Noshka.ნოშკა

Noshka.ნოშკა მზარეული.კონდიტერი.მევენახე

მე ვარ ნინი, მოყვარული მზარეული და ფერმერი. კულინარიით ჩემი გატაცება ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. 4 წლის ვიყავი როდესაც ბებაიმ პირველად პატარა წინსაფარი შემიკერა. იმ წინსაფარს რომ გამიკეთებდა, მთავარი ამბავი მერე იწყებოდა. მას მერე დიდი სიყვარულით ვინახავ, ჩემში საოცარ მოგონებებს აღძრავს. ბებიამ პირველად ბაზარში რომ წამიყვანა, პროდუქტის არჩევამაც კი საოცარად დამაინტერესა, მაშინ პროდუქტებს ვხატავ

დი, ჩემებურად ვწერდი რეცეპტებს.

ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ბაღჩაში მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტით კერძის მომზადების პროცესი, რომელსაც თან ახლავს ძალიან საინტერესო - მოლოდინის ფაზა. როდესაც იცი რომ ახლა გამზადდება რაღაც ძალიან გემრიელი. ბედნიერებაა როდესაც შეგიძლია გემრიელი კერძით დააპურო საყვარელი ადამიანები. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?

დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მაგრამ ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები მაინც სოფელს უკავშირდება, რადგან ზაფხულის ყველაზე გემრიელ არდადეგებს ბებიასთან ვატარებდი. ბავშვობის მერე ბევრი წელი გავიდა, მაგრამ არასოდეს გამნელებია სოფელში დაბრუნების სურვილი და სულ მენატრებოდა ქვის კეცის ხაჭაპური, ამოლესილი ლობიო, სუფთა ჰაერი, სოფლის ხის სახლის სუნი და ღია ჭიშკრები.

ამიტომაც, როგორც კი მომეცა შესაძლებლობა რაჭაში აღგვედგინა წინაპრების სახლი და ეზო, ვენახი და ბაღი, სიხარულით დავუბრუნდი ამბროლაურის რაიონის სოფელ ბაჯს, სადაც დავიწყე ჩემი იდეებისა და ოცნებების განხორციელება. პირველ რიგში გავაშენე უძველესი და უნიკალური რაჭული ვაზის ჯიშების ვენახი და ასევე ბოსტანი, სადაც მომყავს რამდენიმე ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურა.

ჩემი ფერმერული არჩევანი კი, გარკევულწილად განაპირობა კულინარიისადმი ჩემმა სიყვარულმა და ამ მხრივ სამზარეულო კონკურსებში მონაწილების გამოცდილებაც მაქვს. (მათ შორისაა სატელევიზიო გადაცემა ‘’მასტერშეფი’’ რომლის ნახევარ ფინალის ეტაპის მონაწილეც ვარ).

სწორედ ამ გამოცდილებამაც მიკარნახა ფერმერობის სურვილი და არჩევანი, რადგან მიმაჩნია რომ საუკეთესო სამზარეულო და კულინარია პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობასა და ფერმერობასთან, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი და ნაწილი გახდა.

რაც შეეხება ჩემს პარარელურ სამსახურს, ვმუშაობ ასოციაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელში, სპონსორშიპის პროექტის მენეჯერად. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ალტერნატიული ზრუნვის მიწოდება მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის. მთელი გულით მიყვარს ეს საქმე და მიხარია, რომ კეთილ საქმეს ვემსახურები. მახარებს ისიც, რომ მალე ჩვენს აღსაზრდელებს შევასწავლი ბაღ - ბოსტნის გაშენებას და კერძების მომზადებასაც.

მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა და იმ პროცესებისა, რომელიც ცვლის მსოფლიოს და საქართველოსაც, მიმაჩნია რომ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკონოვანი და სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანი ფენომენი არის მიწა, სოფლის მეურნეობა, ფერმერობა და კულინარია.

ამიტომაც გავაკეთე ეს არჩევანი...

კეთილი სურვილებით,
ნინი

🍋 Cream Limoncello/ რემ-ლიმონჩელო - გრილი, ციტრუსოვანი და კრემოვანი გემო, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს განსაკუთრებულად ს...
10/06/2026

🍋 Cream Limoncello/ რემ-ლიმონჩელო - გრილი, ციტრუსოვანი და კრემოვანი გემო, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს განსაკუთრებულად სასიამოვნოს გახდის 💛

🎁 საჩუქრის იდეალური არჩევანი
🥂 250 მლ - 25 ლარი

📩 შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

✨ დავიწყე სააღდგომო ხაჭოს პასკებზე შეკევთების მიღება.🌸 ხაჭოს პასკა 1კგ - 85 ლარი📩 დეტალებისთვის დამიკავშირდით 597 41 44 ...
28/03/2026

✨ დავიწყე სააღდგომო ხაჭოს პასკებზე შეკევთების მიღება.

🌸 ხაჭოს პასკა 1კგ - 85 ლარი

📩 დეტალებისთვის დამიკავშირდით 597 41 44 10 ან მომწერეთ პირად შეტყობინებაში 💛

✨ აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია! ჩემი ხელნაკეთი კრემ-ლიმონჩელო კი სწორედ ის დეტალია, რომელიც თქვენს მასპინძლობას დ...
24/03/2026

✨ აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია! ჩემი ხელნაკეთი კრემ-ლიმონჩელო კი სწორედ ის დეტალია, რომელიც თქვენს მასპინძლობას დაუვიწყარს გახდის.

🍋 კრემ-ლიმონჩელოს ნაზი, კრემოვანი ტექსტურა იდეალურია პასკასთან

🎁 შესანიშნავი საჩუქარია სააღდგომოდ!

🥂 250 მლ: 25 ლარი

📩 შეკვეთისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დამიკავშირდით 597 41 44 10

🍋 ჩემი საავტორო კრემ-ლიმონჩელო უკვე Dasta.დასტა -შია
12/02/2026

🍋 ჩემი საავტორო კრემ-ლიმონჩელო უკვე Dasta.დასტა -შია

Address

Tbilisi

Telephone

+995597414410

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Noshka.ნოშკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Noshka.ნოშკა:

Shortcuts

Share