27/03/2025
Malibu Gift იწვევს 4 წლიდან ბავშვებს საინტერესო შემოქმედებით სემინარებზე, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება პროცესზე და არა შედეგზე, რადგან ყველა ბავშვს აქვს შემოქმედებითი პოტენციალი და შეუძლია ინდივიდუალურად გამოხატოს საკუთარი თავი🌟
სემინარის დროს ბავშვებს მოუწევთ ისეთ მასალებთან ურთიერთობა, როგორიც არის: ხე, ყვავილები, საღებავები, მცენარეები, ფანქრები და ფერადი ლენტები. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათი უნიკალურობის ამოცნობას, მოტორული უნარების და კუნთების განვითარებას, ხელისა და თვალის კოორდინაციას, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში🫂
სემინარის მიმდინარეობის დროს კომპოზიციების აწყობასთან ერთად ვისაუბრებთ სეზონური ყვავილების და მცენარეების სახეობებსა და მათი მოვლის წესებზე🪴
უახლოესი სემინარები:
🗓️5-6 აპრილი
⏳ ხანგრძლივობა: 1 საათი
🧑🧒ბავშვთან ერთად სემინარზე დასასწრებად გათვალისწინებულია ერთი მშობლის ან მეურვის დასწრება
📩დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ჯავშნის საფუძველზე
💳ღირებულება: 50 ლარი
📍მისამართი: ავლაბარი, ლეხ კაჩინსკის 14