12/09/2026
🇬🇪Made in Georgia ან დამზადებულია საქართველოში.
ყოველთვის მახარებს და ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როდესაც საქართველოს ფარგლებს სცდება ნამუშევრები, რომელსაც ზემოთხსენებული მინაწერი ახლავს.
🌍ნამუშევარი, სხვა ქვეყნის მოქალაქის ხელში როგორც აღმოჩბდება შენ ხდები ადამიანი, ავტორი, რომელმაც კიდევ სხვა, განსხვავებული წარმოდგენა უნდა შეუქმნა შენი ქვეყნის კულტურაზე, კონკრეტულ მიმართულებაზე, ისტორიაზე, ხარისხზე. უნდა გაამართლო დამკვეთის ნდობა და მოლოდინი, თან ინტერესი გააჩინო და აღაფრთოვანო მფლობელი... ეს ძალიან ძნელია!
მიუხედქვად ამისა ყოველთვის თავს ვგრძნობ ბედნიერად, რომ ამ მცირედის გაკეთების შესაძლებლობა მაქვს ჩვენი ქვეყნისთვის.
✨️მადლობა დამკვეთს ნდობისთვის და არჩევანისთვის❤️🇬🇪🇩🇪✈️