“ისტორიალი” გთავაზობთ ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების მიხედვით შექმნილ სამკაულის და მცირე პლასტიკის, კერამიკის და ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშების ფართო არჩევანს.
“ისტორიალი”-ს სალონში წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით შექმნილი კოლექციის საშუალებით გაეცნობით საქართველოს მდიდარ წარსულს და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას; სამკაულის განვითარების ისტორიას ს
აქართველოში ხუთი ათასი წლის მანძილზე.
სალონში წარმოდგენილი სამკაულის, მცირე პლასტიკის და კერამიკის ნიმუშები შექმნილი და მხატვრულად გადამუშავებულია "ისტორიალი"-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე - არმაზისხევის, სამთავროს, ახალგორის, ვანის, ფიჭვნარის, შილდის, მელაანის, ბედენის და ა.შ. -არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების მიხედვით, რომელთა ორიგინალები დათარიღებულია ძვ.წ. V საუკუნეებით.
კოლექცია თანდართული გამოფენებით მრავალჯერ წარსდგა მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქების - ფლორენციის, პარიზის, ლუქსემბურგის, ბრიუსელის, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, ოსტინის სამხატვრო გალერეებსა თუ სალონებში, საერთაშორისო ბაზრობებსა თუ სასაჩუქრე ჩვენებებზე. "ისტორიალი" ასევე გთავაზობთ თანამედროვე ქართველი მხატვრების და ხალხური რეწვის ოსტატების მიერ შესრულებულ ტრადიციული რეწვის - ტექსტილის, ნაქარგობის, ხეზე კვეთის, კერამიკის, თოჯინების, ტრადიციული სამოსელის და აქსესუარების, წიგნების და ღია ბარათების მრავალფეროვან კოლექციას.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი" 15 წლიანი გამოცდილებით, წამყვანი ორგანიზაციაა შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში. STORIALI offers wide range of high quality Georgian Cultural Gifts varying from the motives inspired by rich archaeological finds developed and designed by GACC, to traditional crafts handmade by Georgian artists and artisans. ISTORIALI Show Room displays rich collection of Historical Motives - jewelry, miniature sculpture and ceramics, high quality Georgian Traditional Crafts – textile, embroidery, woodcarving, knitting, metalwork, etc. GACC is a leading organization with 15 years experience in the field of Creative Industries. See more at Creative Industr.& Crafts Develop. Our Philosophy is to introduce our visitors to the treasures of Georgian culture and to offer a magnificent piece of it, as a lifelong partner