Swarovski • სვაროვსკი

Swarovski • სვაროვსკი SWAROVSKI-ს პარტნიორი მაღაზია საქართველოში. სამკაულები, საათები, აქსესუარები & დეკორატიული ფიგურები!
(46)

ბრენდი: SWAROVSKI
დოკუმენტის სახელწოდება: პროდუქციის რეალიზაციის წესები და პირობები

ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას შპს „ლუქსი ინტერიერი“-სა (შემდგომში “ჩვენ”, “ჩვენი” ან „გამყიდველი“) და თქვენ - მომხმარებელს შორის.
ჩვენს მაღაზიაში ან ვირტუალურ სივრცეში (ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდზე) სტუმრობა და მისი გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ იაზრებთ და ეთანხმებით აღნიშნულ წესებ

სა და პირობებს. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული წესები და პირობები პერიოდულად შეიძლება განვაახლოთ.
ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდების სტუმრობისას, გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ წესები და პირობები. თუ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას, მაშინ უნდა შეწყვიტოთ ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდებით სარგებლობა ან/და არ განახორციელოთ ნივთის შეძენა.
1. ტერმინთა განმარტება
1.1. გამყიდველი - შპს „ლუქსი ინტერიერი“, დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ს/ნ: 205097633, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, შოთა რუსთაველის გამზირი, N1, რომელიც წარმოადგენს SWAROVSKI-ის პარტნიორ კომპანიას საქართველოში და ახდენს აღნიშნული ბრენდის სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის და არამხოლოდ, სამკაულების, საათების, სხვადასხვა აქსესუარებისა და დეკორატიული ფიგურების რეალიზაციას.
1.2. მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც გამყიდველის ფეისბუქ გვერდის საშუალებით ან გამყიდველის მაღაზიაში იძენს საქონელს.
1.3. გამყიდველის ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდები - გამყიდველის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი, რომელიც განკუთვნილია ონლაინ შეძენებისთვის და მომხმარებლის ზოგადი ინფორმირებისათვის. გამყიდველის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მისამართია: https://www.facebook.com/swarovskigeorgiaofficial , ხოლო ინსტაგრამ გვერდის მისამართია: https://instagram.com/swarovski_retailer_georgia?igshid=YmMyMTA2M2Y= გამყიდველის მაღაზია - გამყიდველის ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდზე ან მის სხვა ოფიციალურ სოციალურ ქსელზე მითითებული ოფიციალური მაღაზია/მაღაზიები საქართველოს ტერიტორიაზე, რომელთა მისამართი შეიძლება განსხვავებული იყოს გამყიდველის იურიდიული მისამართისგან.
1.4. დისტანციური ხელშეკრულება - ხელშეკრულება, რომელიც იდება მომხმარებელსა და გამყიდველს შორის გამყიდველის ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდების მეშვეობით.
1.5. საქონელი − ნებისმიერი შესაძენად განკუთვნილი მოძრავი ნივთი, რომელიც განთავსებულია გამყიდველის მაღაზიაში ან/და ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდზე.

2. საქონლის შეძენა ფეისბუქ გვერდის მეშვეობით
ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდის მეშვეობით საქონლის შეძენისას, აუცილებელია, გარკვეული ინფორმაციის მითითება: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი.

3. მონაცემების გამოყენების პირობები
3.1. მომხმარებლის პირადი მონაცემები დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე პირს/პირებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.2. მომხმარებელმა, მის მიერ გაზიარებულ მობილურის ნომერზე ან ელ. ფოსტაზე, პერიოდულად შეიძლება ჩვენგან მიიღოს შეტყობინებები ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ. ყოველი შეტყობინების ტექსტში ასევე იქნება მითითებული ინსტრუქცია მისი მიღების გაუქმების შესახებ.

