Leli Shevchenko

Directions Website Contact the business

Leli Shevchenko Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Leli Shevchenko, Interior design studio, ი. გაგარინის 24, Tbilisi.

20+ Years Excellence: Individual design focused on functionality ********************************************** 20+ წელი. ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის ფუნქციონალურობას! მე ვარ გამოცდილი არქიტექტორ-კონსულტანტი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით მაღალი მოცულობის კომერციულ, ჯანდაცვისა და საცხოვრებელ პროექტებში. ჩემი მთავარი მისიაა, რთული ბიზნეს მიზნები გარდავქმნა ფუნქციურად გამართულ და ესთეტიკურად უპირატეს სივრცეებად.

ჩემი სამუშაო სცდება ვიზუალიზაციას; ვარ სპეციალიზებული პროექტის რისკების მართვაში, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ თანამშრომლობას დიზაინის, სამშენებლო და საინჟინრო გუნდებს (ელექტროობა, HVAC, კონსტრუქცია) შორის. ვემსახურები, როგორც გადამწყვეტი ბუფერი ტექნიკური და საბიუჯეტო შეფერხებების წინააღმდეგ.

ძირითადი კომპეტენციები და სექტორები
ჯანდაცვა და კორპორატიული დიზაინი: წარმატებით ვმართავ 30-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების დიზაინის სრულ ციკლს, მათ შორის ქირურგიის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტებს და მსხვილ კლინიკურ ქსელებს.

კომერციული და HoReCa სექტორი: ფართო გამოცდილება მაქვს სასტუმროების, რესტორნების და ოფისების პროექტირებაში, სადაც ფუნქციონალური დიზაინი პირდაპირ ემსახურება ბიზნესის ეფექტურობას.

საგანმანათლებლო და ინსტიტუციური სივრცეები: ვმუშაობდი საუნივერსიტეტო სივრცეების (მათ შორის კაფეტერიების, მედიათეკების, აუდიტორიების) დიზაინსა და რეაბილიტაციაზე, რითაც ვქმნიდი თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოს.

კომპლექსური პროექტები: ფართო გამოცდილება არქიტექტურულ კონსერვაციასა და დიზაინში ისტორიული ძეგლებისთვის (მაგალითად, ქარვასლის კონსერვაცია), რაც ადასტურებს მკაცრ ნორმატიულ ჩარჩოებში მუშაობის უნარს.

ტექნიკური გარანტია
დიზაინ-საინჟინრო კოორდინაცია: ვარ ექსპერტი დიზაინის კონცეფციასა და ტექნიკურ მიზანშეწონილობას შორის კონფლიქტების ანალიზსა და მოგვარებაში. ვუზრუნველყოფ, რომ დამტკიცებული დიზაინი პირდაპირ გადავიდეს მშენებლობაზე გამოსაყენებელ სამუშაო ნახაზებში.

ფილოსოფია
ჩემი მუშაობის მკაცრი პრინციპია: პროექტის წარმატებას განაპირობებს მისი დოკუმენტაციის ხარისხი და არა მხოლოდ მისი რენდერინგი. მოვითხოვ და ვუზრუნველყოფ სრულ ტექნიკურ სიცხადეს თავიდანვე, რის გამოც პროექტები ინარჩუნებს უმაღლეს სტანდარტებს და ვადებს.

მაღალი რისკის პროექტებზე კონსულტაციისთვის ან თანამშრომლობის განსახილველად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

როცა ეს სივრცე პირველად ვნახე, დამკვეთს თვალებში შიში შევატყვე — დანგრეული ჭერი, გადატვირთული ოთახი, სრული ქაოსი…— აქედა...
06/09/2026

როცა ეს სივრცე პირველად ვნახე, დამკვეთს თვალებში შიში შევატყვე — დანგრეული ჭერი, გადატვირთული ოთახი, სრული ქაოსი…

— აქედან საერთოდ რა უნდა გამოვიდეს? — მკითხა ღელვით.

მე კი ამ ქაოსის მიღმა უკვე ძველი თბილისის მფეთქავ გულს ვხედავდი.

ძველ თბილისში მუშაობა ჩემთვის უბრალოდ რემონტი არასდროსაა — ეს ისტორიასთან ფრთხილი დიალოგი და დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანიც წარსულის წაშლა კი არა, მისი გაცოცხლება იყო.

რადგან ბინა უცხოელი სტუმრებისთვის ბუტიკური სასტუმრო უნდა გამხდარიყო, კონცეფცია ფერთა ფსიქოლოგიაზე ავაგეთ: ღრმა ფირუზისფერი — სიმშვიდისა და ნდობისთვის; თბილი ტერაკოტა, მიწისფერი ტონები და ხე — ნამდვილი თბილისური სითბოსთვის. გვინდოდა, სივრცეს პირველივე ნაბიჯზე ეთქვა: „აქ შენზე ზრუნავენ“.

შევინარჩუნეთ და გამოვკვეთეთ ორნამენტული იატაკი, აღდგენილი ბუხარი ოთახის გულად ვაქციეთ, საძინებელში კი მშვიდი, დასვენებისთვის შექმნილი გარემო მოვაწყვეთ.

