კერა • Kera

Call Directions Website Contact the business

კერა • Kera ხელით შექმნილი ფერადი დეკორაციების სახელოსნო ☀️
(326)

სანამ ამ ყველაფერს დავიწყებდით, უზომოდ გვეშინოდა. ვინც იცის და შეხება ჰქონია, კარგად ესმის, რა რთული პროცესია ძვლის ტვინ...
22/10/2026

სანამ ამ ყველაფერს დავიწყებდით, უზომოდ გვეშინოდა. ვინც იცის და შეხება ჰქონია, კარგად ესმის, რა რთული პროცესია ძვლის ტვინის გადანერგვა ორგანიზმისთვის და რამდენი მძიმე უკუჩვენება თუ გართულება შეიძლება მოჰყვეს მას.

ამ პროცესში მხოლოდ ერთი სათხოვარი მქონდა ღმერთთან — ჩემი პატარა გმირი ბიჭისთვის მიეცა ძალა, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მარტივად გადაეტანა. არ მახსოვს, ჩემს ცხოვრებაში რაიმე ასე მალე და ასე ზუსტად ამსრულებოდეს... ❤️

დიახ, იყო ტკივილიც, დაღლაც, ტირილიც... მაგრამ ეს ყველაფერი ამ პროცესის ყველაზე მსუბუქი თანმდევი ნაწილი აღმოჩნდა. დემნამ სერიოზული გართულებების გარეშე გადაიტანა ყველაფერი, ისე, რომ გადანერგვის თვალსაზრისით ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად არისო ასე გვითხრა ექიმმა ✨

მართლაც სასწაული პროფესიონალები არიან, ყოველთვის 1 ნაბიჯით წინ არიან შესაძლო გართულებებზე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პრობლემა სანამ წარმოიქმნება, მანამდე აღმოფხვრან.

კვირაზე მეტია რაც დემნამ პალატის გარეთ გასვლის უფლებაც მოიპოვა და ყველა ერთად ვიკრიბებით ხოლმე 🌿☀️

ამდენი ხნის უძრაობის მერე ბოლო დღეებია რაც მიზნობრივად დაიწყო თავისა და ხელების მოძრაობა... ვერასოდეს წარმოვიდგენდით, თუ ოდესმე მისი მოძრაობის ასეთი პატარა დეტალი ასე უზომოდ გაგვახარებდა.

ყოველდღიურობაში გვგონია, რომ ეს ყველაფერი თავისთავადია და ასეც უნდა იყოს... მაგრამ ამ პროცესმა გვასწავლა, რამდენად მადლიერები უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ვხედავთ, დავდივართ, ვსაუბრობთ, გვესმის და ა.შ 🙏✨

მოკლეთ, ვემზადებით გამოსაწერად და რეაბილიტაციის გრძელ და რთულ გზაზე სიარულის გასაგრძელებლად. მან თუ შეძლო და ეს უმძიმესი პროცესი ასე მარტივად დაძლია, მჯერა, ყველა სხვა დაბრკოლებასაც ასე გადალახავს ❤️

ზუსტად ვიცოდი, რომ ამდენი ადამიანის ლოცვა, სიყვარული და ექიმების ასეთი პროფესიონალიზმი უპასუხოდ არ დარჩებოდა. თქვენმა ერთობლივმა მხარდაჭერამ უდიდესი სასწაული მოახდინა.

არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ... ამ გვერდში დგომისთვის, ამხელა სითბოსთვის და სიყვარულისთვის.

უზომოდ გვიყვარხართ თითოეული თქვენგანი! ❤️🙏

პ.ს. კეთილი სურვილები ისევ გვჭირდება, ხვალ მნიშვნელოვანი ტომოგრაფია აქვს ჩვენს ბიჭს 😊❤️

დღეს ზუსტად 1 თვე შესრულდა, რაც ჩვენი სუპერგმირი კლინიკაშია ❤️       იმდენი ტკივილი, დაღლა, უძილო ღამე, შიში და ამავდროუ...
11/10/2026

დღეს ზუსტად 1 თვე შესრულდა, რაც ჩვენი სუპერგმირი კლინიკაშია ❤️
იმდენი ტკივილი, დაღლა, უძილო ღამე, შიში და ამავდროულად, უდიდესი იმედი ჩაეტია ამ 1 თვეში ვერც აღვწერ.

