15/05/2026
4 Mil (დაახლოებით 100 მიკრონი) — „ბაზისური დაცვა“
ეს არის სტანდარტი საცხოვრებელი სახლებისა და ოფისებისთვის.
• რას უძლებს: შემთხვევით მოხვედრილ ბურთს, ხელის ძლიერ დარტყმას ან შემთხვევით შეჯახებას (მაგალითად, ბავშვი თუ შეასკდა შუშის კარს).
• მთავარი ფუნქცია: შუშის გატეხვის შემთხვევაში ნამსხვრევები არ იფანტება და რჩება ერთ მასად. ქურდისთვის ეს ფირი მხოლოდ „დამაბრკოლებელია“ — ერთი ჩაქუჩის დარტყმით შუშა მაინც გატყდება, უბრალოდ შიგნით შესასვლელად ფირის გაჭრა ან გაგლეჯვა მოუწევს, რაც დროს მოითხოვს.
8 Mil (დაახლოებით 200 მიკრონი) — „ვანდალიზმის საწინააღმდეგო“
ეს უკვე სერიოზული ბარიერია და ხშირად გამოიყენება კომერციულ ფართებში და ვიტრინებში.
• რას უძლებს: ქვის სროლას, აგურს, ჩაქუჩის რამდენიმე დარტყმას.
• მთავარი ფუნქცია: შეყოვნება. ქურდს დასჭირდება არა 2 წამი, არამედ 30-45 წამი აქტიური მუშაობა, რომ შუშაში ხვრელი გააკეთოს. ხმაური და დაკარგული დრო ხშირად აიძულებთ ქურდებს, რომ გაიქცნენ. ეს ფირი უკვე იცავს აფეთქების ტალღისგანაც (შორი მანძილიდან).
12 Mil (დაახლოებით 300 მიკრონი) — „მაქსიმალური უსაფრთხოება“
ეს არის ყველაზე სქელი და მძიმე ფირი, რომლის დაყენებაც საკმაოდ რთულია მისი სიხისტის გამო.
• რას უძლებს: მძიმე ხელკეტის დარტყმებს, ნაჯახის რამდენიმე დარტყმას, ძლიერ აფეთქებებს (ბომბის ტალღას).
• მთავარი ფუნქცია: ობიექტის დაცვა „Break-in“-ისგან (შეჭრისგან). მისი გაგლეჯვა ხელით თითქმის შეუძლებელია. ხშირად იყენებენ ბანკებში, საიუველირო მაღაზიებში ან სამთავრობო შენობებში.