როცა დამკვეთმა კონცეფცია ნახა, შიში აღფრთოვანებამ შეცვალა:

— ეს ზუსტად ის არის, რისი წარმოდგენაც კი მიჭირდა.

სწორედ ამიტომ, ჩემთვის დიზაინი მხოლოდ ლამაზი ვიზუალი არ არის — ეს არის ქაოსში შესაძლებლობის დანახვა, შიშის ოპტიმიზმად ქცევა და სივრცის შექმნა, რომელიც ადამიანის ცხოვრების ხარისხს ცვლის. ✨🤍

🏥 რეალიზებული პროექტი — „ავერსის კლინიკა“, ისანის ფილიალიარსებობს პროექტები, სადაც მთავარი სათქმელი მხოლოდ ინტერიერის ვი...
05/09/2026

🏥 რეალიზებული პროექტი — „ავერსის კლინიკა“, ისანის ფილიალი

არსებობს პროექტები, სადაც მთავარი სათქმელი მხოლოდ ინტერიერის ვიზუალური ეფექტი არ არის. მათი ღირებულება სწორ არქიტექტურულ აზროვნებაში, ფუნქციურ დაგეგმარებასა და რთული საინჟინრო ამოცანების გამართულ გადაწყვეტაშია.

„ავერსის კლინიკის“ ისანის ფილიალის პროექტირებისას სწორედ ამ მიმართულებებზე გავაკეთეთ მთავარი აქცენტი.

800 მ² ფართობისა და 5-მეტრიანი ჭერის მქონე სივრცე შავი კარკასის ეტაპიდან დავგეგმეთ. არსებული მოცულობის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოსაყენებლად შეიქმნა ორდონიანი ანტრესოლი, დამაკავშირებელი ხიდები და გადასასვლელები. პარალელურად, ახალ არქიტექტურულ სტრუქტურას მოვარგეთ სავენტილაციო და სხვა საინჟინრო სისტემები.

ყველაზე რთული იყო შეზღუდულ მოცულობაში ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა:

▪️ კლინიკის ფუნქციური ზონირება;
▪️ პაციენტებისა და პერსონალის გამართული გადაადგილება;
▪️ კონსტრუქციული მდგრადობა;
▪️ საინჟინრო სისტემები;
▪️ სამშენებლო და სამედიცინო ნორმატივები;
▪️ კომფორტული და ვიზუალურად ერთიანი გარემო.

პროექტი მოითხოვდა კონსტრუქტორთან, ვენტილაციის ინჟინრებთან და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან ინტენსიურ და ყოველდღიურ კოორდინაციას. ჩემი პასუხისმგებლობა მოიცავდა არქიტექტურასა და დაგეგმარებას, ინტერიერის დიზაინს, ვიზუალიზაციას, სამუშაო ნახაზების მომზადებას, პროექტის მენეჯმენტს და სამშენებლო, სარემონტო თუ სარეკლამო ჯგუფების მუშაობის მართვას.

კონცეფციის შექმნიდან სრულ რეალიზაციამდე სამუშაო პროცესს 8 თვე დასჭირდა.

დღეს კლინიკა უკვე ორი წელია წარმატებით ფუნქციონირებს — და ჩემთვის სწორედ ეს არის პროექტის ხარისხის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება: როდესაც რთული არქიტექტურული გადაწყვეტა რეალურ ყოველდღიურ პროცესში გამართულად მუშაობს.

📍 ობიექტი: „ავერსის კლინიკა“ — ისანის ფილიალი
📐 ფართობი: 800 მ²
📍 მისამართი: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა 11/13
🏢 დამკვეთი: კომპანია „ავერსი“
✍️ არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი: ლელი შევჩენკო
📏 კონსტრუქტორი: ილია მეხრიშვილი
⏳ პროექტირება და რეალიზაცია: 8 თვე
✅ სტატუსი: დასრულებული და რეალიზებული

არქიტექტურა მხოლოდ ის არ არის, რასაც ვხედავთ — ის, პირველ რიგში, არის სისტემა, რომელიც სწორად უნდა მუშაობდეს.

#არქიტექტურა #ინტერიერისდიზაინი #სამედიცინოსივრცე #რეალიზებულიპროექტი

✨ ამ ბინის კონცეფციაზე ფაქტობრივად ერთად ვიმუშავეთ. იმდენად დიდი იყო ინტერესი და აზარტი, რომ დიზაინში რამდენიმე საკმაოდ ...
04/09/2026

✨ ამ ბინის კონცეფციაზე ფაქტობრივად ერთად ვიმუშავეთ. იმდენად დიდი იყო ინტერესი და აზარტი, რომ დიზაინში რამდენიმე საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება შევიტანეთ — ძალიან მიხარია და ვაფასებ, რომ დამკვეთი ბოლომდე მენდო და გამომყვა.
პროექტის დეტალები, რომლებზეც განსაკუთრებით ვიზრუნეთ:
🔸 ზონირება: შევქმენით ღია, დინამიკური სივრცე, სადაც სამზარეულოს კუნძული ჰარმონიულად ერწყმის მომრგვალებულ სასადილო ზონას. მისაღების მთავარი, არისტოკრატული აქცენტი კი — შავი როიალია. ვინაიდან დამკვეთები მუსიკალური სფეროდან არიან, ამ ინსტრუმენტს ყველაზე საპატიო ადგილი მივუჩინეთ.
🔸 მასალები და კონტრასტი: ფრანგული წყობის მუქი პარკეტისა და შავი მარმარილოს ტექსტურები დავაბალანსეთ ღია, ნეიტრალური ტონალობის ავეჯითა და კედლის კლასიკური მოლდინგებით.
🔸 განათება: მრავალდონიანი, ფარული თბილი განათება და კლასიკური ბროლის ჭაღები სივრცეს ერთდროულად დიდებულსა და ძალიან მყუდროს ხდის.

