08/04/2021
მალაქიტის სამაჯური თხის რქა - მალაქიტი
მალაქიტი აუმჯობესებს და ამაგრებს თხის რქის ძვლოვან სისტემას, ეხმარება გულცივობის დაძლევასა და თავის უკეთ გამოხატვაში. მალაქიტი ულამაზესი ქვაა, რომელიც ადამიანს „ავი თვალისა“ და განსაცდელისგან იცავს. ასევე, სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ ხშირად მალაქიტისგან ბავშვებისთვის სამაჯურებს აკეთებენ.
ეზოთერიკოსების თქმით, მალაქიტი სიყვარულსა და კეთილდღეობას იზიდავს, ამიტომ მის ტარებას მარტოხელა ადამიანებს ურჩევენ. ამბობენ, რომ ოჯახში, სადაც მალაქიტია, იშვიათად ჩხუბობენ.