ლაითსტუდიო • LightStudio

ლაითსტუდიო • LightStudio Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ლაითსტუდიო • LightStudio, Lighting store, A. Politkovskaia 2B, Tbilisi.

LightStudio is a Tbilisi-based hybrid lighting design studio with over 10 years of experience, combining independent consultancy, technical expertise, and controlled implementation to deliver well-crafted lighting solutions exactly as intended

💡✨ Puri Guliani | LightStudioპროექტი: პური გულიანითბილისი, 2019პური გულიანი თანამედროვე ურბანული კაფეა, რომლის ინტერიერი...
05/06/2026

💡✨ Puri Guliani | LightStudio
პროექტი: პური გულიანი
თბილისი, 2019

პური გულიანი თანამედროვე ურბანული კაფეა, რომლის ინტერიერის კონცეფცია თითოეული დეტალის ინდივიდუალურ დიზაინსა და სივრცისთვის სპეციალურად შექმნილ ელემენტებს ეფუძნება. განათება ამ კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია და ინტერიერის არქიტექტურასთან და მასალებთან ერთად ქმნის თბილ, მყუდრო და ცოცხალ გარემოს.

პროექტზე მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თითოეული სანათის შერჩევასა და ინტერიერთან მის ინტეგრაციას.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია ცენტრალურ სივრცეში განთავსებული დიდი წრიული ჭაღები, რომლებიც დიზაინერის ესკიზების მიხედვით სპეციალურად ლაითსტუდიომ დაამზადა. ამავე პრინციპით შეიქმნა ინტერიერში გამოყენებული კედლის სანათები (ბრები), დეკორატიული სარკეები და ტექსტილის აბაჟურები, რაც სივრცეს უნიკალურ და გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს.

დახლის ზონაში გამოყენებულია DCW-ის ხაზოვანი სანათები, ხოლო ამავე ბრენდის სანათები წარმოდგენილია სველ წერტილებშიც. ინტერიერში ასევე ინტეგრირებულია LedsC4-ის სპეციალურად დაგრძელებული ვენტილატორები, რომლებიც აერთიანებს ვენტილაციისა და განათების ფუნქციებს და სივრცეს დამატებით დინამიკას სძენს.

ლაითსტუდიომ პროექტისთვის შეასრულა განათების გაანგარიშება, სანათების შერჩევა, სპეციალური დამზადების ელემენტების წარმოება და სანათების მიწოდება. შედეგად შეიქმნა სივრცე, სადაც განათების თითოეული დეტალი კონკრეტულად ამ კაფისთვის არის შექმნილი და ინტერიერის საერთო კონცეფციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

დიზაინერი: Esma Khetsuriani
გამოყენებული ბრენდები: LedsC4; Marset; DCWéditions; Nemo Lighting

💡✨ Tsinandali Park | LightStudioპროექტი: წინანდლის პარკიწინანდალი, 2024წინანდლის პარკი წარმოადგენს ისტორიულ და კულტურულ ...
28/05/2026

💡✨ Tsinandali Park | LightStudio
პროექტი: წინანდლის პარკი
წინანდალი, 2024

წინანდლის პარკი წარმოადგენს ისტორიულ და კულტურულ სივრცეს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ლანდშაფტით, მრავალწლოვანი მცენარეებითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი.

ლაითსტუდიომ პროექტისთვის შეიმუშავა ლანდშაფტის განათების კონცეფცია და უზრუნველყო მისი სრული რეალიზაცია - შესრულდა განათების გათვლები, პროექტირება, სანათების შერჩევა და მიწოდება. განათების დიზაინი შექმნილია ისე, რომ საღამოს საათებში პარკში გადაადგილება იყოს კომფორტული, უსაფრთხო და ვიზუალურად სასიამოვნო, ხოლო გარემო მაქსიმალურად მყუდრო და ჰარმონიული.

გამოყენებული ბრენდები: Il Fanale

Tsinandali Estate - წინანდლის მამული

www.lightstudio.ge

🎷✨ Tatuza Jazz Club | LightStudioპროექტი: Tatuza Jazz Club თბილისი, 2025ისტორიული Telegraph-ის სივრცეში განთავსებული Tat...
20/05/2026

🎷✨ Tatuza Jazz Club | LightStudio
პროექტი: Tatuza Jazz Club
თბილისი, 2025

ისტორიული Telegraph-ის სივრცეში განთავსებული Tatuza Jazz Club აცოცხლებს ქართულ ჯაზს მყუდრო და დინამიკურ გარემოში. კლუბი სახელწოდებას ატარებს ქართველი ჯაზის ლეგენდის - თამაზ ყურაშვილის პატივსაცემად და დღეს ჯაზის მოყვარულებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეს წარმოადგენს.

ლაითსტუდიომ უზრუნველყო განათების გაანგარიშება და პროექტისთვის შერჩეული დიზაინის შესაბამისი სანათების მიწოდება. სივრცის კონცეფცია დაფუძნებულია დახვეწილ და ელეგანტურ გარემოზე - მუქი ტონებით, ხავერდის ტექსტურებითა და თბილი განათების აქცენტებით, რომლებიც ჯაზკლუბის უნიკალურ ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს.

