27/01/2026
ალიო ოლიო🫒🧄
• 240 გრ სპაგეტი
• 2,5 ლიტრი წყალი
• 25 გრ მარილი
მოხარშეთ პასტა ისე რომ მიიღოთ ალ დენტე. შეფუთვაზე მითითებულ დროს მოაკელით 2 წუთი. აუცილებლად შეინახეთ პასტის ნახარში წყალი.
სოუსისთვის დაგჭირდებათ
• 100 გრ ზეითუნის ზეთი
• 40 გრ ქინძი
• 50 გრ პარმეზანი
• 10 კბილი ნიორი
• 100-150 გრ პასტის ნახარში წყალი
• დაღერღილი წიწაკა
შეათბეთ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ თხლად დაჭრილი ნიორი და დააყოვნეთ გაოქროსფერებამდე.შემდეგ დაასხით ნახარში წყალი, დაუმატეთ მოხარშული სპაგეტი და სხვა ინგრედიენტები, კარგად მოურიეთ და გემრიელად მიირთვით