მთელიღამე.
მეორე ღღეს გამოვიღოთ .მივიყვანოთ ოთახის ტემპერატურაზე.ისევ გავშალოთ ჩავუდოთ ყველი.
მე ჩემი მომზადებული ყველი ჩავუდე ბლომად მოვუკარი თავი გავაბრტყელე.თავზე მოვუსვი კვერცხი და გამოვაცხვე 150 გრ.ზე დაბრაწვამდე.
სასწაული გემრიელი გამოვიდა .

#ნახევრადფენოვანიხაჭაპური

მურაბას აქვს მადისაღმძვრელი,სქელი, ჟელესებრი სიროფი. ნაჭრები არის ლამაზად დაჭრილი, გამჭვირვალე და მთლიანობას ინარჩუნებ❤️...
13/10/2026

მურაბას აქვს მადისაღმძვრელი,სქელი, ჟელესებრი სიროფი. ნაჭრები არის ლამაზად დაჭრილი, გამჭვირვალე და მთლიანობას ინარჩუნებ❤️
ნაყოფი არის რბილი, არ მაგრდება და არ მუქდება.❤️
განსაკუთრებული საიდუმლო კომშის გულებისა და კურკების ნახარშს უკავშირდება❤️
პოსტს გვიზიარებს ,ჯგუფის საუკეთესო ,მოყვარული კულინარი #მაკაყარაულაშვილი😘🥰👌

🟡კომშის მურაბა🟡

საოცრად არომატული, სასარგებლო, სურნელოვანი და ძალიან გემრიელი მურაბა. პირში დნება რბილი და ჟელესავით სიროფით გაჟღენთილი ქარვისფერი ნაყოფი. ასე მომზადებული არ მუქდება და არ მაგრდება.

🟨1კგ კომში
🟨800გრ შაქარი
🟨1 ცალი ლიმონი
🟨0.5ლ წყალი

კომში გავრეცხე-დავჭერი სასურველი ზომის ნაჭრებად, მივიღე 1კგ დამუშავებულ-გასუფთავებული ნაყოფი. ამ ნაყოფს დავასხი 1 ცალი ლიმონისგან გამოწურული წვენი და ავურიე კარგად.

გულები თავის კურკებიანად მოვათავსე ცალკე ჭურჭელში, დავასხი 0.5ლ წყალი და 10 წუთით წამოვადუღე. მურაბის მთელი საიდუმლო და სარგებელი ამ გულებშია. გამოიყოფა ჟელესავით და თაფლივით წებოვანი წვენი, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მურაბას კი აძლევს სასწაულ კონსისტენციას.

ეს ცხელი მასა გადავწურე რამდენიმე პირად დაკეცილი მარლით, წვენს დავაყარე 800გრ შაქარი, დავდგი დაბალ ცეცხლზე, მორევით გავადნე შაქარი და ჩავყარე დაჭრილი კომში, 5 წუთით ვადუღე და გადავდგი გავაციე. 3-ჯერ გავიმეორე 5 წუთიანი წამოდუღება და გაციება. მესამედ უკვე 40წუთი დამჭირდა დაბალ ცეცხლზე მურაბის საბოლოოდ მოსახარშად. ცხელი მურაბა ჩავასხი დამდუღრულ-გასტერილებულ ქილებში.

#კომშისმურაბა #მურაბა #ქართულისუფრა #სახლისგემო #კომში

Indirizzo

Mantua

Sito Web

Notifiche

Lascia la tua email e sarai tra i primi a sapere quando La Dolce Vita pubblica novità e promozioni. Il tuo indirizzo email non verrà utilizzato per nessun altro scopo e potrai annullare l'iscrizione in qualsiasi momento.

Scelte rapide

Condividi

Categoria