4. ანგარიშსწორება და მიწოდება
4.1. საქონლის ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდის მეშვეობით შეძენისას, ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. კერძოდ, მომხმარებელს შეკვეთის განთავსების შემდგომ, ეგზავნება შესაბამისი ინვოისი, რომლის გადახდაც მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს შესაბამისი გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, რასაც თავის მხრივ, შემდგომ ადასტურებს გამყიდველი.
4.2. მაღაზიაში შეძენის შემთხვევაში, გადახდა ასევე შესაძლებელია გამყიდველის სასაჩუქრე ვაუჩერით ან ნაღდი ანგარიშსწორებით.
4.3. ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდის მეშვეობით შეძენილი საქონლის მიწოდება ხდება საკურიერო მომსახურების გზით. საკურიერო მომსახურებისათვის შესაძლოა გამყიდველმა მომხმარებელს დამატებით დაუწესოს მომსახურების ღირებულება, რის თაობაზეც შეძენისას მკაფიოდ ატყობინებს მომხმარებელს.

5. საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი
5.1. გაყიდული საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი.
5.2. თუ მხარეები თანხმდებიან საქონლის მომხმარებლისთვის გაგზავნაზე, იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირი (გარდა გადამზიდავისა) საქონელზე ფაქტობრივ მფლობელობას მოიპოვებს, საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.
5.3. თუ გაყიდულ საქონელს მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის, საქონლის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.
5.4. საქონლის მაღაზიაში შეძენისას, მომხმარებელი და გამყიდველის მაღაზიაში მომუშავე პირ(ებ)ი (კონსულტანტი) ერთობლივად ათვალიერებენ და ამოწმებენ ნივთს, რა დროსაც მაღაზიაში მიმდინარეობს აუდიო და ვიდეო მონიტორინგი. საქონლის ერთობლივად დათვალიერებისა და შემოწმების შემდეგ, მომხმარებელი და კონსულტანტი უნდა დარწმუნდნენ, რომ საქონელი არის უნაკლო მდგომარეობაში.
5.5. წუნდებული ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში, მოქმედებს საგანტიო პირობები.
6. საქონლის დაბრუნებისა და გაცვლის პოლიტიკა; გარანტიის პირობები

6.1 მომხმარებელს შეძენისთანავე გადაეცემა 2 წლიანი საგარანტიო დოკუმენტი და ნივთის მოვლის წესები. 2 წლის განმავლობაში თუკი ნივთს აღმოაჩნდა წუნი, მომხმარებელს შეუძლია მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ სვაროვსკის ოფიციალურ მაღაზიას მიმართოს და გადაცვალოს ნივთი იმავე ღირებულების ნივთში. იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს აღნიშნული უფლებით, მან აღნიშნული გარანტიის ან/და შეძენის დამადასტურებელი ჩეკი უნდა წარმოადგინოს გამყიდველის ან/და სვაროვსკის სხვა ოფიციალურ მაღაზიაში.
6.2 უშუალოდ გამყიდველთან დისტანცურად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ნივთი დაბრუნებას ექვემდებარება, თუ პროდუქციას არ აღენიშნება რაიმე ნაკლი და შენარჩუნებული აქვს სარეალიზაციო იერსახე და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზინებული ან/და მოხსნილი.
6.3 ჰიგიენის დაცვის წესებიდან გამომდინარე, დაბრუნებას არ ექვემდებარება საყურე/პირსინგი.
6.4 მომხმარებელს უფლება აქვს:
6.1.1. ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდიდან შეძენილი საქონელი დააბრუნოს და უარი თქვას დისტანცურად დადებულ ხელშეკრულებაზე ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ნივთი უნდა დაბრუნდეს უნაკლო მდგომარეობაში;
6.1.2. ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდიდან შეძენილი საქონლის დაბრუნების შემთხვევაში არ გასწიოს მიწოდების ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ გამყიდველმა მას ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.
6.1.3. ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდიდან ან მაღაზიიდან შეძენილი საქონელი გაცვალოს უფრო მაღალი ან იდენტური ღირებულების საქონელში, მისი მიწოდებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში, ანგარიშსწორების დამადასტურებელი ჩეკის წარმოდგენის საფუძველზე. საქონლის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვეევაში, თუ მას გაცვლისას არ აღენიშნება ნაკლი.
6.2. მომხმარებელი ვალდებულია:
6.2.1. დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის შემთხვევაში, გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამყიდველმა თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა.
6.2.2. ფეისბუქ ან/და ინსტაგრამ გვერდიდან შეძენილი საქონლის დაბრუნებისას, საქონელი დააბრუნოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამყიდველმა თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.

