Ethnoart/ეთნოარტი

Ethnoart/ეთნოარტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ethnoart/ეთნოარტი, Arts & Crafts Store, Tbilisi.

დასრულებული შეკვეთა საავტორო ხის ლანგარი ქართული ორნამენტით🤗🥰
05/07/2026

დასრულებული შეკვეთა საავტორო ხის ლანგარი ქართული ორნამენტით🤗🥰

🥹 გახსოვთ ბებიის ლობიანი ან ხაჭაპური, ზედ ულამაზესი ორნამენტებით?ის სურნელი, რომელიც მთელ სახლსა და ეზოს ავსებდა... და ი...
05/07/2026

🥹 გახსოვთ ბებიის ლობიანი ან ხაჭაპური, ზედ ულამაზესი ორნამენტებით?
ის სურნელი, რომელიც მთელ სახლსა და ეზოს ავსებდა... და ის მოუთმენლობა, სანამ შეგრილდებოდა, რომ პირველი ნაჭერი დაგეგემოვნებინათ... ❤️

სწორედ ამ მოგონებების ნაწილია ბიქილა — ქართული ტრადიციული ცომეულის საბეჭდავი, რომელსაც საუკუნეების ისტორია და დიდი კულტურული მნიშვნელობა აქვს. 🙏

ბევრს ჰგონია, რომ ბიქილა მხოლოდ რაჭას ეკუთვნის. მართლაც, რაჭამ სიყვარულით შემოგვინახა ეს ტრადიცია და დღესაც ბევრ ოჯახში ინახება ბებიების დანატოვარი „საჭრელობელი“, „ბაჭულა“ თუ „მოსაჭიკჭიკებელი“. თუმცა სინამდვილეში ბიქილა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული და სხვადასხვა სახელით იცნობდნენ.

მისი ორნამენტები მხოლოდ სილამაზისთვის არ იქმნებოდა. თითოეულ მათგანს საკუთარი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ხშირად სწორედ ორნამენტით ცნობდნენ, რომელი ოჯახის მიერ იყო გამომცხვარი პური თუ ლობიანი. ბიქილა ოჯახის ისტორიის, ტრადიციისა და სიყვარულის მატარებელი იყო.

ძველად ის ქალის მზითვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიც გახლდათ. არსებობდა წესები, თუ რომელი ხისგან უნდა დამზადებულიყო და როგორი ორნამენტები უნდა ჰქონოდა. სამწუხაროდ, დღეს ამ ტრადიციას ძალიან ცოტა ოსტატი აგრძელებს.

მე ბიქილების დამზადება 2016 წელს დავიწყე. მაშინ საქართველოში ამ საქმეს მხოლოდ რამდენიმე ოსტატი ემსახურებოდა. დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ ბიქილამ ისევ დაიბრუნა თავისი ადგილი ქართულ სამზარეულოში და ამ აღორძინებაში ჩვენი წვლილიც არის. ❤️

თითოეული ბიქილა მთლიანად ხელით მზადდება. ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ცაცხვის ხეს, ხოლო საბოლოოდ ვფარავთ ჩვენი რეცეპტით დამზადებული ბუნებრივი თაფლის სანთლისა და ზეთის ცვილით, რათა იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო, გამძლე და თაობებს შემორჩეს.

დღეს ჩვენი ბიქილები ამშვენებს უამრავი ოჯახის, რესტორნისა და ცნობილი შეფმზარეულის სამზარეულოს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია. 🥹

🎁 თუ გსურთ აჩუქოთ ნივთი, რომელიც ქართულ ტრადიციას, ხელოვნებასა და სიყვარულს აერთიანებს, ბიქილა საუკეთესო არჩევანია. ის მხოლოდ სამზარეულოს ნივთი კი არა, ოჯახური ისტორიის გაგრძელებაა.

❤️ თუ თქვენს ოჯახშიც ინახება ძველი ბიქილა, ან ბავშვობიდან მასთან დაკავშირებული მოგონება გაქვთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში — დიდი სიამოვნებით წავიკითხავთ.