✨️ ჩვენი პატარა ბიჭის სხეული უბრალოდ გმირულად უძლებს ამ ყველაფერს — ყოველ პროცედურას, ყოველ ტკივილსა და გამოწვევას. არ ვიცი, საიდან აქვს ამ პატარა გულს ამხელა ძალა ✨

🎈 ანალიზები ძალიან კარგი აქვს. მამიკოს გაღებული უჯრედები წარმატებულად დამკვიდრდნენ და უკვე გამრავლება დაიწყეს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება ამ ეტაპზე. 🎉

და მამიკო ხომ ვიცით რომ ამ ამბის კიდევ ერთი გმირია... დღეს ექიმი მეუბნება მამიკო ძალიან კარგად უვლისო, არც გამკვირვებია. ყველაზე რთულ საქმეს ახლა ის აკეთებს, რომელიც წარმოუდგენელ მხნეობასა და მოთმინებას მოითხოვს.
ჩემს შვილებს უბრალოდ სასწაული მამიკო შევურჩიე! ❤️

წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ბევრი რთული დღე და გამოწვევა გველოდება, მაგრამ როცა ასეთი ძლიერი ბიჭი გვყავს, ვიცით ყველაფერს გადავლახავთ!

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ახლობლებს, მეგობრებსა და უცხო, მაგრამ გულით ახლობელ ადამიანებს, რომლებიც ამ 1 თვის მანძილზე წამითაც არ გვტოვებთ და თქვენი სითბოთი გვამხნევებთ.
გვიყვარხართ 🙏❤️

✨️            მეგობრებო, სიტყვა ,,გადანერგვამ" არ დაგაბნიოთ, ბევრს ჰგონია, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) ...
25/09/2026

✨️
მეგობრებო, სიტყვა ,,გადანერგვამ" არ დაგაბნიოთ, ბევრს ჰგონია, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) არის რთული ქირურგიული ოპერაცია — ჭრილობებით, ნარკოზითა და საოპერაციო მაგიდით. პროცედურულად, პაციენტისთვის ეს არის სრულიად ჩვეულებრივი გადასხმა. პაციენტს უბრალოდ უერთებენ სისტემას (ვენაში ან ცენტრალურ კათეტერში) და ჯანსაღი უჯრედები ჩვეულებრივი გადასხმის სახით შედის ორგანიზმში.

ეს ჯანსაღი უჯრედები სისხლის ნაკადით თვითონ პოულობენ გზას, სახლდებიან ძვლის ტვინში და იწყებენ ახალი, ჯანსაღი სისხლის გამომუშავებას.

რაც შეეხება დონორს, დემნას სუპერ მამიკოს - მისთვის ეს იყო მცირე ოპერაციული ჩარევა, რადგან საჭირო მასალის აღება მოხდა უშუალოდ მენჯის ძვლიდან. გვეგონა რამდენიმე დღე პალატაში დატოვებდნენ, რადგან მაინც დისკომფორტი და დატვირთვაა ეს ორგანიზმისთვის, მაგრამ ისე იყოჩაღა 4 საათში უკვე დემნასთან იყო. 💪❤️

დღეს მე-3 დღეა გადანერგვიდან და ვიცით, რომ აქედან იწყება ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქცია ახალ სხეულებზე, რამდენადაც პროცედურა არის მარტივი, იმდენად რთულია შეგუების ეტაპი ორგანიზმისთვის და ამ ეტაპზე ჩვენი ბიჭის ორგანიზმი მშვენივრად უმკლავდება. 💪

დღეს დაუწყებენ იმუნოსუპრესანტის მიცემას, კიდევ დათრგუნავენ დემნას იმუნიტეტს, რომ გადანერგილ უჯრედებს ჰქონდეთ მეტი თავისუფლება გასამრავლებლად.

მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე კარგად მიდის ❤️

და უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ სულ ჩვენ გვერდით ხართ, გულშემატკივრობთ დემნას და გვამხნევებთ! ❤️

✨️ დღეს დემნას დაბადების დღეა! ❤️🎂💫 წელს ჩვენი იუბილარის დაბადების დღე ორ ნაწილად აღვნიშნეთ. ჯერ 10 სექტემბერს მოვუწყვეთ...
23/09/2026

✨️ დღეს დემნას დაბადების დღეა! ❤️🎂

💫 წელს ჩვენი იუბილარის დაბადების დღე ორ ნაწილად აღვნიშნეთ. ჯერ 10 სექტემბერს მოვუწყვეთ პატარა ზეიმი, ტორტითა და საჩუქრებით, რადგან ვიცოდით, 11-ში უკვე კლინიკაში უნდა შემოსულიყო გადანერგვისთვის მოსამზადებლად... და ისიც ვიცოდით, რომ 23 სექტემბერს, სტერილიზაციის მკაცრი წესების გამო, ვერც ტორტს შემოვუტანდით პალატაში და ვერც საჩუქრებს.

მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარი არის ის, რომ გუშინ სიცოცხლის ახალი უჯრედები გადაესხა, დღეს კი თითქოს მეორედ დაიბადა ☀️
💫 ახლა თავს მშვენივრად გრძნობს, თუმცა საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი დღეები დაიწყო მის ცხოვრებაში.

