Showroom Concept • შოურუმ კონცეპტი

Showroom Concept • შოურუმ კონცეპტი ჩვენ გაწვდით პრემიუმ ხარისხის პროდუქციას

კომპანია SHOWROOM Georgia - დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობენ ევროპის ბაზარზე. SHOWROOM - გთავაზობთ ინტერიერისა და ექსტერიერის კეთილმოწყობისათვის საჭირო პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს საქართველოში: განათება, ავეჯი, დეკორატიული და მოსაპირკეთებელი მასალა, კერამო-გრანიტის ფილები, ლამინირებული, სამშრიანი და მასიური

ხის იატაკი, სააბაზანო და სამზარეულო მოწყობილობა, შიდა და გარე კარები, ხალიჩები და აქსესუარები. მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს დიზაინის კონცეფციის შემუშავებას, გეგმარებასა და უშუალოდ სარემონტო სამუშაოების შესრულებას გამოცდილი დიზაინერების, არქიტექტორებისა და სამუშაო ჯგუფების მეშვეობით.

ჩვენ გთავაზობთ ბინების, აგარაკების, სასტუმროების, კაფე-რესტორნებისა და ოფისების კეთილმოწყობას. ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებს, რასაც პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალიც ცალსახად უსვამს ხაზს.

სტილი:
ჩვენ გაწვდით პრემიუმ ხარისხის პროდუქციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან (200-ზე მეტი ბრენდი) და გთავაზობთ დიზაინის ყველა მიმდინარეობას: თანამედროვე მინიმალიზმი, ახალი-კლასიკა, კლასიკა, Loft, Country ...

წარმომავლობის გამჭვირვალობა:
შემოთავაზებული პროდუქცია შეესაბამება ევროპის უმაღლეს სტანდარტებს. თითოეული პროდუქტის წარმომავლობის დეტალური აღწერილობა (მომწოდებელი ქვეყანა, კომპანია) ხელმისაწვდომია დამკვეთისთვის.

ფასები:
ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული თქვენს ბიუჯეტზე - როგორც საშუალო და საბითუმო ღირებულების, ასევე ძვირადღირებული ბრენდირებული პროდუქციის ფართო არჩევანით.

შეკვეთის შესრულების ვადები:
პროდუქციის ჩაბარების პერიოდი მკაცრად განისაზღვრება 2 კვირიდან 2 თვემდე ვადით (დამოკიდებულია შეკვეთის სპეციფიკაზე), შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

Address

I. Mosashvili Street 5
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00

Telephone

+995588888895

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Showroom Concept • შოურუმ კონცეპტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Showroom Concept • შოურუმ კონცეპტი:

Shortcuts

Share