27/11/2023
Boo Charity საახალწლო სასწაულის მოლოდინში.
ანგარიშის ნომრები დართულია კომენტარის სახით, დონაციის სურვილის ქონის შემთხვევაში გთხოვთ შემოგვიერთდეთ კეთილი საქმის გასაკეთებლად.
ერთად ყველაფერი შეგვიძლია!
გთხოვთ, მაქსიმალურად გადააზიაროთ პოსტი, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს.
🆘 ის შემთხვევაა როცა გვინდა მთელს საქართველოს გავაგებინოთ!
❗️ ამ პერიოდში გაფორმებული შეკვეთების თანხა სრულად მოხმარდება მათ დახმარებას.
ახალგზარდა ქალბატონს ბინას აცლევინებენ ამ კვირაში, რადგან ავადმყოფობის გამო (სერიოზული მიზეზები) რამდენიმე დღით დააგვიანა ქირავნობის თანხის გადახდა… ფაქტიურად 3 ბავშვს და მათ დედას ღია ცის ქვეშ ტოვებენ!
ახალგაზრდა 3 მცირეწილოვანი ბავშვის დედას, უფროსი ბავშვი დაწყებითი სკოლის მოსწავლე და ორი პატარა საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, ესაჭიროება ჩვენი დახმარება…
გვჭირდება თქვენი დახმარება როგორც ფინანსურად ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით : ლოგინი, მატრასი, საბანი, ბალიში და ა.შ
❗️ყველაზე პრიორიტეტული და მთავარი, პირველ რიგში ვეძებ ბინას ქირით მათთვის გლდანი, გლდანულას ტერიტორია.
ბავშვების დედა მუშაობს ამ ტერიტორიაზე, მაქსიმალურად ცდილობს რომ ბავშვებს არაფერი მოაკლოს და ამიტომ ეს კონკრეტული ლოკაცია, რომ შეძლოს ბავშვების სკოლა/ბაღში ტარება და სამსახურის შენარჩუნება.
გვაქვს თქვენი დახმარების იმედი…
იმედი გვაქვს არსებობენ ღვთისნიერი ადამიანები ერთად შევძლოთ 1-2 თვის თანხის გადახდა და დავეხმაროთ საყოფაცხოვრებო ნივთების მოპოვებაში.
ძალიან გამიხარდება თუ ყოველთვიურად მინიმალური თანხით დავეხმარებით, როგორც მინიმუმ ნაწილობრივ ბინის ქირის ან საკვები პროდუქტის თანხით მათ უზრუნველყოფაში დამეხმარებით…
ამ ყველაფრის ორგანიზებას ჩვენ ავიღებ საკუთარ თავზე.
მადლობა, მადლობა, მადლობა !
ახალი წელი მოდის და იქნებ მოვახერხოთ ის რომ სახლში შეხვდნენ ბავშვები ახალ წელს…
მჯერა, რომ ერთად ყველაფერი შეგვიძლია !