Davit's Artistic Chronicles • დავითის მხატვრული მატიანე

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Davit's Artistic Chronicles • დავითის მხატვრული მატიანე

Davit's Artistic Chronicles • დავითის მხატვრული მატიანე კალიგრაფი, ხატმწერი და თვითნასწავლი მხატვარი

მოგესალმებით, მე გახლავათ დავით მოისწრაფიშვილი, თვითნასწავლი მხატვარი, კალიგრაფი, ხატმწერი და წიგნის ილუსტრატორი.
2022 წელს გავხდი გამარჯვებული საქართველოს კალიგრაფთა ასოციის მიერ მოწყობილ გამოფენაზე „თბილისი 900 - საქართველოს დედაქალაქი“, საიდანაც დაიწყო ჩემი კალიგრაფიული ვოიაჟი. 2023 წელს დავასრულე დავით მაისურაძის საავტორო კალიგრაფიის კურსი და გავხდი პროფესიონალი კალიგრაფი. და მქონდა რამდენიმ

ე ჯგუფური და პერსონალური გამოფენა თბილისიში, რეგიონებსა და უცხოეთში. 2022 წელს დავიწყე ხატწერის შესწავლა პროფესიონალურ დონეზე და დღემდე აქტიურად დიდი სიყვარულით ვახორციელებ ამ საქმიანობას.
საქართველოსადმი სიყვარული მაძლევს ძალას გაუჩერებლად ვახორციელო საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს ყოველივე ქართულის პოპულარიზაციას და მის გავრცელებას ქართველ და უცხოელ ხალხებს შორის. ვცდილობ ყოველ ჩემს ნამუშევარში ჩავაქსოვო ქართული მოტივები და წარმოვაჩინო მისი უნიკალურობა.
ჩემი, როგორც ხელოვანის მოვალეობა მოიცავს მუდმივად ახლის ძიებას, მის შესწავლასა და რეალიზებას. როგორც კალიგრაფი - სამი ძირითადი მიმართულებით ვმოღვაწეობ, კერძოდ: ხელით წერა, კალიგრაფიის სწავლება და ტიპოგრაფია. ყოველივე ეს კი სიამოვნების მომგვრელი შემოქმედებით პროცესია.
მხატვრული მატიანეს შექმნის მიზანიც, ამ უნიკალური ქართული კულტურის პოლულარიზება, ქართული კალიგრაფიისადმი ცნობიერების ამაღლება და ჩემი შემოქმედებისა და საქმიანობის თქვენდამი წარმოჩენაა.

მოგესალმებით, მეგობრებო 🤗სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ. შევქმენი ჩემი პირადი ონლაინ გალერეა,    სადაც შეგიძლიათ დაა...
14/03/2026

მოგესალმებით, მეგობრებო 🤗

სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ. შევქმენი ჩემი პირადი ონლაინ გალერეა, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩემი კალიგრაფიული და მხატვრული ნამუშევრები.

გალერეაში ეტაპობრივად განთავსდება როგორც ძველი, ისე ახალი ნამუშევრები — უკეთეს ხარისხში გალერეის სტილში.

თუ რომელიმე ნამუშევარი მოგეწონებათ და/ან მისი შეძენა დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად შეტყობინებაში.

მოხარული ვიქნები თუ გამოიწერთ გვერდს, გააზიარებთ და თქვენი მხარდაჭერით ჩემს შემოქმედებას უფრო მეტ ადამიანს გააცნობთ.

დიდი მადლობა გულთბილი მხარდაჭერისთვის

14/03/2026

მოგესალმებით, მეგობრებო 🤗

სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ. შევქმენი ჩემი პირადი ონლაინ გალერეა, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩემი კალიგრაფიული და მხატვრული ნამუშევრები.

გალერეაში ეტაპობრივად განთავსდება როგორც ძველი, ისე ახალი ნამუშევრები — უკეთეს ხარისხში გალერეის სტილში.

თუ რომელიმე ნამუშევარი მოგეწონებათ და/ან მისი შეძენა დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად შეტყობინებაში.

მოხარული ვიქნები თუ გამოიწერთ გვერდს, გააზიარებთ და თქვენი მხარდაჭერით ჩემს შემოქმედებას უფრო მეტ ადამიანს გააცნობთ.

დიდი მადლობა გულთბილი მხარდაჭერისთვის ✨

Instagram.com/davitartisan_gallery

27/01/2026

მაგრამ რატომ?
იმიტომ რომ ზოგჯერ უნდა გაბედო გუნდის დატოვება,
როცა გრძნობ, რომ საერთო მიმართულება შენს შინაგან ხმას აღარ ემთხვევა.

იმიტომ რომ მთა აქ ადგილი არ არის —
ეს მდგომარეობაა, სადაც აღარ თამაშობ როლებს
და აღარ იმალები სხვის მოლოდინებში.

იმიტომ რომ საკუთარი „მე“-ს პოვნა
ბევრად მნიშვნელოვანია.

იმიტომ რომ კვლევა იწყება მაშინ,
როცა პასუხებს აღარ გთავაზობენ
და შენ თვითონ იწყებ ძებნას.

იმიტომ რომ სვლას აქვს ძალა,
თუნდაც მიზანი ბოლომდე არ ჩანდეს.

და ბოლოს —
ის გახდა სიმბოლო იმისა,
რომ მნიშვნელობა შეიძლება თავად გზაზე დაიბადოს,
და რომ წასვლა არ არის გაქცევა —
ეს არის არჩევანი.