23 სექტემბერი დღეიდან არის ახალი ცხოვრების, ახალი ძალისა და დიდი გამარჯვების დასაწყისი. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც დემნამ მიიღო, ჯანმრთელობა და სიცოცხლის ახალი შესაძლებლობაა, რომელიც მამიკომ აჩუქა! 💪❤️

🫶 ჩვენო პატარა გმირო, გილოცავ დაბადების დღეს! შენ იმდენად ძლიერი ხარ, რომ აუცილებლად ყველაფერს გადალახავ და ძალიან მალე, კლინიკის გარეთ, ყველაზე ფერად დაბადების დღეს აღვნიშნავთ ერთად! 🎈

🎈 უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში ჩვენთან ერთად ლოცულობთ, გვამხნევებთ და დემნას სიყვარულს უგზავნით!
❤️

ქიმიოთერაპიის ყოველთვის ძალიან მეშინოდა, მეგონა, რომ ამ დროს აუცილებლად ცუდად უნდა ყოფილიყო ადამიანი, ესეც ერთგვარი მითი...
20/09/2026

ქიმიოთერაპიის ყოველთვის ძალიან მეშინოდა, მეგონა, რომ ამ დროს აუცილებლად ცუდად უნდა ყოფილიყო ადამიანი, ესეც ერთგვარი მითი ყოფილა.
🎈 ნელ-ნელა წინ მივიწევთ, გუშინ დაასრულა ამ ძლიერმა ბიჭმა გადანერგვამდე საჭირო ქიმიოთერაპიის კურსი ისე, რომ არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია ❤️ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ბიჭია 🫶 მხოლოდ 4 კედელში გამოკეტვამ დაღალა და უზომოდ მოიწყინა.
💫 მადლობა ღმერთს და თქვენ, არ არსებობს ამდენ ლოცვას და კეთილ სურვილებს ასე ჩაევლო ✨️

ველოდებით 22 სექტემბერს, საათი ჯერ არ ვიცით, დავწერ მოგვიანებით ❤️

💛 თურმე ორგანიზმისთვის უფრო რთული ეტაპი გადანერგვიდან იწყება, ასე რომ თქვენი ლოცვა წყალივით გვჭირდება ❤️🎈
❤️ იმდენი თბილი კომენტარი წავიკითხეთ, მადლობა გამხნევებისთვის, ლოცვისთვისა და კარგი სურვილებისთვის 💛

💫    საფრანგეთში ჩამოსვლის წუთიდან ამ დღეს ველოდებით და ახლა როცა დადგა, ყველა გრძნობა ერთად აგვერია, სიხარულიც და შიშიც...
14/09/2026

💫 საფრანგეთში ჩამოსვლის წუთიდან ამ დღეს ველოდებით და ახლა როცა დადგა, ყველა გრძნობა ერთად აგვერია, სიხარულიც და შიშიც, მაგრამ ამასთანავე დიდი იმედი ჩვენი ყოჩაღი ბიჭის.

დემნა უკვე კლინიკაშია და ამზადებენ მის ორგანიზმს გადანერგვისთვის.
გადანერგვის დღე არის 22 სექტემბერი.

✨️ ღმერთო, გთხოვ მიეცი ამ პატარა ბიჭს ძალა, რომ დაძლიოს ეს რთული ეტაპი ❤️

გთხოვთ, ილოცეთ ჩვენთან ერთად (ნათლობის სახელია დამიანე) 💛
გამოგვიგზავნეთ კარგი სურვილები ❤️☀️

მადლობა და გვიყვარხართ 🫶

✨️ მეგობრებო, გვინდა ჩვენი ამბებისა და უდიდესი ბრძოლის შესახებ გაგიზიაროთ.  🫶ჩვენი სუპერგმირი ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ...
24/08/2026

✨️ მეგობრებო, გვინდა ჩვენი ამბებისა და უდიდესი ბრძოლის შესახებ გაგიზიაროთ.