📞 558 20 68 49
ფასი: 85ლარი

14/04/2025
ტრადიციული ,,ბიქილა"❤️მივიწყებას მყოფი ხის ნაკეთობა რომლის დამამზადებელი ოსტატებიც თითქმის აღარარიან.🥺🤍 🗣 ჩვენ ვცდილობთ ...
14/04/2025

ტრადიციული ,,ბიქილა"❤️
მივიწყებას მყოფი ხის ნაკეთობა რომლის დამამზადებელი ოსტატებიც თითქმის აღარარიან.🥺🤍
🗣 ჩვენ ვცდილობთ შემოვინახოთ და ვაცოცხლოთ ისტორია რაც ბევრს აღარც ახსოვს ან არც გაუგონია.😍
🫶ტრადიციული სადღესასწაულო სუფრა ლობიანის, ხაჭაპურის გარეშე ხომ წარმოუდგენელია😋 სწორედ ამისთვის შეიქმნა ,,ბიქილა" მისი მეშვეობით ,,მოაჭიკჭიკებდნენ" ხოლმე ცომეულს🥰 სარიტუალოდ გამზადებული ლობიანის, ხაჭაპურის სურნელი ავსებდა არემარეს🥹🥹💓
ეს ნაკეთობა კიარა ბევრისთვის წარსული ტკბილი მოგონებაა☺️
🌿თვითოეული ნაწილი ხელით იქმნება და მუშავდება💪 თუმცა დიდ სირთულეს წარმოადგენს მისთვის საჭირო ხარისხისა და ზომის ხის მასალის მოძიება რომელსაც რთულად ვუმკლავდებით🙏
😇ძველად ყველა ოჯახში იყო ერთი საბეჭდავი მაინც, საგვარეულო და საოჯახო განმასხვავებელი ნიშნებით გამოკვეთილი საბეჭდავები გვიმხელდა თუ ვისი ნახელავი იყო გამოცხვარი პურეული.
💪ჩვენ ვქმნით მოგონებას წარსულიდან😇 ვაქსოვთ მთელ სიყვარულსა და სულისკვეთებას და ვიმედოვნებთ რომ ღირსეულ ადგილს დაიკავებს მისი მფლობელის ოჯახში🙏💓
🐣სააღდგომოდ შესანიშნავი საჩუქარი იქნება ყველა ოჯახში, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ გვაქვს მცირე რაოდენობა🥹💓 დაგვიკავშირდით და მოიწონეთ ჩვენი გვერდი🙏🥰
📞558206849

ტრადიციული ბიქილა🙂
08/03/2025

ტრადიციული ბიქილა🙂

კიდევ ერთი შეკვეთა ,,ბიქილა" დავასრულე😍 სიკეთეში ახალ პატრონს🥰
13/02/2025

კიდევ ერთი შეკვეთა ,,ბიქილა" დავასრულე😍 სიკეთეში ახალ პატრონს🥰

გამარჯობა💓, დაგიმზადებთ სხვადასხვა საეკლესიო ნივთებს ხისგან: კიოტებს, ლუსკუმებს, ანალოღიებს, ხატებს ნებისმიერი სირთულის ...
11/02/2025

გამარჯობა💓, დაგიმზადებთ სხვადასხვა საეკლესიო ნივთებს ხისგან: კიოტებს, ლუსკუმებს, ანალოღიებს, ხატებს ნებისმიერი სირთულის ნამუშევრებს🙏❤️, ასევე ვამზადებთ ლობიანის საბეჭდავ ბიქილებს😍 შესაკვეთად მოგვწერეთ✉️ ან დაგვირეკეთ 📞558206849

სააღდგომოდ, კერამიკული კვერცხების ჩვენი შესრულება🥰
25/04/2024

სააღდგომოდ, კერამიკული კვერცხების ჩვენი შესრულება🥰

Address

Tbilisi

Telephone

+995558206849

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ethnoart/ეთნოარტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Ethnoart/ეთნოარტი:

Shortcuts

Share