11/04/2025
„ფერი და ასო თექაში – შემოქმედებითი შეხვედრა ქართულ ტრადიციებთან“
📣 გთავაზობთ თემატურ თექის მასტერკლასს სკოლის მოსწავლეებისთვის, სადაც ბავშვები გაეცნობიან ქართული კულტურის ორ ულამაზეს მხარეს — უნიკალურ ანბანს ან ტრადიციულ სამოსს ასევე შეგიძლიათ სასურველი თემატიკა თქვენ აირჩიოთ
📣 მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები:
• შეისწავლიან თექაზე მუშაობის საფუძვლებს (მატყლის დამუშავება , ფორმის მიცემა);
• თემატიკის მიხედვით გაეცნობიან ქართული ანბანის, ტრადიციული სამოსის ელემენტებს; თექის წარმოშობის ისტორიას და ასე შემდეგ .
• საკუთარი ხელით შექმნიან პატარა დეკორატიულ პანოს რომელსაც სახსოვრად წაიღებენ.
📣 ყველა საჭირო მასალას ჩვენ ვუზრუნველყოფთ
ასაკი შეზღუდული არ არის
ხანგრძლივობა: 1.5 – 2 საათი
მასტერკლასს ჩავატარებთ საკლასო სივრცეში მოვალთ სკოლაში 🥰
📣🌺 ეს მასტერკლასი ერთდროულად უყრის თავს ტრადიციული ხელოვნების გაცნობას, მოტორიკის განვითარებას, ფერების აღქმას და შემოქმედებით აზროვნებას —
🌺მოსწავლეებისთვის ეს იქნება თვალსაჩინო, მხიარული და შთამაგონებელი გამოცდილება.