Natia's Kitchen

  • Home
  • Natia's Kitchen
Call Directions

Natia's Kitchen Chef Natia | Georgian & Eastern European Cuisine/ adapted American and Italian. Elevated comfort food. Intimate dinners • Private events • Custom menus

Authentic flavors.
🎥 Refined step-by-step Video recipes
🍽 Private Chef | located in Westchester.

18/10/2026

🍎 კარამელისა და ვაშლის ნამცხვარი მოხარშული კრემით 🍂

კარამელიზებული ვაშლი, ნაზი კრემი და ხრაშუნა ბისკვიტი —ეს შემოდგომის არომატებით სავსე უგემრიელესი ნამცხვარი უნდა მოამზადოთ! 🥰👌

🥧 ინგრედიენტები

ცომისთვის:

2 კვერცხი
100 გ შაქარი
50 გ გამდნარი კარაქი
80 მლ ზეთი
350 გ ფქვილი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
🍎 ვაშლის შიგთავსისთვის:

3-4 დიდი ვაშლი, კუბიკებად დაჭრილი
3 ს/კ შაქარი
ნახევარი ლიმონის წვენი
ლიმონის ცედრა
Pumpkin Spice/გოგრის სუნელები გემოვნებით (დარიჩინი, მიხაკი, ჯავზი, ჯანჯაფილი)
🍮 კრემისთვის:

1 კვერცხი
400 მლ რძე
2 ს/კ სიმინდის სახამებელი
5 ს/კ შაქარი
180 მლ ნაღები
ვანილი ( მე გამოვიყენე ვანილის პასტა)
✨ ხრაშუნა ზედაპირისთვის:

30 გ კარაქი
3 ს/კ ფქვილი
3 ს/კ შაქარი
Pumpkin Spice/ გოგრის სუნელები გემოვნებით
👩🏻‍🍳 მომზადება

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაამატეთ გამდნარი კარაქი და ზეთი. ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ ცომი და გაყავით ორ არათანაბარ ნაწილად. შედგით მაცივარში.
ვაშლები დაჭერით კუბიკებად. დაამატეთ შაქარი, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი და სანელებლები. მოშუშეთ ტაფაზე, სანამ დარბილდება და კარამელიზდება.
კრემისთვის კვერცხი, შაქარი, სახამებელი და რძე აურიეთ. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე. შუშეთ 2 წუთიც. ოდნავ გააგრილეთ და შეურიეთ ნაღები.
ცომის დიდი ნაწილი მოათავსეთ საცხობ ფორმაში. გადაანაწილეთ ხელით. დიამეტრი 25 სმ. გადაანაწილეთ კრემი, კარამელიზებული ვაშლი და კარამელი ან მოხარშული შესქელებული რძე გემოვნებით. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ცომი.
სტრეუსელისთვის კარაქი, ფქვილი, შაქარი და სანელებლები გააფხვიერეთ და მოაყარეთ ნამცხვარს.
გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 350°F (180°C) ტემპერატურაზე დაახლოებით 50–60 წუთი, სანამ ზედაპირი ოქროსფერი გახდება.
❤️ გააგრილეთ,სხვა შემთხვევაში არ დაიჭრება და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

🍎 Caramel Apple Cake with Cream 🍂

Caramelized apples, silky cream, dulce de leche, and a buttery streusel topping — the perfect fall dessert! ❤️

🥧 Ingredients

For the dough:

2 eggs
100 g sugar
50 g melted butter
80 ml vegetable oil
350 g flour
1 tsp baking powder
🍎 For the apple filling:

3-4 large apples, diced
3 tbsp sugar
Juice of ½ lemon
Lemon zest
Pumpkin spice to taste
🍮 For the cream:

1 egg
400 ml milk
2 tbsp cornstarch
5 tbsp sugar
180 ml heavy cream
✨ For the streusel topping:

30 g butter
3 tbsp flour
3 tbsp sugar
Pumpkin spice to taste
👩🏻‍🍳 Instructions

Whisk the eggs and sugar. Add melted butter and oil. Mix in the flour and baking powder to form a dough. Divide into two unequal portions and refrigerate.
Cook the diced apples with sugar, lemon zest, lemon juice, and spices until softened and caramelized.
For the cream, whisk the egg, sugar, cornstarch, and milk. Cook over low heat, stirring constantly, until thickened. Cool down and add heavy cream.
Press the larger portion of dough into a baking pan. Spread the cream over the base, followed by the caramelized apples and dulce de leche. Grate the remaining dough on top.
For the streusel, rub the butter, flour, sugar, and pumpkin spice together with your fingers until crumbly. Sprinkle over the cake.
Bake at 350°F (180°C) for approximately 50–60 minutes, until golden brown.
❤️ Let cool, slice, and enjoy!

