Bake with Sophie

Bake with Sophie https://bakewithsophie.com/
ონლაინ რეცეპტები, სადაც გიზიარებთ ჩემს ცოდნასა და გეხმარებით, საკუთარ სამზარეულოში შექმნათ ნამდვილი შედევრები.

საბაზისო კურსის- მეოთხე კვირის შედეგი.მოსწავლეების ნამუშევარი 💫🤍🙌
05/06/2026

საბაზისო კურსის- მეოთხე კვირის შედეგი.
მოსწავლეების ნამუშევარი 💫🤍🙌

რატომღაც ვიდეო პირდაპირ არ გაზიარდა.იყოს აქაც, მოსწავლეებთან ერთად გაკეთებული კრუასანის ნაწარმი, ჩამოგიწერეთ ზომებში 🥰DG...
04/06/2026

რატომღაც ვიდეო პირდაპირ არ გაზიარდა.
იყოს აქაც, მოსწავლეებთან ერთად გაკეთებული კრუასანის ნაწარმი, ჩამოგიწერეთ ზომებში 🥰DGF ICC School საკონდიტრო სკოლა Kristine Kobeshavidze

Beautiful days at school   🤍💫🙌
27/05/2026

Beautiful days at school 🤍💫🙌

24/05/2026

1. ისწავლეთ ფქვილის „წაკითხვა“ (ძლიერი vs სუსტი) 🌾
ყველა ფქვილი ერთნაირად არ იწოვს წყალს! რეცეპტში შეიძლება ეწეროს 70% ჰიდრატაცია, მაგრამ თუ თქვენ დაბალი ცილის შემცველობის (სუსტი) ფქვილი გაქვთ, ის ამდენ სითხეს ვერ შეიკავებს, გათხელდება და ფორმას დაკარგავს.
2. ხელით ზელვა VS ცომსაზელი (დიდი სხვაობა) 🥣🤖
მოზელვის მეთოდი ფუნდამენტურად ცვლის პროცესს.
3. ტემპერატურის კონტროლი – რა ხდება, როცა ცომი გადახურდება? 🌡️💥
ტემპერატურა არ არის უბრალოდ გარემო პირობა, ის ცომის შიდა ქიმიის მთავარი მმართველია. როდესაც ცომის შიდა ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს (განსაკუთრებით ხანგრძლივი ფერმენტაციის დროს), იწყება ჯაჭვური რეაქცია.

22/05/2026

ნაწილი II - მაღალი ჰიდრატაციის ცომით სხვადასხვა სახეობების გამოცხობა, პიცის ღუმელში :)
მისია შესრულებულია ✔️💫🤍
ბაზა- პურის ცომი, ხაშის და დაპრესილის კომბინაცია:

ფქვილი- 750 გ პურსაცხობი ან პიცის)
წყალი ცივი - 500 გ
მარილი- 25 გ
ხაში - 150 გ (1:1 გამოკვებილი)
დაპრესილი- 2 გ

მომზადება: ფქვილი და წყალი შევურიოთ და გავაჩეროთ 30 წთ. დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.
გავუკეთოთ 30 წუთის შუალედში 2 გადაკეცვა და გადავიტანით მაცივარში 1 ღამით.
❣️

16/05/2026

ვეცადე ცომსაზელისა და პურისთვის განკუთვნილი ღუმელის გარეშე მეცხო.. სახლის პირობებში.. პიცის ღუმელს ძალიან დაბალი აქვს შიდა განყიფილება და მალე წვავს მაღალ
ცომს... ასევე არ აქვს ორთქლის რეჟიმი.. მაგრამ მაქსიმალურად მოვერგე და გავუგე:))

დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.

ვიდეო- ნაწილი #1

ბაზა- პურის ცომი, ხაშის და დაპრესილის კომბინაცია:

ფქვილი- 750 გ პურსაცხობი ან პიცის)
წყალი ცივი - 500 გ
მარილი- 25 გ
ხაში - 150 გ (1:1 გამოკვებილი)
დაპრესილი- 2 გ

მომზადება: ფქვილი და წყალი შევურიოთ და გავაჩეროთ 30 წთ. დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.
გავუკეთოთ 30 წუთის შუალედში 2 გადაკეცვა და გადავიტანით მაცივარში 1 ღამით.
❣️

14/05/2026

ცომი - 2,300გ

პორცია- 5 ც 450-460 გრ-იანი ნაზუქი.

ფქვილი T65- 1000 გ
შაქარი- 300 გ
მარილი- 10 გ
მშრალი საფუარი-15 გ ან დაპრესილი - 45 გ
რძე (თბილი) - 400 გ
კვერცი 3 ც + გილი 2 ც (200 გ ჯამში)
კარაქი რბილი - 150 გ
ზეთი - 50 გ
სუნელები:
დარიჩინი-15გ
მიხაკი-3-4გ
ვანილიდ ექსტრაქტი- 5 გ
ქიშმიში რომში დამბალი- 150 გ
შაფრანი (სურვილისამებრ)

ყველაფერი შევურიოთ ქიშმიშის გარდა და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.
დავაყოვნოთ 1 სთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ გადავურიოთ ქიშმიში.
კვლავ დავაყოვნოთ ამჯერად 30 -40 წთ და დავყოთ გუნდებად.
დავასვენოთ 15 - 20 წთ დამივცეთ ფორმები.

გამოცხობა: 200 c 12-13 წთ.

გადასასმელი კვერცხის მასა:
მთლიანი კვერცხი და ნაღები .
#ნაზუქი

ვერმონტის ხაშის პური - იდეალური ბალანსი სიმჟავესა და არომატს შორის.გული მწყდება იმ დაკარგული დროისთვის, ამ პურს რომ არ ვ...
13/05/2026

ვერმონტის ხაშის პური - იდეალური ბალანსი სიმჟავესა და არომატს შორის.
გული მწყდება იმ დაკარგული დროისთვის, ამ პურს რომ არ ვაცხობდით..
უდეტალურესი რეცეპტი საიტზე დამატებულია..
💫

Address

Irakli Abashidze 38
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Bake with Sophie posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share