08/09/2026
ვინტაჟური ინგლისური სადილის სერვიზი, Wood & Sons (Woods Ware) კოლექცია სახელწოდებით "English Scenery"(ინგლისური პეიზაჟი) არის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საკულტო სერია, რომელიც ეკუთვნის ცნობილ ბრიტანულ კომპანიას Wood & Sons (ვუდ და შვილები).
მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი მე-19 საუკუნის მოტივებზეა შექმნილი, ამ კონკრეტული დიზაინის მასობრივი წარმოება Wood & Sons-მა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში (განსაკუთრებით 1930-1950-იან წლებში) დაიწყო .სერია იმდენად პოპულარული გახდა, რომ იწარმოებოდა სამ ძირითად ფერში: შინდისფერი/ვარდისფერი,ტრადიციული ლურჯი და მწვანე. ჭურჭელი განკუთვნილი იყო ყოველდღიური სადილობისთვის, თუმცა მისი სილამაზის გამო ბევრი ოჯახი მას კედლებისა და ვიტრინების გასაფორმებლად იყენებდა .
დღეს Wood & Sons-ის ქარხანა აღარ არსებობს (ის 2005 წელს დაიხურა), რის გამოც „English Scenery“-ს კოლექციები მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ანტიკვარებისა და ვინტაჟის მოყვარულთა დიდ ინტერესს იწვევს.
ნაკრების აღწერა და ფასი იხ. კომენტარში.
"შეინარჩუნე ისტორია – იყიდე ვინტაჟი“
⚜️ვმუშაობთ ონლაინ. უფასო საკურიერო მომსახურებით.
⚜️გვირეკავთ 📞 +995577252524
⚜️გვწერთ,ყიდულობთ, ჩვენ მოგვაქვს!
⚜️ჩვენთან ურთიერთობა მარტივია!