მიყვარს, როცა კლიენტის სურვილები და ჩემი ხედვა ასე იდეალურად ემთხვევა ერთმანეთს. 🤍
✨ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ამ 140 კვ.მ. ბინა.
#ინტერიერისდიზაინი #ნეოკლასიკა
#ინტერიერისდიზაინი #ნეოკლასიკა

✔️ სერიიდან — „Before / After“✍️ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობისას არაერთი განსხვავებული სივრცის დაგეგმარებასა და ინტ...
02/09/2026

✔️ სერიიდან — „Before / After“

✍️ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობისას არაერთი განსხვავებული სივრცის დაგეგმარებასა და ინტერიერის დიზაინზე ვიმუშავე — მთავარ და მიწისქვეშა ფოიეებზე, ონკოლოგიის, ბირთვული მედიცინის, რადიოთერაპიისა და პოლიკლინიკის დეპარტამენტებზე.

წარმოდგენილ მასალაში ნაჩვენებია:

▪️ ფოიე;
▪️ ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი;
▪️ რადიოთერაპიის დეპარტამენტი.

სულ 3000 კვადრატულამდე ფართი.

სამედიცინო სივრცის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არასოდეს არის. აქ თითოეული გადაწყვეტილება ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეს სამედიცინო სტანდარტებსა და ნორმატივებს, სწორ ფუნქციურ ზონირებას, უსაფრთხო გადაადგილებას, ჰიგიენურ მოთხოვნებს, ტექნოლოგიური დანადგარების სპეციფიკას, ბიუჯეტს და, რაც მთავარია, ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას.

🏥 ფოიეების განახლების მთავარი სირთულე სამუშაო პროცესის შეუჩერებლობა იყო. პაციენტების მაღალი მომართვიანობის გამო სივრცეების სრულად გათავისუფლება ვერ ხერხდებოდა, ამიტომ სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად და უმოკლეს ვადაში უნდა დასრულებულიყო.

ამავდროულად, ინტერიერი სრულად უნდა განახლებულიყო — ყოფილიყო თანამედროვე, პრაქტიკული, გამძლე, ადვილად მოსავლელი, სწრაფად განსახორციელებელი და სამედიცინო გარემოსთვის შესაბამისი. თბილი ხის ფაქტურებით, გააზრებული განათებითა და გამწვანების ელემენტებით შევეცადეთ, დატვირთული ფოიე უფრო მშვიდ, კომფორტულ და ადამიანურ გარემოდ გვექცია. 🌿

განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და ემოციით ვიმუშავე ონკოლოგიური მიმართულების სივრცეებზე. თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვფიქრობდი ამ დეპარტამენტების დიზაინსა და განხორციელების თითოეულ ნიუანსზე. ვცდილობდი, თავი პაციენტებისა და მათი ახლობლების ადგილას წარმომედგინა — როგორი ფერი დაამშვიდებდა ადამიანს, როგორი განათება შეამცირებდა დაძაბულობას და რომელი დეტალები გახდიდა რთული პროცედურების მოლოდინს ოდნავ მაინც უფრო კომფორტულსა და ადამიანურს...

პარადოქსულია, თუმცა დეპარტამენტის ამოქმედების შემდეგ ამ კლინიკაში თავადაც მომიწია მისვლა — უკვე პაციენტის ახლობლის სტატუსით. ამ გამოცდილებამ ბევრი რამ სრულიად სხვა პერსპექტივიდან დამანახა.

დღეს რომ ამ პროექტს თავიდან ვქმნიდე, კიდევ უფრო მეტ მცირე, თუმცა მნიშვნელოვან დეტალს დავამატებდი პაციენტებისა და მათი ახლობლების სიმშვიდისა და კომფორტისთვის. რადგან ის, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დიზაინერულ ელემენტად შეიძლება ჩანდეს, ასეთ გარემოში მყოფი ადამიანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

⚙️ რადიოთერაპიის დეპარტამენტში ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა მიწისქვეშა ნიშნულებზე — სარდაფისა და ბუნკერის დონეზე — ძველი და ახალი კლინიკის სივრცეების ერთმანეთთან დაკავშირება იყო.

რთულ მოცემულობაში საჭირო გახდა:

▪️ ფუნქციური ზონირების სწორად ორგანიზება;
▪️ კიბეებისა და უსაფრთხო გადაადგილების მარშრუტების დაგეგმვა;
▪️ სამედიცინო ნორმატივებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა;
▪️ შეზღუდულ ფართში მოსაცდელი და დამხმარე სივრცეების მოწყობა;
▪️ ყველა გადაწყვეტის გონივრულ ბიუჯეტში მოქცევა.