6.3. გამყიდველს უფლება აქვს:
6.3.1. გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური შეცდომის გამო საქონელი მარაგში არ არის.
6.3.2. გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თუ ანგარიშსწორებისას დაფიქსირდა შეცდომა ან/და ტექნიკური ხარვეზი და საქონლის საფასურის გადახდა არ ფიქსირდება.
6.3.3. მომხმარებლის მიერ ფეისბუქ გვერდიდან შეძენილი საქონლის დაბრუნების გადაწყვეტილების შემთხვევაში, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს .
6.4. გამყიდველი ვალდებულია:
6.4.1. უზრუნველყოს უნაკლო საქონლის გაყიდვა და მიწოდება მომხმარებლისთვის.
6.4.2. მიაწოდოს მომხმარებელს საჭირო ინფორმაცია საქონლის, მისი საფასურისა და ყიდვის პირობების შესახებ.
6.4.3. ამ წესების 6.2 პუნქტის პირობების გათვალისწინებით, თანხა აანაზღაუროს ფეისბუქ გვერდიდან შეძენილი საქონლის დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

7. დავების მოგვარება
7.1. გამყიდველი და მომხმარებელი თანხმდებიან, რომ ნებისმიერი დავა, რაც მათ შორის შეიძლება წარმოიშვას მოგვარებული იქნება ურთიერთშეთანხმებით.
7.2. ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სასაჩუქრე ვაუჩერის
შეძენისა და მოხმარების პირობები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს “ლუქსი ინტერიერი”-სა - საიდენტიფიკაციო ნომრით: 205097633, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, შოთა რუსთაველის გამზირი, N1 (შემდგომში „ჩვენ“) და სასაჩუქრე ბარათის შემძენს (შემდგომში „თქვენ“) შორის არსებულ, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას.
სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენამდე თქვენ ყურადღებით უნდა გაეცნოთ წინამდებარე სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენისა და მოხმარების პირობებს (შემდგომში „პოლიტიკა“).
1. არსებითი პირობები
1.1. ჩვენი სასაჩუქრე ვაუჩერების (შემდგომში „სასაჩუქრე ვაუჩერი“) შეძენა შესაძლებელია ჩვენს ოფიციალურ სავაჭრო ობიექტში, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულების გადახდის გზით.
1.2. სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენისას ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას სასაჩუქრე ვაუჩერის გამოყენების პირობებისა და მისი მოქმედების ვადის თაობაზე.
1.3. სასაჩუქრე ვაუჩერები არ ექვემდებარება დაბრუნებას, გადაცვლას ან/და მასზე დატანილი ვადის გახანგრძლივებას. დაუშვებელია სასაჩუქრე ვაუჩერის განაღდება ფულის სანაცვლოდ ან/და სასაჩუქრე ვაუჩერის გაჩუქება ან/და გაყიდვა.
2. სასაჩუქრე ვაუჩერის გამოყენების პირობები
2.1. სასაჩუქრე ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიცაა: შოთა რუსთაველის გამზირი N24, თბილისი და ვაჟა-ფშაველას გამზირი N70, თბილისი.
2.2. სასაჩუქრე ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს პროდუქციაზე გადაცვლის მიზნით.
2.3. სასაჩუქრე ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ თანხის ფარგლებში, რომელიც მითითებულია სასაჩუქრე ვაუჩერზე. სასაჩუქრე ვაუჩერით შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე პროდუქტის შეძენა.
2.4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ღირებულება ნაკლებია სასაჩუქრე ვაუჩერზე დატანილ თანხაზე, თქვენ არ დაგიბრუნდებათ ხურდა (სხვაობა პროდუქტის ღირებულებასა და სასაჩუქრე ვაუჩერზე დატანილ თანხას შორის), დარჩენილი სხვაობა დარჩება შემდგომი შენაძენისთვის დარჩენილი ნაშთის ფარგლებში.
2.5. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის ღირებულება აღემატება სასაჩუქრე ვაუჩერზე დატანილ თანხას, თქვენ უფლებამოსილნი ხართ, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით დაამატოთ პროდუქციის ღირებულებისა და სასაჩუქრე ვაუჩერზე დატანილ თანხას შორის სხვაობა და ამგვარად შეიძინოთ პროდუქცია.