Natia’s Kitchen — Homemade with Love! 🍎✨

#ნამცხვარი

13/10/2026

ქალბატონმა Marina Gabekhadze მოგვაწოდა კიდევ ერთი საინტერესო რეცეფტი.

ვაკოპირებ 🥰

,,სენატორი”

30 კვერცხი
800გრ კარაქი
2ქილა თეთრი შესქელებული რძე
2ჭ დაფქული ნიგოზი
2ჭ დაფქული ორცხობილა
4ს/კ ფქვილი,4სკ ყავა,ვანილი,მარილი,ლიმონმჟავა
30სკ შაქარი

10 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ 10 ს/კ შაქართან,დავუმატოთ გულები,1ჩკ სოდა ძმრით და ნელ-ნელა შევურიოთ 1ჭ ნიგოზი,1ჭ ორცხობილა,2სკ ფქვილი,ცოტა ვანილი და გამოვაცხოთ ქაღალდიან საცხობ ფორმაში170°ზე,(,ასეთივე მეორე ფენაც)
ბეზე
10 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კრგად,დავუმატოთ 3ჩჭ შაქარი ან პუდრა,მწიკვი მარილი,ვანილი და ლიმონმჟავა,ფორმას წავუსვათ ცხიმი ყველგან,დავაცრათ ფქვილი და დავფერთხოთ,ცივზე დავასხათ ბეზე და ვაცხოთ 30 წუთით 130°ზე და მერე 100°ზე 3-4 საათი,ბეზე უნდა გამოშრეს კარგად,ბოლოს დანა შემოატარეთ ფორმას ირგვლივ და გადმოდის ძალიან ადვილად
კრემი
10 კვერცხის გულს გავთქვეფთ 10კოვზ შაქართან,+2 ქილა შესქელებული რძე,4სკ ყავა,მივიყვანოთ ადუღებამდე,გავაციოთ და შევათქვიფოთ გათქვეფილი კარაქი

ბისკვიტი+კრემი+ბეზე+კრემი+ბისკვიტი,ძალიან უხდება მოხალული ნიგოზიც,თუ თავზე გინდათ ბეზეები,იგივე მეთოდით აკეთებთ ბეზეს და მოსართავი ფორმით დაასხამთ და გამოაცხობთ.

13/10/2026

თხოვნა იყო♥️♥️
ქალბატონი Sofio Nikabadze-ის რეცეფტი ცალკე განცხადებად დამედო, რომ არ დაიკარგოს.
დიდი მადლობა მას გაზიარებისთვის.
ვაკოპირებ!!!