ტექნოლოგიურად დატვირთულ სამედიცინო გარემოში ვიზუალური სიმშვიდის შექმნაც მნიშვნელოვანი ამოცანა იყო. რბილი ფერები, ბუნების მოტივები, მხატვრული განათება და გააზრებული დეტალები სივრცეს ნაკლებად ცივ, დამთრგუნველ და სტრესულ ხასიათს სძენს.

✨ ასეთი პროექტები განსაკუთრებით მძაფრად გახსენებს, რომ არქიტექტურა მხოლოდ კედლები, მასალები და ფორმები არ არის.

სწორად დაგეგმილ სივრცეს შეუძლია ადამიანს შეუმციროს შფოთვა, შეუნარჩუნოს სიმშვიდე, ღირსების განცდა და იმედი.

ასეთი დონის კლინიკები კი გვაძლევს რწმენას, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი… 🤍

🌿✨ ხშირად  სახლი იქ იქმნება, სადაც  მხოლოდ ცივი ბეტონი, შუშა და ქალაქის შორეული განათებებია...ამ პროექტის მთავარი გამოწვ...
31/08/2026

🌿✨ ხშირად სახლი იქ იქმნება, სადაც მხოლოდ ცივი ბეტონი, შუშა და ქალაქის შორეული განათებებია...

ამ პროექტის მთავარი გამოწვევა გრანდიოზული ვიტრაჟები და სრულიად გახსნილი გეგმარება იყო. საოცარი ხედი სივრცის ღირსებას წარმოადგენდა, თუმცა თითქმის არ ტოვებდა ადგილს სამზარეულოსა და მყუდრო, ინტიმური დასასვენებელი ზონის შესაქმნელად.

დამკვეთს კი უნდოდა შეგვექმნა გარემო, სადაც დღის ბოლოს ქალაქის ხმაურს ემოციურად მოწყდებოდა — ბინა კი არა, თბილი ბრიტანული სახლი, თავისი ხასიათით, სიმშვიდითა და შინ დაბრუნების განსაკუთრებული განცდით 🏡🤎

აგურის თაღოვანი კედელი სივრცის მთავარ არქიტექტურულ გადაწყვეტად ვაქციეთ. ამ დეტალმა სამზარეულო და მისაღები ბუნებრივად გამიჯნა, თუმცა მათ შორის ვიზუალური კავშირი შეინარჩუნა. რბილი ზონა ვიტრაჟებთან მოვაწყვეთ და Chesterfield-ის სტილის დივნით ერთგვარი დაცული, მშვიდი „ბუდე“ შევქმენით — ადგილი პირადი საუბრებისთვის, დასვენებისა და ქალაქის საყურებლად. 🛋️✨

მუქი ხის კოჭებმა, თბილმა აგურმა, ხის იატაკმა და ხავერდის ფაქტურებმა ინტერიერს სიღრმე და ისტორიის განცდა შესძინა. „შეიკერის“ სტილის სამზარეულო, მარმარილოს ზედაპირები და Butler-ის ტიპის ნიჟარა კი ბრიტანულ ესთეტიკას თანამედროვე ფუნქციურობასთან აერთიანებს.

საბოლოო განწყობა განათების მრავალფერივანმა სცენარმა შექმნა — შანდელმა, ტორშერებმა, ბრებმა და კუნძულის სანათებმა სივრცე რბილი, თბილი შუქით შეავსო. პლედები, კალათები, მცენარეები და პატარა დეკორატიული დეტალები კი ის ემოციური შრე გახდა, რომელიც ინტერიერს ნამდვილ სახლად აქცევს 🌿🕯️

Before & After 🪄
ქალაქი ისევ ვიტრაჟებს მიღმაა, თუმცა აქ, შიგნით, უკვე სიმშვიდე, სითბო და ძალიან პირადი სამყაროა. 💖

