Delight • დილაითი

Delight  • დილაითი განათებების ევროპული ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში
თბილისი: ყაზბეგის გ. #25
ბათუმი: ლერმონტოვის ქ. #72

იტალიური ბრენდის, Ferroluce-ს ხელნაკეთი კერამიკული სანათები საუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე არქიტექტურულ ხედვას აე...
17/06/2026

იტალიური ბრენდის, Ferroluce-ს ხელნაკეთი კერამიკული სანათები საუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე არქიტექტურულ ხედვას აერთიანებს.

კოლექცია Madame Gres მასალისა და ფორმის საინტერესო კონტრასტია. მოდელის მრავალფეროვანი ფერების პალიტრა საშუალებას გაძლევთ შექმნათ გამორჩეული, დახვეწილი აქცენტები ნებისმიერ თანამედროვე სივრცეში.

თბილისის შოურუმი: ალ. ყაზბეგის ქ. 25 | +995 32 230 40 50
ბათუმის შოურუმი: მ. ლერმონტოვის ქ. 72 | 0 422 22 22 72
www.delight.ge

დილაითისა და Studio Folie-ს კოლაბორაცია დიზაინის, მასალებისა და ესთეტიკის ახალი სივრცის გარშემო, ერთობლივ ხედვასა და პარ...
15/06/2026

დილაითისა და Studio Folie-ს კოლაბორაცია დიზაინის, მასალებისა და ესთეტიკის ახალი სივრცის გარშემო, ერთობლივ ხედვასა და პარტნიორობას ეფუძნება.

Project Folie-ს ახალი, მრავალფუნქციური სტუდია თანამედროვე დიზაინს, ავთენტურ ტექსტურებსა და საგანმანათლებლო პლატფორმას აერთიანებს. მის მინიმალისტურ, wabi-sabi ესთეტიკაში დილაითმა გერმანული პრემიუმ ბრენდის, JUNG-ის ჩამრთველები და როზეტები შეიტანა. ელემენტები, სადაც ფუნქციურობა და დეტალების ხარისხი უზადოდ ერწყმის სივრცის კონცეფციას.

მსგავსი კოლაბორაციები საქართველოში დიზაინ-კულტურის განვითარებას უწყობს ხელს. ხარისხიანი მასალების, განათებისა და პრემიუმ ტექნოლოგიების ერთ სივრცეში გაერთიანება პროფესიონალებს ეხმარება, შექმნან კიდევ უფრო დახვეწილი და გამართული პროექტები.

დანიური ბრენდის, Made by Hand-ის საფირმო კოლექცია Knit-Wit-ის სანათების მთავარი მახასიათებელი მათი ნაქსოვი სტრუქტურაა. ს...
12/06/2026

დანიური ბრენდის, Made by Hand-ის საფირმო კოლექცია Knit-Wit-ის სანათების მთავარი მახასიათებელი მათი ნაქსოვი სტრუქტურაა. სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ქსოვილი სინათლის ნაკადს თანაბრად ფილტრავს, რაც სივრცეში თბილ განათებას ქმნის.

მრავალფეროვანი ფორმები, ზომები და ფერები საშუალებას გაძლევთ სანათი მარტივად შეუხამოთ როგორც მისაღებ ოთახს, ისე სასადილო ზონას.

თბილისის შოურუმი: ალ. ყაზბეგის ქ. 25 | +995 32 230 40 50
ბათუმის შოურუმი: მ. ლერმონტოვის ქ. 72 | 0 422 22 22 72
www.delight.ge

იტალიური პრემიუმ ბრენდის, Ideal Lux-ის გარე სანათების კოლექცია არქიტექტურული ფორმებისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით არი...
10/06/2026

იტალიური პრემიუმ ბრენდის, Ideal Lux-ის გარე სანათების კოლექცია არქიტექტურული ფორმებისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით არის შექმნილი.

მოდელები დამზადებულია გარემო პირობების მიმართ მდგრადი მასალისგან, რაც მათ ხანგრძლივ და უსაფრთხო ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.

თბილისის შოურუმი: ალ. ყაზბეგის ქ. 25 | +995 32 230 40 50
ბათუმის შოურუმი: მ. ლერმონტოვის ქ. 72 | 0 422 22 22 72
www.delight.ge

08/06/2026

Nordlux-ის მრავალფუნქციური სანათი Kettle სივრცის განათებას ბევრად მარტივსა და პორტატულს ხდის.

უსადენო კონსტრუქციის წყალობით მოდელი იდეალურად ერგება ნებისმიერ გარემოს.