რეცეპტი!
​ნიგვზიანი და სუხარიანი ბისკვიტი
​ინგრედიენტები
​კვერცხი: 4 ცალი
​შაქარი: 1 ჭიქა (200 გრ)
​დაფქული სუხარი (ორცხობილა): 1 ჭიქა
​წვრილად დაჭრილი ნიგოზი: 1 ჭიქა
​ფქვილი: 2 სუფრის კოვზი
​გამაფხვიერებელი: 1 ჩაის კოვზი
​ვანილი: 1 შეკვრა
​მომზადება
​გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ ღრუბელივით ქაფის მიღებამდე, თანდათან დაამატეთ შაქრის ნახევარი.
​ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები დარჩენილ შაქართან ერთად გათეთრებამდე.
​შეურიეთ ერთმანეთს სუხარი, დაჭრილი ნიგოზი, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
​ათქვეფილ გულებს ფრთხილად შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები, შემდეგ კი ნაზად (ქვევიდან ზევით მოძრაობით) ჩაამატეთ ათქვეფილი ცილა.
​ჩაასხით საცხობ ფორმაში (24-26 სმ) და გამოაცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 25–30 წუთი.
​2. ნიგვზის ლებნებიანი ბეზეს ფირფიტები
​ინგრედიენტები
​კვერცხის ცილა: 4 ცალი
​შაქარი: 1 ჭიქა (200 გრ)
​მსხვილად დაჭრილი ნიგვზის ლებნები: 1 ჭიქა
​სახამებელი (სიმინდის ან კარტოფილის): 1 სუფრის კოვზი
​მომზადება
​ცილა ათქვიფეთ გამყარებამდე. ეტაპობრივად ჩააყარეთ შაქარი და თქვიფეთ მკვრივი, პრიალა ბეზეს მასის მიღებამდე.
​ბოლოს ნაზად შეურიეთ სახამებელი და მსხვილად დაჭრილი ნიგვზის ლებნები.
​საცხობ ქაღალდზე დახაზეთ ბისკვიტის ზომის 2 წრე, თანაბრად გადაანაწილეთ ბეზეს მასა.
​გამოაშრეთ ღუმელში 100–110°C-ზე დაახლოებით 1.5–2 საათი, სანამ ბეზე სრულად არ გაშრება.
​3. არომატული ყავის კრემი
​ინგრედიენტები
​კარაქი (დარბილებული): 250 გრ
​შესქელებული რძე (მოხარშული ან ჩვეულებრივი): 1 ქილა (380 გრ)
​ხსნადი ყავა: 2–3 ჩაის კოვზი
​ცხელი წყალი ან რძე: 2 სუფრის კოვზი (ყავის გახსნისთვის)
​კონიაკი ან ლიქიორი (სურვილით): 1 სუფრის კოვზი
​მომზადება
​ყავა გახსენით 2 სუფრის კოვზ ადუღებულ ცხელ წყალში/რძეში და გააგრილეთ.
​დარბილებული კარაქი ათქვიფეთ ჰაეროვანი, გათეთრებული მასის მიღებამდე.
​ეტაპობრივად ჩაამატეთ შესქელებული რძე და გაგრძელეთ თქვეფა.
​ბოლოს ნაკადით ჩაასხით გაგრილებული ყავის ექსტრაქტი (და კონიაკი), სანამ ერთგვაროვან ყავის კრემს არ მიიღებთ.
​4. ტორტის აწყობა
​ნიგვზიან-სუხარიანი ბისკვიტი გაჭერით შუაზე (მიიღებთ 2 ფენას).
​ფენების თანმიმდევრობა:
​ბისკვიტის პირველი ფენა (შეგიძლიათ მსუბუქად დანამოთ ყავის სიროფით) → ყავის კრემი.
​ნიგვზიანი ბეზეს პირველი ფენა → ყავის კრემი.
​ნიგვზიანი ბეზეს მეორე ფენა → ყავის კრემი.
​ბისკვიტის მეორე ფენა.
​ტორტს გვერდები და ზედაპირი გადაუსვით დარჩენილი ყავის კრემით.
​მორთეთ მოხალული ნიგვზის ლებნებით, ბეზეს ნატეხებით ან გახეხილი შოკოლადით.
​გაჩერეთ მაცივარში მინიმუმ 6–8 საათი, რათა ფენები კარგად გაჟღენთოს.

13/10/2026

ცოტა თემას გადავუხვევ. 🥰

გასული შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად პენსილვანიის ულამაზეს Lancaster County-ში გავატარე. 🍂❤️

არის ადგილები, სადაც თითქოს დრო ჩერდება და სულ სხვა სამყაროში ხვდები… სწორედ ასეთი აღმოჩნდა ჩემთვის ამიშების საოცრად მშვიდი და უბრალო სამყარო.

ულამაზესი ბუნება, თვალუწვდენელი ფერმები, მათი განსხვავებული ცხოვრების წესი და განსაკუთრებული სიმშვიდე…

ცივილიზაციისა და საუკუნო ტრადიციების შერწყმა.
საინტერესო სამზარეულო და კერძები, პატარა ვინტაჟური მაღაზიები და ნატურალური პროდუქტის ფერმები.

ყველაზე დასამახსოვრებელი კი ამიშების ოჯახში სტუმრობა იყო, სადაც გულთბილად გვიმასპინძლეს თავიანთი ხელით გამომცხვარი უგემრიელესი ნუგბარით. სამწუხაროდ, იქ ფოტოების გადაღების საშუალება არ მქონდა, თუმცა ეს განსაკუთრებული გამოცდილება ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ❤️

საინტერესო და დაუვიწყარი მოგზაურობა იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ უბრალოებაშია 🥰🥰🙏🙏

12/10/2026
12/10/2026
12/10/2026
12/10/2026
12/10/2026
12/10/2026

Address


10541

Telephone

(718) 300-0580

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Natia's Kitchen posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your business to be the top-listed interior service?

Share