30/08/2026

✨ ზოგჯერ სწორედ პატარა სივრცეები გვაძლევს ყველაზე საინტერესო შესაძლებლობას — ვიფიქროთ უფრო ზუსტად, თითოეული დეტალი გონივრულად გამოვიყენოთ და შევქმნათ გარემო, რომელსაც თავისი განსაკუთრებული სითბო და ხასიათი აქვს...
ეს 40 მ² კოტეჯი ბორჯომის ხეობაში აშენდა და თავიდანვე სტუმრების მისაღებ, გასაქირავებელ სივრცედ მოიაზრებოდა. ამიტომ პროექტის მთავარი ამოცანა იყო, მცირე ფართში შეგვექმნა სრულფასოვანი, კომფორტული და პრაქტიკული საცხოვრებელი გარემო. 🌿
📐 სივრცეში განთავსდა სტუდიური სამზარეულო–მისაღები, მყუდრო საძინებელი, აბაზანა და ტერასა–აივანი — ადგილი, საიდანაც მთის ჰაერი და ბუნებასთან სიახლოვე ყოველდღიური დასვენების ნაწილად იქცევა.
🏗️ პროექტი მხოლოდ ინტერიერის მოწყობას არ გულისხმობდა — სამუშაო პროცესი დაიწყო კონსტრუქციული სქემისა და კოტეჯის მიწის ნაკვეთზე სწორად განთავსების განსაზღვრით.
🏗️შენობა მოწყობილია წერტილოვან საყრდენებზე, რაც მსუბუქი ნაგებობისთვის პრაქტიკული გადაწყვეტაა: კონსტრუქცია ნაკლებად ერევა ბუნებრივ რელიეფში, მიწიდან საჭირო დონეზეა აწეული და ქვედა სივრცის განიავების შესაძლებლობასაც ქმნის.
🏗️შემდეგ ეტაპზე აიწყო ხის მზიდი კარკასი — იატაკის, კედლებისა და გადახურვის ერთიანი კონსტრუქციული სისტემა. ელემენტების სწორი ბიჯით განლაგება და ერთმანეთთან საიმედო დაკავშირება უზრუნველყოფს შენობის სიმყარეს, დატვირთვების თანაბრად განაწილებასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
🏡 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახურავის კონსტრუქციასაც. დახრილი გადახურვა გათვლილია ბორჯომის ხეობისთვის დამახასიათებელ კლიმატურ პირობებზე — ნალექზე, თოვლსა და ტემპერატურის ცვლილებაზე. სწორად მოწყობილი ფენები და განიავებადი კონსტრუქცია იცავს ხეს ტენის დაგროვებისგან და შენობის შიდა მიკროკლიმატსაც აუმჯობესებს.
🏗️ხის კარკასის შევსებისა და დაცვისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დათბუნება, არამედ ფენების სწორი თანმიმდევრობა: გარე მხრიდან — ნესტისა და ქარისგან დამცავი შრე, შიდა მხრიდან კი — ორთქლის შემაკავებელი ფენა. ასეთი გადაწყვეტა ამცირებს სითბოს დანაკარგს, ხელს უშლის კონდენსატის წარმოქმნას და ხის კონსტრუქციას უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს უნარჩუნებს.
✨ ფასადის ჰორიზონტალური შეფუთვა კოტეჯს მსუბუქ, მოწესრიგებულ იერს აძლევს და მის პროპორციებს ვიზუალურად აფართოებს. მოპირკეთებასა და ძირითად კედელს შორის დატოვებული სავენტილაციო შრე კი ხელს უწყობს ტენის გამოდევნას და ფასადის ბუნებრივ განიავებას.
🏗️ხის დეტალები დამუშავებულია შესაბამისი დამცავი საშუალებებით, რათა მასალა უფრო მედეგი იყოს ნესტის, ტემპერატურული ცვლილებების, მზის ზემოქმედებისა და ბიოლოგიური დაზიანების მიმართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთის კლიმატში, სადაც ხე სეზონურად განსხვავებულ პირობებში მუშაობს.
ინტერიერში თანამედროვე ევროპული ქანთრისა და სკანდინავიური სტილის მსუბუქი სინთეზი შევქმენით. თეთრი ჰორიზონტალური ხის პანელები სივრცეს ვიზუალურად აფართოებს და მეტ სინათლეს მატებს, ხოლო ბუნებრივი ხის ჭერი და იატაკი მას სითბოსა და მთის სახლისთვის დამახასიათებელ სიმყუდროვეს სძენს.
🪵 შიდა ხის შეფუთვა მხოლოდ დეკორატიული ელემენტი არ არის — იგი კარკასის დამცავ და დასრულების ფენასაც წარმოადგენს. პანელების სწორად დამუშავება, ზუსტი შეერთებები და ხის ბუნებრივი მოძრაობისთვის დატოვებული მცირე ტექნოლოგიური დაშორებები ამცირებს შემდგომში ნაპრალების, დეფორმაციისა და ზედაპირის დაზიანების რისკს.
ინტერიერში გამოყენებულია ხის ფაქტურის სამზარეულოს ავეჯი, ღია სამუშაო ზედაპირი, თეთრი კერამიკული ფართუკი, ტრეკული განათება და მარტივად მოსავლელი, გამძლე მასალები — განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გასაქირავებელი სივრცისთვის.
ლურჯი, მწვანე და ფორთოხლისფერი აქცენტები მშვიდ, ბუნებრივ პალიტრას აცოცხლებს და ინტერიერს ხალისიან, თავისუფალ და სტუმართმოყვარე ხასიათს სძენს. 🧡
ეს პროექტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ხარისხიანი არქიტექტურა მხოლოდ საბოლოო ვიზუალი არ არის — ის იწყება სწორად შერჩეული კონსტრუქციით, მასალების გააზრებული ფენებითა და თითოეული კვანძის პასუხისმგებლობით შესრულებით.
კომფორტს ფართობის რაოდენობა არ განსაზღვრავს. მთავარია სწორი გეგმარება, ტექნიკურად გამართული გადაწყვეტები და ის ემოცია, რომელსაც სივრცე ადამიანში აღვიძებს.
პატარა კოტეჯიც შეიძლება იქცეს ადგილად, სადაც სტუმარს დაბრუნება მოუნდება — თბილი მოგონებების, სიმშვიდისა და ბუნებასთან სიახლოვის გამო... 🌿✨