Nordlux-ის პორტატული სანათი Kettle გარე სივრცის მოწყობის სრულ თავისუფლებას გაძლევთ. ურთიერთჩანაცვლებადი აქსესუარების წყა...
05/06/2026

Nordlux-ის პორტატული სანათი Kettle გარე სივრცის მოწყობის სრულ თავისუფლებას გაძლევთ. ურთიერთჩანაცვლებადი აქსესუარების წყალობით, მისი ტრანსფორმაცია ნებისმიერ სივრცეში, თქვენი საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ.

Kettle დამზადებულია მაღალი მდგრადობის მქონე მასალისგან, რომელიც უძლებს ქარსა და ნესტს.

თბილისის შოურუმი: ალ. ყაზბეგის ქ. 25 | +995 32 230 40 50
ბათუმის შოურუმი: მ. ლერმონტოვის ქ. 72 | 0 422 22 22 72
www.delight.ge

ყვარლის ტბა რეზორტი დილაითის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.სასტუმროს ინტერიერისთვის ორი წამყვანი ევროპული ბრენდის - No...
03/06/2026

ყვარლის ტბა რეზორტი დილაითის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.

სასტუმროს ინტერიერისთვის ორი წამყვანი ევროპული ბრენდის - Nordlux-ისა და Faro-ს სანათები შეირჩა. პროექტში, სანათებთან ერთად, გერმანული ბრენდის, JUNG-ის ჩამრთველები და როზეტებია გამოყენებული, რაც სივრცის ფუნქციურობასა და ხარისხს უზრუნველყოფს.

ევროპული დიზაინისა და გერმანული ხარისხის სინთეზმა ზუსტად უპასუხა პროექტის მთავარ ამოცანას, შეექმნა მაქსიმალურად მყუდრო და თანამედროვე გარემო სტუმრებისთვის.

Nordlux-ის მაგიდის სანათების დახვეწილი ფაქტურები ინტერიერს პრემიუმ ხასიათს სძენს, რბილი განათება კი სივრცეში სიმშვიდისა ...
01/06/2026

Nordlux-ის მაგიდის სანათების დახვეწილი ფაქტურები ინტერიერს პრემიუმ ხასიათს სძენს, რბილი განათება კი სივრცეში სიმშვიდისა და სიმყუდროვის ბალანსს ქმნის.

Delight - Nordlux-ის ოფიციალური დილერი საქართველოში.

თბილისის შოურუმი: ალ. ყაზბეგის ქ. 25 | +995 32 230 40 50
ბათუმის შოურუმი: მ. ლერმონტოვის ქ. 72 | 0 422 22 22 72
www.delight.ge

გაეცანით Nordlux-ის შიდა, გარე და Smart განათების მიმართულებებს ჩვენს ახალ ბლოგში და აღმოაჩინეთ დანიური მინიმალიზმის მთა...
29/05/2026

გაეცანით Nordlux-ის შიდა, გარე და Smart განათების მიმართულებებს ჩვენს ახალ ბლოგში და აღმოაჩინეთ დანიური მინიმალიზმის მთავარი პრინციპები.

თანამედროვე ინტერიერში განათება უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ პრაქტიკულ დანიშნულებას. ის ქმნის განწყობას, განს...

Faro-ს ვენტილატორების მთავარი  ღირებულება მრავალფეროვან ფორმებსა და იმ ჭკვიანურ ტექნოლოგიაშია, რომელიც ნებისმიერ სივრცეს...
27/05/2026

Faro-ს ვენტილატორების მთავარი ღირებულება მრავალფეროვან ფორმებსა და იმ ჭკვიანურ ტექნოლოგიაშია, რომელიც ნებისმიერ სივრცესა და სეზონს ერგება.

აღმოაჩინეთ ესთეტიკისა და პრაქტიკულობის იდეალური ბალანსი თქვენი ინტერიერისთვის.

თბილისი: ალ. ყაზბეგის გამზ. 25 | 032 230 40 50
ბათუმი: მ. ლერმონტოვის ქ. 72 | 0 422 22 22 72
www.delight.ge

Address

25 Alexander Kazbegi Avenue
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 11:00 - 20:00
Tuesday 11:00 - 20:00
Wednesday 11:00 - 20:00
Thursday 11:00 - 20:00
Friday 11:00 - 20:00
Saturday 11:00 - 19:00
Sunday 11:00 - 19:00

Telephone

+995322304050

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Delight • დილაითი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Delight • დილაითი:

Share

Category