🫶ჩვენი სუპერგმირი ახლა ყველაზე მნიშვნელოვან და უმთავრეს ბრძოლას აწარმოებს. ეს არის რბოლა დროისა და დაავადების წინააღმდეგ — ჩვენ ვჩქარობთ, რომ დავასწროთ, გავუსწროთ წინ დაავადებას და შევაჩეროთ მისი სიმპტომები, რომლებმაც ცოტა თავი იჩინა.
არ დამიწერია, რომ 2 კვირაა უკვე რაც ქალაქ ნანსიში ვართ, აქ გაუკეთებენ დემნას გადანერგვას, კლინიკა ვნახეთ, ექიმიც გავიცანით და ძალიან კმაყოფილები ვართ 💛 სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ძალიან ბევრი ქართველია, საღამოს ეზოდან ქართული საუბარი და მუსიკა, რომ ისმის თავი საქართველოში გვგონია ხოლმე 🇬🇪❤️

დღეს კი დემნა და მამიკო 1 კვირით პარიზში ბრუნდებიან. სამედიცინო პროცესი მაქსიმალურად დააჩქარეს,ხვალიდან გადანერგვამდე მნიშვნელოვანი კვლევები და პროცედურებია გასაკეთებელი, მათ შორის ტომოგრაფია, რაც საბოლოოდ დაადასტურებს გადანერგვას და მის ეფექტურობას. გვეშინია, მაგრამ ვიცით კარგად იქნება ყველაფერი 💛 აქამდე ასე მოვედით.
✨️ დემნა კი წარმოუდგენლად ძლიერი და პატარა მებრძოლი ბიჭია. ☀️
💫 ახლა ჩვენთვის ყველაზე დიდი ძალა თქვენი გვერდით დგომაა. გთხოვთ, შეგვეწიოთ თქვენი ლოცვებით, კეთილი სურვილებითა და პოზიტიური ენერგიით. გთხოვთ, დემნას გარშემო ერთი დიიიიდი დადებითი მუხტი დავატრიალოთ ❤️🎈

ყველაფერი კარგად იქნება! სხვანაირად არ გამოვა ❤️

💫 მაგარზე მაგარი ბიჭია დემნა ☀️       ტომოგრაფია გაიკეთა ანესთეზიის გარეშე, კიდევ არ მჯერა რომ ბავშვმა, რომელიც ჰორმონებ...
02/07/2026

💫 მაგარზე მაგარი ბიჭია დემნა ☀️
ტომოგრაფია გაიკეთა ანესთეზიის გარეშე, კიდევ არ მჯერა რომ ბავშვმა, რომელიც ჰორმონებს იღებს და ამის გამო მოუსვენარი გახდა, 20 წუთი გაუნძრევლად გაძლო 🥰
ტომოგრაფიაზე აქვს უმნიშვნელო ცვლილებები, თუმცა ის რომ საჩქაროდ გასაკეთებელია გადანერგვა ეს ცალსახაა.
სხვა ყველა ანალიზი ნორმაში აქვს 💛
დღეს ნევროლოგებმაც შეაფასეს და თქვეს, რომ ძალიან კარგი ბიჭია, მხოლოდ ცოტა კონცენტრაცია უჭირს და მოგვიანებით კიდევ დააკვირდებიან უშუალოდ რისი ბრალია და ვიმუშავებთ ამაზე.
იაკობი დონორი ვერ იქნება 😔 თუმცა უკვე ჰყავთ რამდენიმე კარგი დონორი და დეტალების დაზუსტების ეტაპზე არიან.
✨️ 2-3 კვირაში გადავდივართ სხვა ქალაქში, ნანსში, რადგან პარიზში ოქტომბრამდე არ არის ადგილები კლინიკაში და ჩვენი შემთხვევა კიდევ ბევრად ადრე უნდა გაკეთდეს, ოღონდ ყველაფერი გაკეთდება ჩვენი ექიმის მეთვალყურეობით და ეს ძალიან კარგია, რადგან ერთ-ერთი პირველია ამ საქმეში 💛

💫 ამ დახატულ ბიჭს ხვალ მნიშვნელოვანი დღე აქვს ✨️      მთელი დღე ვიქნებით კვლევებზე კლინიკაში, რა კვლევებია ადგილზე გაგვა...
28/06/2026

💫 ამ დახატულ ბიჭს ხვალ მნიშვნელოვანი დღე აქვს ✨️

მთელი დღე ვიქნებით კვლევებზე კლინიკაში, რა კვლევებია ადგილზე გაგვაცნობენ.
ძალიან რთული დღე ექნება, კიდევ ერთი ასეთი დღის გავლას დიდი მხნეობა სჭირდება მისგან 💛
ხვალ ინფორმაციული დღეც გვექნება, გვეტყვიან იაკობი იქნება თუ არა დონორი, იმედი გვაქვს პასუხი დადებითია 🙏❤️ ასევე გავიგებთ რას, სად და როდის გაუკეთებენ, საუბარია მარსელში ან ბორდოში ჩვენს გადაყვანაზე... მოკლეთ ვნახოთ, როგორც კი გავიგებთ დეტალებს, დავწერთ ❤️❤️❤️

თქვენ კი ციმციმა სურვილებით გაგვამხნევეთ 💛☀️

Address

Street
Gori
1400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კერა • Kera posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to კერა • Kera:

Shortcuts

Share

Category