„აქ ქალაქში კი ხარ, მაგრამ სახლში შემოსვლისთანავე სიმშვიდე და მზის სითბო გხვდება…“ 💛 ძალიან მახარებს ეს სიტყვები, რომელი...
29/08/2026

„აქ ქალაქში კი ხარ, მაგრამ სახლში შემოსვლისთანავე სიმშვიდე და მზის სითბო გხვდება…“ 💛 ძალიან მახარებს ეს სიტყვები, რომელიც დამკვეთისგან მოვისმინე, როცა დიზაინზე მუშაობა დავასრულეთ..
✨რადგან ბინა მრავალსართულიანი კორპუსში, ხმაურიან ურბანულ გარემოშია, საკმაოდ მაღალ სართულზე , სიმყუდროვის მიღწევა გამოწვევას წარმოადგენდა, ასევე დიდი ვიტრაჟები — ელემენტი, რომელიც სივრცეს სინათლითა და ხედებით კი ავსებს, მაგრამ რისკია, ინტერიერს ზედმეტად ცივი და საოფისე განწყობის განწყობა შეუქმნას.
🌿 ჩვენი მიზანი იყო, ქალაქის პანორამა ინტერიერის ნაწილად გვექცია და ამავე დროს შეგვექმნა თბილი, მყუდრო და ბუნებასთან დაკავშირებული საცხოვრებელი გარემო — ადგილი, სადაც მზე დღის განმავლობაში სივრცეში თამაშობს, სიმწვანე კი ურბანულ ხედს არბილებს.
💫 ბუნებრივი ხის თბილი ფაქტურები, კრემისფერი პალიტრა, მზისფერი აქცენტები, რბილი ტექსტილი და დეკორატიული განათება სივრცეს შინაურ განწყობას სძენს. სწორად დაგეგმილი ფუნქციური ზონები კი ბინას ყოველდღიური ცხოვრებისთვის კომფორტულსა და პრაქტიკულს ხდის.
✨ დიდი ვიტრაჟები აქ მხოლოდ არქიტექტურული დეტალი აღარ არის — ისინი ბინაში სინათლეს, მზესა და ბუნებასთან კავშირის შეგრძნებას შემოაქვს. შედეგად შეიქმნა ინტერიერი, სადაც ქალაქის დინამიკა გარეთ რჩება, შიგნით კი სიმშვიდე, სითბო და დასვენების განწყობა გხვდება.
სახლი ხომ სწორედ ის სივრცეა, სადაც ყოველდღიური ხმაურის შემდეგ საკუთარ სიმშვიდეს უნდა დაუბრუნდე… 💛
ინტერიერის დიზაინი — Leli Shevchenko

🏡 ზოგჯერ ძველ სახლს დანგრევა კი არა, უბრალოდ ვინმე სჭირდება, ვინც მის მომავალს დაინახავს…უჯარმაში, ასწლოვანი მუხებით, ტყ...
28/08/2026

🏡 ზოგჯერ ძველ სახლს დანგრევა კი არა, უბრალოდ ვინმე სჭირდება, ვინც მის მომავალს დაინახავს…

უჯარმაში, ასწლოვანი მუხებით, ტყითა და მზიანი მთებით გარშემორტყმულ საოცარ გარემოში იდგა ძველი სახლი. თავდაპირველად მისი დანგრევა და სრულიად ახალი შენობის აგება იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ სხვა გზა ავირჩიეთ — გადავწყვიტეთ, შეგვენარჩუნებინა ის, რაც დროს გადაურჩა, და ძველი სახლისთვის ახალი სიცოცხლე გვეჩუქებინა.

ასე დაიბადა „ვილა ლომა“ — ჩემი ერთ-ერთი ყველაზე თბილი და საყვარელი პროექტი. 💜

ძველი სახლის განახლება ყოველთვის მხოლოდ კედლების, სახურავისა და ფასადის შეცვლას არ ნიშნავს. ეს არის მცდელობა, შეინარჩუნო მისი სული, წარსულის კვალი და მოგონებები, შემდეგ კი ყოველივე ამას ახალი ფორმა, კომფორტი და სიცოცხლე შესძინო.

სახლი ქართულ-ამერიკულ ოჯახს — ქეთისა და როკის ეკუთვნის. განსაკუთრებით ძვირფასია, როდესაც დამკვეთთან საქმიანი ურთიერთობის გარდა მეგობრობაც გაკავშირებს, ერთმანეთს აზრებითა და მსოფლმხედველობითაც უგებთ და იცი, რომ შენს ხედვას მთელი გულით გენდობიან. ასეთი ნდობა ჩემთვის ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა და უზარმაზარი შემოქმედებითი სტიმულიც.

როდესაც სახლის კონცეფცია წარვუდგინე, ქეთისა და როკის მთელი გულით გაეღიმათ. მითხრეს, რომ პროექტი საოცრად ჰგავდა მათ სახლს ფლორიდაში — სახლს, რომელიც მანამდე არასოდეს მენახა.

ალბათ სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მათი შინაგანი სამყარო სწორად ვიგრძენი. უბრალოდ ვეცადე წარმომედგინა სივრცე, რომელშიც ორივე მათგანი საკუთარ თავს იპოვიდა — ქართული ფესვებით, ამერიკული თავისუფლებით, ოჯახური სითბოთი და ბუნებასთან სიახლოვით.