23/01/2026

სიახლე ✊🇬🇪
ცივ სეზონზე არაფერია თბილ და კომფორტულ ჰუდზე უკეთესი. მით უფრო მაშინ, როცა მას ქართული კალიგრაფია ამშვენებს.
წარმოგიდგენთ ახალ დიზაინს — 🖋 „საქართველო“

საავტორო, ხელით შექმნილი კალიგრაფიის საფუძველზე, თხზულ-დაქსელილ ასომთავრულში.
გადატანილი მაღალი ხარისხის DTF პრინტით.
მინიმალისტური შავი ჰუდი და კრემისფერი წარწერით—
დახვეწილი, მშვიდი ვიზუალი, რომელიც თანამედროვე სტილს ეროვნულ იდენტობაში აერთიანებს.
✔ პრემიუმ ხარისხის თბილი ჰუდი
✔ ავტორული კალიგრაფიული დიზაინი
✔ ფრეორდერით, ინდივიდუალური დამზადება

⏳ ფრეორდერის მიღება შეზღუდულ პერიოდში
💰 პირველი 15 შეკვეთა — 139 ლარი
📈 ყოველი შემდეგი შეკვეთა — 149 ლარი
📩 შესაკვეთად მომწერეთ პირადში, იჩქარეთ!

#მოდა #ქართულისტილი #კალიგრაფია #თხზულიასომთავრული #საქართველო

🎄აქსესუარი რომელიც თქვენს ნაძვის ხეს, ქართულად აამეტყველებს ✨🎄გთავაზობთ ჩემს მიერ ხელით დამზადებულ თიხის საახალწლო აქსეს...
14/12/2025

🎄აქსესუარი რომელიც თქვენს ნაძვის ხეს, ქართულად აამეტყველებს ✨

🎄გთავაზობთ ჩემს მიერ ხელით დამზადებულ თიხის საახალწლო აქსესუარებს, რომლებიც გაფორმებულია ქართული საზედაო ასოებით — სუფთა ფორმა, მინიმალისტური დიზაინი და მაღალი ხარისხი.

🪀ეს არის პატარა, მაგრამ გამორჩეული აქცენტი, რომელიც თქვენს ნაძვის ხეს ინდივიდუალურ ხასიათს შესძენს.

✨ თითოეული ნამუშევარი უნიკალურია რადგან მზადდება ხელით და დიზაინი არ მეორდება.
✨ ნამდვილი ხელოვნების პატარა ფორმა, რომელიც ესთეტიკას ქმნის.
✨ საჩუქარი და დეკორაცია, რომელსაც თავისი ისტორია გააჩნია .

💰 ფასი: 35 ლარი
⏳ შეკვეთების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ახალ წლამდე

📩 მოგვწერეთ პირადში და მიუთითეთ სასურველი ასო

(🏃იჩქარეთ რაოდენობა შეზღუდულია)

სასიამოვნო ამბავი მინდა გაგიზიაროთ მეგობრებო✨️ ხორვატიაში მდებარე სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერ ორახოვიცაში შეიქმნა წმ...
13/12/2025

სასიამოვნო ამბავი მინდა გაგიზიაროთ მეგობრებო✨️

ხორვატიაში მდებარე სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერ ორახოვიცაში შეიქმნა წმინდა მამა გაბრიელი აღმსარებლისა და სალოსის ხატი. განსაკუთრებული მადლი და პატივი მხვდა წილად — ამ ხატისთვის მინაწერი ქართული კალიგრაფიით მე შემესრულებინა.

ამიერიდან ქართული კალიგრაფია ხორვატიის მიწაზეც დაამშვენებს წმინდა ხატს და ტაძარს. 🤗

დიდება ღმერთსა და წმინდა მამა გაბრიელს ამ სიხარულითვის 🙏❤️

15/11/2025
29/10/2025

„ჟამნი წარვლენ, ხელი დალპების, ხოლო კალიგრაფის რჩება ნაწერი!“
დ.მ ©️

ოჯახის ერთ დროს თითქოს მივიწყებულმა ფრაზამ თავისი ისტორიული დიდება კვლავ დაიბრუნა — ფერფლიდან აღმოცენებული სიტყვები ახლად ფრთებშესხმული განაგრძობს არსებობას.

წილად მხვდა ბედნიერება და პასუხისმგებლობა —- ერთი შეხედვით თითქოს და უბრალო კუპლეტი, რომელსაც ოჯახისთვის შეუფასებელი ისტორია აქვს, მიმეცა ახალი სიცოცხლე.

ერთ დროს ფიცარზე ამოკაწრული დროის ქარიშხალს გადარჩენილი, ტექსტი, დღეს ჩემი ხელწერით მდიდრულ საგვარეულო ნამუშევრად იქცა.

ვგრძნობ, რომ ამით წარსულისაკენ გადებული უხილავი ხიდი გავამაგრე ― რათა წინაპართა სული დღევანდელობაში კვლავ გაცოცხლდეს.

და მართლაც კალიგრაფია რჩება უკუნისამდე!©️

⚜️✍️თუ გსურთ რომ თქვენი ისტორიაც ასევე გაცოცხლდეს უნიკალური ქართული კალიგრაფიით მომწერეთ პირადში.

კალიგრაფი და მხატვარი დავით მოისწრაფიშვილი ©️

#კალიგრაფია #ქართულიკალიგრაფია #კალიგრაფიარჩებაუკუნისამდე #გააცოცხლეისტორია #ოჯახისისტორია

31 minutes ago

See translation

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Davit's Artistic Chronicles • დავითის მხატვრული მატიანე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Davit's Artistic Chronicles • დავითის მხატვრული მატიანე:

Share