2.6. სასაჩუქრე ვაუჩერი უქმდება მასზე დატანილი ვადის გასვლის შემდგომ. ვადაგასული სასაჩუქრე ვაუჩერის გამოყენება ან/და განაღდების მოთხოვნა დაუშვებელია.
3. დაბრუნების პირობები
3.1. სასაჩუქრე ვაუჩერით შეძენილი პროდუქციის დაბრუნებისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებითა ან/და ამ კანონის შესაბამისად, კომპანიაში მოქმედ, პროდუქციის დაბრუნების წესების მიხედვით (ასეთის ცალკე არსებობის შემთხვევაში).
4. დაკარგული, დაზიანებული ან/და მოპარული სასაჩუქრე ვაუჩერები
4.1. თუ თქვენ დაკარგავთ, დააზიანებთ ან თუ თქვენ მოგპარავენ სასაჩუქრე ვაუჩერს, აღნიშნული არ ექვემდებარება ჩვენი მხრიდან ჩანაცვლებას.
4.2. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სასაჩუქრე ვაუჩერის უსაფრთხოდ შენახვაზე.
4.3. დაზიანებული სასაჩუქრე ვაუჩერი მიიჩნევა გაუქმებულად, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა მიზეზით მოხდა სასაჩუქრე ვაუჩერის დაზიანება. სასაჩუქრე ვაუჩერი დაზიანებულად მიიჩნევა, თუ მასზე დატანილი ინფორმაცია სასაჩუქრე ვაუჩერის მოქმედების ვადისა და ღირებულების შესახებ არ არის წაკითხვადი.
5. პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი
5.1. სასაჩუქრე ვაუჩერის გაცემის მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და პირადი მობილური ტელეფონის ნომერი.
5.2. თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეგროვდება და დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
6. გამოსაყენებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
6.1. წინამდებარე პოლიტიკა რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.2. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჩვენსა და თქვენს შორის ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, ან მასთან დაკავშირებით, ან დაკავშირებულია მასთან, მის დარღვევებთან, შეწყვეტასთან ან ბათილად ცნობასთან, გადაწყდება საქართველოს საერთო სასამართლოებში.
7. პოლიტიკის ცვლილებები და განახლებები
7.1. ჩვენ უფლებამოსილნი ვართ ამ პოლიტიკაში ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილებები. პოლიტიკის განახლებული ვერსია გამოქვეყნდება კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან გაიკვრება ჩვენს მაღაზიებში, მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილას, მისი გამოქვეყნების თარიღის მითითებით, რაც აგრეთვე ჩაითვლება განახლებული ვერსიის ძალაში შესვლის თარიღად.
8. დასკვნითი დებულებები
8.1. წინამდებარე პოლიტიკა მოქმედებს ჩვენს სხვა პოლიტიკებსა და პროცედურებთან ერთობლიობაში, რომელთა გაცნობა შესაძლებელია ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან ჩვენს მაღაზიებში მომხმარებლისათვის განთავსებულ თვალსაჩინო ადგილას.
8.2. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს სხვა პოლიტიკებსა და პროცედურებს და ამ პოლიტიკას შორის იქნება რაიმე წინააღმდეგობა, უპირატესობა მიენიჭება ამ პოლიტიკით გათვალისწინებულ დებულებებს.

Address

Rustaveli Avenue 24/CITY MALL (Saburtalo)
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 11:00 - 20:00
Tuesday 11:00 - 20:00
Wednesday 11:00 - 20:00
Thursday 11:00 - 20:00
Friday 11:00 - 20:00
Saturday 11:00 - 20:00
Sunday 11:00 - 20:00

Telephone

+995595338198

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Swarovski • სვაროვსკი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Swarovski • სვაროვსკი:

Share

Swarovski

Swarovski adds sparkle to everyday life with high-quality products and services that exceed our customers' desires.