ასე შეიქმნა სახლი, სადაც ორი განსხვავებული კულტურა ერთმანეთს ბუნებრივად შეხვდა. ✨

გარდაქმნის გზა მარტივი არ ყოფილა. ძველი შენობის განახლება ხშირად უფრო მეტ მოთმინებას, შრომასა და შემოქმედებით გადაწყვეტილებას მოითხოვს, ვიდრე ყველაფრის თავიდან აშენება. პროცესს თან ახლდა მოულოდნელი სირთულეები, გეგმების ცვლილება, სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია და განსხვავებული მოსაზრებების შეჯერება.

მაგრამ როდესაც საბოლოოდ ხედავ, როგორ იღვიძებს ძველი სახლი, როგორ ინთება მის ფანჯრებში თბილი შუქი და როგორ ივსება ოთახები ადამიანების სიცილითა და სიცოცხლით — ყველა სირთულე თავის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ამ პროექტში ბევრი ადამიანის შრომა, გული და ხელწერაა გაერთიანებული.

🌿 ლანდშაფტისა და ეზოს დიზაინზე პროფესიონალმა ლანდშაფტის დიზაინერმა ელისო ხარჩილავამ იზრუნა და სახლს ბუნებასთან კიდევ უფრო ჰარმონიული კავშირი შესძინა.

🎨 ინტერიერის შექმნაში ქეთის ძმისშვილები — ლაშა და რატი ჩაერთნენ. როგორც დიზაინერებმა და მხატვრებმა, მათ არაჩვეულებრივი სამზარეულო დაამზადეს და მისაღები ოთახის კედელიც მოხატეს. სწორედ ასეთმა ხელით შექმნილმა დეტალებმა შესძინა სახლს უნიკალური ხასიათი და ოჯახის პირადი ისტორია.

„ვილა ლომა“ ჩემთვის მხოლოდ განხორციელებული პროექტი არ არის.

ეს არის სახლი, რომელთანაც მაკავშირებს მეგობრობა, ნდობა, ბევრი გამოცდილება, სირთულეების ერთად გადალახვა და ძალიან ძვირფასი მოგონებები.

დღეს, როდესაც მის თბილად განათებულ ფანჯრებს, მზიან ეზოსა და სიცოცხლით სავსე სივრცეებს ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები:

ძველი ყოველთვის დასანგრევი არ არის.

ზოგჯერ ძველ კედლებში სწორედ ის სითბო და ხასიათი იმალება, რომლის თავიდან შექმნაც შეუძლებელია. თუ ყურადღებით მოვუსმენთ სახლს, დავინახავთ მის შესაძლებლობებს და სიყვარულით მივუდგებით განახლებას, შესაძლოა გაცილებით მეტი მივიღოთ, ვიდრე სრულიად ახალი შენობის აშენებით — შევინარჩუნოთ წარსული და ამავე დროს შევქმნათ ახალი, ბედნიერი მომავალი.

ძველი სახლის გადარჩენა მხოლოდ არქიტექტურული გადაწყვეტილება არ არის — ეს არის მოგონებების, გარემოსა და ადგილის სულის მიმართ გამოხატული პატივისცემა. 💜

🏡 „ვილა ლომა“ — ძველი სახლის ახალი სიცოცხლე.

მზიანი სახლი უჯარმაში, სადაც ქართული ფესვები და ამერიკული ცხოვრების თავისუფალი განწყობა ერთმანეთს შეხვდა… ✨

თუ თქვენც გაქვთ ძველი სახლი, რომლის დანგრევაზეც ფიქრობთ, იქნებ ერთხელ კიდევ შეხედოთ — არა იმას, როგორიც დღეს არის, არამედ იმას, როგორ სახლად შეიძლება იქცეს. 💫

27/08/2026

✨ სერიიდან — „Before & After“

გიზიარებთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის — SEU-ს სტუდენტური კაფეტერიის რეაბილიტაციისა და განახლების პროექტს, რომელიც უკვე სრულად განხორციელებულია და აქტიურად ფუნქციონირებს.

📐 მთავარი გამოწვევა იყო — როგორ შეგვენარჩუნებინა სივრცის არსებული არქიტექტურული ხასიათი და მასშტაბი, ამავდროულად კი შეგვექმნა თანამედროვე, ფუნქციური და სტუდენტურ ცხოვრებაზე მორგებული გარემო.

არსებული კონსტრუქციული ჭერი და იატაკი უცვლელად შევინარჩუნეთ. შესაბამისად, დიზაინი სრულად მოერგო სივრცის კონსტრუქციულ თავისებურებებსა და არსებულ საინჟინრო ქსელებს — მათ შორის, ელექტროსისტემას. სწორედ ამ საწყის მდგომარეობას ასახავს „Before“ ფოტოები.

🌿 დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელ სივრცეს ახალი სიცოცხლე შევძინეთ.

