27/08/2026
ვინც ეპოქსიდის საათებს ამზადებს, მათ წასაკითხად, გასააზრებლად და დასაფიქრებლად ვწერ…
შეიძლება შეგიკვეთონ ნებისმიერი დიზაინი ( ადამიანის ფანტაზიას არ აქვს საზღვარი ) ნებისმიერი რამის დატანა მოგთხოვონ საქართველოს რუკის ფორმაზე, მაგრამ თქვენ ამას როგორ აკეთებთ?!! საათები მხვდება, ისეთი ფიგურები და ფორმები აქვთ დატანილი საქართველოს რუკია ფორმებზე უბრალოდ შეგრცხვება ამის დამზადებაც და ყურებაც!!! ან ეს აეროპორტის ხელა წარწერების გადატანა რა სტილია? რა ხელოვნების დარგს მიეკუთვნება შენი ქვეყნის რუკაზე “ ჯღაბვნა “ რასაც ქვია! მგონი გავიწყდებათ რო შენი ქვეყნის ტერიტორიებს ეხები და გგონია ბაღში ზიხარ და რაც გინდა იმას დახატავ🤦♀️
ანუ სირცხვილი და თავის მოჭრა მართლა!!!
ხარისხზე ხო საუბარი არ მაქვს, ხალხი მუშაობის პროცესში სწვალობს ეპოქსიდთან მუშაობას და ამაში ფულს იღებენ თან 🤦♀️
პატივი ეცით ამ ქვეყანას! დაიტამეთ ზედ რაც შეეფერება ამ ქვეყნის ისტორიას და ღირსებას!! დააწერეთ მინალისტურად და სასაცილოდ ნუ იგდებთ თავს!! იმ საათს სხვებიც ხედავენ და ნორმა ჰგონიათ ეს! იმიტომ ჩააკვდა ათასობით მეფე და მორწმუნე ამ ქვეყანას რომ რაც გინდათ ის ჭრათ და კეროთ ზედ?! გავიგეთ რო იცით მუშაობა ( ნუ ეგეც საკითხავია ვინ რა ხარისხს ამზადებს )
სულ ვცდილობს მინიმალისტურად დავიტანო რუკაზე რამე, რამდენს უარი ვუთხარი, ჰოროსკოპის გამოსახულების დატანა და რა არ უთხოვიათ! ცოტა დაფიქრდით !
წარმატებები