დიზაინერი: NOAStudio

გამოყენებული ბრენდები: LedsC4; DCWéditions; Platek; Viabizzuno

Tatuza Jazz Club

www.lightstudio.ge

💡✨ Chateau Mukhrani | LightStudioპროექტი: შატო მუხრანის ფასადიმუხრანი, 2021შატო მუხრანი წარმოადგენს გამორჩეულ არქიტექტურ...
30/04/2026

💡✨ Chateau Mukhrani | LightStudio
პროექტი: შატო მუხრანის ფასადი
მუხრანი, 2021

შატო მუხრანი წარმოადგენს გამორჩეულ არქიტექტურულ და კულტურულ კომპლექსს, სადაც ისტორიული არქიტექტურა და თანამედროვე ფუნქცია ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. დღეს იგი ფუნქციონირებს, როგორც ღვინის ტურიზმისა და სხვადასხვა ღონისძიებების მაღალი დონის სივრცე.

ლაითსტუდიომ შეიმუშავა სასახლის ფასადის განათების კონცეფცია და უზრუნველყო მისი სრული განხორციელება. დიზაინი დაფუძნებულია არქიტექტურის ხაზგასმასა და ვიზუალური ბალანსის შექმნაზე, რაც საღამოს საათებში კომპლექსს განსაკუთრებულ იერს ანიჭებს.

გამოყენებული ბრენდები: LedsC4; Framon S.p.a

Château Mukhrani • შატო მუხრანი

www.lightstudio.ge

💡✨ Telegraph Hotel | LightStudioპროექტი: Telegraph Hotelთბილისი, 2025თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში განთავსებული Te...
23/04/2026

💡✨ Telegraph Hotel | LightStudio
პროექტი: Telegraph Hotel
თბილისი, 2025

თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში განთავსებული Telegraph Hotel აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას და მრავალფეროვან სოციალურ სივრცეებს.

ლაითსტუდიომ შეიმუშავა ლანდშაფტის განათების კონცეფცია და უზრუნველყო სხვადასხვა გარე სივრცის განათების გადაწყვეტები. პროექტი მოიცავდა როგორც გამწვანების ზონების, ასევე პერიმეტრის ფუნქციურ და ესთეტიკურ განათებას.

გამოყენებული ბრენდები: LedsC4; HEPER

The Telegraph Hotel

www.lightstudio.ge

💡✨ თვალადი | LightStudioპროექტი: კერძო სახლიკახეთი, 2023თვალადში მდებარე კერძო სახლი წარმოადგენს ძველი ქვის არქიტექტურის...
16/04/2026

💡✨ თვალადი | LightStudio
პროექტი: კერძო სახლი
კახეთი, 2023

თვალადში მდებარე კერძო სახლი წარმოადგენს ძველი ქვის არქიტექტურისა და თანამედროვე ფორმების უნიკალურ შერწყმას.

პროექტი შექმნილია NS Studio-ს მიერ და გამარჯვებულია Architizer A+Award-ის Private House XL კატეგორიაში.

ლაითსტუდიომ უზრუნველყო ექსტერიერისა და ინტერიერის სრული განათება. ინტერიერში გამოყენებული მრავალშრიანი განათება ქმნის მსუბუქ ატმოსფეროს და ხაზს უსვამს არქიტექტურულ დეტალებს. ექსტერიერში კი მინიმალისტური განათება გამოკვეთს ქვის ტექსტურას და შენობის თანამედროვე გეომეტრიას. შედეგად მიღებულია ბალანსირებული განათების სქემა, რომელიც ინარჩუნებს არქიტექტურის ტრადიციულ და თანამედროვე ხასიათს.

არქიტექტურა, დიზაინი: NS STUDIO

გამოყენებული ბრენდები: LedsC4; Marset; VIBIA; Nemo Lighting

www.lightstudio.ge

სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორის, LedsC4-ის 2026 წლის კატალოგი უკვე ხელმისაწვდომია!დაათვალიერეთ და ...
01/04/2026

სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორის, LedsC4-ის 2026 წლის კატალოგი უკვე ხელმისაწვდომია!

დაათვალიერეთ და ჩამოტვირთეთ სრული კატალოგი, სადაც წარმოდგენილია ბრენდის უახლესი პროდუქტები და დიზაინერული გადაწყვეტილებები:

https://online.flippingbook.com/view/1047628488/

💡✨ ibis Tbilisi City | LightStudioპროექტი: ibis Tbilisi Cityთბილისი, 2024ibis Tbilisi City არის თანამედროვე, ეკონომ-კლას...
27/03/2026

💡✨ ibis Tbilisi City | LightStudio
პროექტი: ibis Tbilisi City
თბილისი, 2024

ibis Tbilisi City არის თანამედროვე, ეკონომ-კლასის სასტუმრო თბილისში. სასტუმრო გამორჩეულია თავისი უნიკალური სტუმართმოყვარე გარემოთი.

ლაითსტუდიომ შეიმუშავა განათების პროექტი და ასევე, მონაწილეობა მიიღო საჯარო სივრცეების სანათების მიწოდებაში.

სანათები შერჩეულია სასტუმროს მოდერნისტული და ფერადი სტილის გათვალისწინებით. შედეგად კი, განათება ჩამოყალიბდა, როგორც ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ხაზს უსვამს ფორმებს, ფერებს და სივრცის ხასიათს.

გამოყენებული ბრენდები: LedsC4; BuzziSpace

ibis Tbilisi City
www.lightstudio.ge

Highlights from Light + Building 2026 - representing LedsC4 and exploring the future of lighting design.Design, technolo...
19/03/2026

Highlights from Light + Building 2026 - representing LedsC4 and exploring the future of lighting design.

Design, technology, and creativity all in one place 💡

Photos were taken by our Gvanca Sanikidze 🩵

LedsC4
Light+Building

www.lightstudio.ge

Address

A. Politkovskaia 2B
Tbilisi
0177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლაითსტუდიო • LightStudio posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ლაითსტუდიო • LightStudio:

Share

Category