ვერტიკალური გამწვანება ინტერიერში ბუნებრივ ენერგიასა და სიმსუბუქეს ქმნის, ხოლო მკვეთრი ყვითელი აქცენტები გარემოს ახალგაზრდულ ხასიათს სძენს და სტუდენტებს კომუნიკაციისა და ერთად ყოფნისკენ უბიძგებს.

დაგეგმარებისა და მასალების შერჩევისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ სტუდენტური კაფეტერიის სპეციფიკა:

• მაღალი გამძლეობა და მარტივი მოვლა;
• ინტენსიურ დატვირთვაზე გათვლილი ავეჯი და მასალები;
• სწრაფი კვებისთვის მოსახერხებელი ფუნქციური ზონები;
• როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური შეხვედრებისთვის განკუთვნილი ადგილები.

💫 სწორედ ამიტომ მიყვარს ჩემი პროფესია:

ჩვენ შეგვიძლია ძველი და მივიწყებული სივრცე თანამედროვე, სიცოცხლით სავსე და ადამიანებზე მორგებულ გარემოდ ვაქციოთ. ხოლო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური გამოწვევები — კონსტრუქციული შეზღუდვები, არსებული ელექტროსისტემა და რეალურ პირობებთან ადაპტირება — საბოლოოდ პროექტს უფრო გააზრებულს, ფუნქციურსა და სიცოცხლისუნარიანს ხდის.

🤝 განსაკუთრებული მადლობა ნდობისა და თანამშრომლობისთვის ბატონ გიას, ქალბატონ მანანას, დაუღალავ ეკას — Eka Shishinashvili-ს, იგორს — Igor Palant-ს, ბატონ თემურს, ბატონ რეზოსა და ბატონ ჯემალს. თითოეული მათგანის მხარდაჭერა და ძალისხმევა ამ შედეგის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ასევე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს პარტნიორებს:

Riverside Showroom
Kolkhi Group / კოლხი ჯგუფი
Debi Print • დები პრინტი
ავეჯის სპეციალისტს — ვალერ ბაზინოვს

იმედი მაქვს, ეს სივრცე სტუდენტებისთვის საყვარელ ადგილად იქცევა — გარემოდ, სადაც შეძლებენ არა მხოლოდ კვებას, არამედ შეხვედრას, ურთიერთობასა და სასიამოვნოდ დროის გატარებას. 💚

#ინტერიერისდიზაინი #კორპორატიულიდიზაინი #საგანმანათლებლოსივრცე #სტუდენტურიკაფეტერია #დიზაინპროექტი #არქიტექტურა #რეალიზებულიპროექტი #ავტორისზედამხედველობა

✨ ბავშვისთვის კლინიკა პირველ რიგში სივრცე კი არა — განცდაა.როგორ შეიძლება ცივი და უფერული გარემო იქცეს ადგილად, რომელიც ...
27/08/2026

✨ ბავშვისთვის კლინიკა პირველ რიგში სივრცე კი არა — განცდაა.

როგორ შეიძლება ცივი და უფერული გარემო იქცეს ადგილად, რომელიც ბავშვს აღარ აშინებს?

💫 სერიიდან: „ჩემი პროფესიული გზა — მასშტაბური პროექტები“

🏥 ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი — პედიატრიული განყოფილება
📐 650 მ² | 📅 2016 წელი | ⏳ რეალიზაცია — 6 თვე

როდესაც პროექტზე მუშაობა დავიწყე, დამხვდა შიშველი ბეტონი, მკაცრი დერეფნები და სივრცე, რომელსაც სრული გარდაქმნა სჭირდებოდა.

ჩემი მიზანი მხოლოდ ლამაზი ინტერიერის შექმნა არ ყოფილა. მინდოდა, პატარა პაციენტსა და მის მშობელს ნაკლები შფოთვა ეგრძნო, პერსონალს კი — მოწესრიგებულ და კომფორტულ გარემოში ემუშავა.

ფერების, განათების, ზღაპრული პერსონაჟებისა და სივრცის სწორი დაგეგმარებით შევეცადეთ, კლინიკას ფუნქციურობა სრულად შეენარჩუნებინა, მაგრამ „ცივი საავადმყოფოს“ განცდა დაეკარგა.

პროექტი მოიცავდა ინტერიერის დიზაინსა და დაგეგმარებას, ვიზუალიზაციას, მხატვრული კონცეფციისა და კედლის მოხატვის ესკიზების შექმნას, პროექტის მენეჯმენტსა და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის კოორდინაციას.

დღესაც განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებ ამ პროექტს — მან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორად დაგეგმილ სივრცეს შეუძლია ადამიანის განწყობაზე, სიმშვიდესა და ნდობაზე გავლენა მოახდინოს. 💛

🤝 მადლობა დამკვეთსა და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მასშტაბური ტრანსფორმაციის განხორციელებაში მონაწილეობდა.

👇 ფოტოებში ნახავთ გზას შიშველი ბეტონიდან — ფერად, თბილ და ბავშვზე მორგებულ გარემომდე.

თქვენი აზრით, რა ამცირებს ბავშვის შფოთვას ყველაზე მეტად — ფერი, ზღაპრული დეტალები თუ სივრცის საერთო სიმყუდროვე?

Address

ი. გაგარინის 24
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Leli Shevchenko posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Leli Shevchenko:

Shortcuts

Share